20 სექტემბერი, 2013
რას ედავება თაკო გაჩეჩილაძეს ყოფილი ქმრის ცოლი
თაკო გაჩეჩილაძის ინტერვიუს ყოფილი ქმრის მეუღლე ნანა ალავიძე გამოეხმაურა და თაკოს ''ფეისბუქით'' მიმართა მომღერალ თაკო გაჩეჩილაძის ინტერვიუ რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელში განხილვის თემად იქცა. ინტერვიუს სათაურით ''წმინდა ნიკოლოზის ხატმა ქმართან შერიგება მთხოვა'' , ინტერნეტ-მომხმარებლების ცინიკური კომენტარები მოჰყვა. 

ზოგი იმასაც კითხულობდა, ნიკოლოზის ხატი ნეტა ქმარს აღარაფერს დაეკითხაო? მსახიობი ნიკა ქაცარიძე მისთვის ჩვეული იუმორის სტილში წერდა, ''მდააა, აი, ასეთი საყოფაცხოვრებო პრობლემებიც გვარდება უკვე და ეს კარგია. საინტერესოა, რას გვეტყვის სიმონ კანანელი ან პავლე მოციქული უახლოეს მომავალში'' .

ინტერვიუში
ხატის რჩევის გარდა იმაზეცაა საუბარი, რომ თაკო ეკლესიურ ცხოვრებას ეწევა, ხშირად ცხოვრობს მონასტერში და რომ ერთხელ სამოთხეც დაესიზმრა. მოძღვარს ამასთან დაკავშირებით უთქვამს, სამოთხე კი არ დაგესიზმრა, შეიძლება ეს გამოცხადება იყოო. თაკო იმასაც ამბობდა, რომ ყოფილ მეუღლეს ყველაფერი აპატია.

ინტერვიუ იმდენად საინტერესო და ალბათ ბევრისთვის დაუჯერებელია, რომ ყველა პროფესიისა და თანამდებობის ადამიანები იზიარებდნენ ''ფეისბუქზე'' . მასალა გოგა ხაჩიძემაც კი გაიზიარა, რომელიც ძირითადად პოლიტიკურ თემებზე წერს სახალისო სტატუსებს.

მასალას მოჰყვა კომენტარი. ხატის უკან ქმრის ბიძაშვილი ხომ არ იყო დამალულიო. მოკლედ, ზოგს სჯეროდა თაკოს მონაყოლი და ზოგიც ცინიზმს ვერ იკავებდა.
თაკო გაჩეჩილაძის პირად ცხოვრებას მოკლედ გიამბობთ.

თაკოს და დათო სალაძეს ხუთი წელი უყვარდათ ერთმანეთი და მერე დაქორწინდნენ. სამწუხაროდ, დაქორწინებიდან რამდენიმე თვეში წყვილი ერთმანეთს დაშორდა.

ინტერვიუებში მაშინვე ამბობდა თაკო, რომ მოძღვარი ურჩევდა, ოჯახი არ დაენგრია, მაგრამ მოძღვრის რჩევა არ გაითვალისწინა. დათოს უკვე წლებია, ჰყავს მეუღლე ნანა ალავიძე და შვილი ელენე.

თაკო გაჩეჩილაძის ინტერვიუს ყოფილი ქმრის მეუღლე ნანა ალავიძე გამოეხმაურა და თაკოს ''ფეისბუქით'' მიმართა, დათოს შენი საპატიებელი არაფერი აქვს და ნუ მათქმევინებ ყველაფერსო.

იქვე დასძინა: თაკო, ძალიან დიდი ხანია თავს ვიკავებ. როდესმე შეეშვები ჩემს ქმარს, რომელიც რვა წელია ჩემი ქმარია და ჩემი შვილის მამა. რა გინდა, რატომ არ ისვენებ? შვიდი თვე იყავი ამ ქორწინებაში და ნუ შეგვჭამე.

ნუ ლანძღავ. არ გიტყდება მაინც? ინტერვიუს ერთ-ერთ კომენტარზე ''მოუნდა გოგოსო'' , ნანა პასუხობს, ''არ ვიცი, რა მოუნდა, მაგრამ დამღალა ამის ბოდვის მოსმენამ მეც და სრულიად ერი!'' - წერს თაკოს ყოფილი მეუღლის ცოლი.

საინტერესო ისაა, რომ ეს ინტერვიუ რამდენიმე წლის წინაა გამოქვეყნებული. საკითხავია, ახლა რატომ გახდა აქტუალური.

სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 18 /
ქეთი
რაო,რაო, ხატმა შერიგებაო???....თაკომ გულიანად გამაცინა...რას აღარ გაიგებს ყური...ჩემი ძმის I ცოლის არ იყოს, თვითონ წავიდა სახლიდან უმნიშვნელო მიზეზის გამო და ახლა წარმატებული რომაა ჩემი ძმა და თანაც შეიტყო რომ ქორწინდება ახლა ებღაუჭება, იქნებ შეურიგდეს, მაგრამ საცოლე ჰყავს I ცოლზე ბევრად უკეთესი... თავად კი დამოღმილი და წარუმატებელი ადამიანია და ასეთად დარჩება, როცა ვეხვეწებოდით რომ შერიგებოდა თავს იფასებდა ახლა აქეთ არ ისვენებს თაკოსავით...
14:10 / 02-04-2014
გამოხმაურება / 0 /
ნათი
ვის რაში უნდა ქალო შენი ქმარი ხო არ გააფრინე. წადი რა გადაშენდით , თაკო ალბათ სიცილით იგუდება ჰაჰაჰაჰა.
23:53 / 31-03-2014
გამოხმაურება / 0 /
წითელი
ეჰ, თაკო თაკო , მოგინდა ბადურაშვილივით პიარის გაკეთება ?? ორივე უმაღლესი ხარისხის ბოზები ხართ რაც არ უნდა უარყოთ!!!ხალხმა კარგად იცის რა ბომონდიც გვყავს ქართველებს!ნუ წაგვლეკეთ ამ ბოზების ცხოვრებაზე გულახტილი საუბრებით!რაც შეეხება ნანა ალავიძეს ,შენ მის ქუსლის ჭუჭყადაც არ ღირხარ!შეუშვი მაგ თავში კაცი ერთი ორჯერ რო გიხმარს ეგ იმას არ ნიშნავს რო უყვარხარ და შენ გამო ოჯახს დათმობს!ხო კიდევ პიარის კეთებას მოეშვი სხვისი ოჯახის დაცინვით და დანგრევით !ხალხში უარეს ზიზღს ნუ გამოიწვევ!!!
13:01 / 27-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ყვითელი
:DD
13:00 / 27-09-2013
გამოხმაურება / 0 /
კარლი
ეს მახინჯი ნანა თუ ვანაა პლასტიკურები გაიკეთოს.რასა გავს
08:49 / 27-09-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS