20 სექტემბერი, 2013
რას ედავება თაკო გაჩეჩილაძეს ყოფილი ქმრის ცოლი
თაკო გაჩეჩილაძის ინტერვიუს ყოფილი ქმრის მეუღლე ნანა ალავიძე გამოეხმაურა და თაკოს ''ფეისბუქით'' მიმართა მომღერალ თაკო გაჩეჩილაძის ინტერვიუ რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელში განხილვის თემად იქცა. ინტერვიუს სათაურით ''წმინდა ნიკოლოზის ხატმა ქმართან შერიგება მთხოვა'' , ინტერნეტ-მომხმარებლების ცინიკური კომენტარები მოჰყვა. 

ზოგი იმასაც კითხულობდა, ნიკოლოზის ხატი ნეტა ქმარს აღარაფერს დაეკითხაო? მსახიობი ნიკა ქაცარიძე მისთვის ჩვეული იუმორის სტილში წერდა, ''მდააა, აი, ასეთი საყოფაცხოვრებო პრობლემებიც გვარდება უკვე და ეს კარგია. საინტერესოა, რას გვეტყვის სიმონ კანანელი ან პავლე მოციქული უახლოეს მომავალში'' .

ინტერვიუში
ხატის რჩევის გარდა იმაზეცაა საუბარი, რომ თაკო ეკლესიურ ცხოვრებას ეწევა, ხშირად ცხოვრობს მონასტერში და რომ ერთხელ სამოთხეც დაესიზმრა. მოძღვარს ამასთან დაკავშირებით უთქვამს, სამოთხე კი არ დაგესიზმრა, შეიძლება ეს გამოცხადება იყოო. თაკო იმასაც ამბობდა, რომ ყოფილ მეუღლეს ყველაფერი აპატია.

ინტერვიუ იმდენად საინტერესო და ალბათ ბევრისთვის დაუჯერებელია, რომ ყველა პროფესიისა და თანამდებობის ადამიანები იზიარებდნენ ''ფეისბუქზე'' . მასალა გოგა ხაჩიძემაც კი გაიზიარა, რომელიც ძირითადად პოლიტიკურ თემებზე წერს სახალისო სტატუსებს.

მასალას მოჰყვა კომენტარი. ხატის უკან ქმრის ბიძაშვილი ხომ არ იყო დამალულიო. მოკლედ, ზოგს სჯეროდა თაკოს მონაყოლი და ზოგიც ცინიზმს ვერ იკავებდა.
თაკო გაჩეჩილაძის პირად ცხოვრებას მოკლედ გიამბობთ.

თაკოს და დათო სალაძეს ხუთი წელი უყვარდათ ერთმანეთი და მერე დაქორწინდნენ. სამწუხაროდ, დაქორწინებიდან რამდენიმე თვეში წყვილი ერთმანეთს დაშორდა.

ინტერვიუებში მაშინვე ამბობდა თაკო, რომ მოძღვარი ურჩევდა, ოჯახი არ დაენგრია, მაგრამ მოძღვრის რჩევა არ გაითვალისწინა. დათოს უკვე წლებია, ჰყავს მეუღლე ნანა ალავიძე და შვილი ელენე.

თაკო გაჩეჩილაძის ინტერვიუს ყოფილი ქმრის მეუღლე ნანა ალავიძე გამოეხმაურა და თაკოს ''ფეისბუქით'' მიმართა, დათოს შენი საპატიებელი არაფერი აქვს და ნუ მათქმევინებ ყველაფერსო.

იქვე დასძინა: თაკო, ძალიან დიდი ხანია თავს ვიკავებ. როდესმე შეეშვები ჩემს ქმარს, რომელიც რვა წელია ჩემი ქმარია და ჩემი შვილის მამა. რა გინდა, რატომ არ ისვენებ? შვიდი თვე იყავი ამ ქორწინებაში და ნუ შეგვჭამე.

ნუ ლანძღავ. არ გიტყდება მაინც? ინტერვიუს ერთ-ერთ კომენტარზე ''მოუნდა გოგოსო'' , ნანა პასუხობს, ''არ ვიცი, რა მოუნდა, მაგრამ დამღალა ამის ბოდვის მოსმენამ მეც და სრულიად ერი!'' - წერს თაკოს ყოფილი მეუღლის ცოლი.

საინტერესო ისაა, რომ ეს ინტერვიუ რამდენიმე წლის წინაა გამოქვეყნებული. საკითხავია, ახლა რატომ გახდა აქტუალური.

სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 18 /
სესილი
ვინც მეთანხმებით დაწერეთ ლაიქ
22:42 / 20-09-2013
გამოხმაურება / 0 /
სესილი
მე ელენა სალაძის ნათლია ვარ ძალიან ლამაზი ოჯახი აქვთ ნეტა თტუ არ გვრცხვენიათ რომაასეთ ლამაზ ოჯახს ეხებით.გაბოროტებული ის არის ვინც ესეთკომენტარს წერს ნანას ნაირი გოგო საქართველოში არ არის თაკო ნანაზე მაგარი და ლამაზი ყოფილიყო ოჯახს არ დაანგრევდა არანაირი კამათი არ აქვთ მათ ალბათ ტქვენ გაქვთ თქვენ მეუღლესთან კამათი და კონფლიქტები და სხვებზეც ამიტომ ფიქრობთ ასე.ნანა თაკოზე ბევრად განათლებული დალამაზია. გვანცა ვეთანხმები შენს კომენტარს. კახაბერ შენი კომენტარი შენ თავს და ოჯახს წარმოგვიდგენს ალავიძეა თუ რა გვარს დაბალი დონის არ არის და თაკოს არ შეედრება. ნანას როგორც ოჯახის წევრს ისე ვიცნობ და ძაან მაგარი გოგოა . მომღერალი რომ არ არის მაგიტომ დაბალი დონისაა? ვერ ვხვდები ამ ლამაზ ოჯახს შეურაწყოფას რატომ აყენებთ. ბევრი გამიგია ლამაზი ოჯახის დანგრევა რომ უნდა მაგრამ ტაკოზე ეგ არ წარმომედგინა. ალბათ ფიზიკური პრობლემები აქვს რადგან უაზრო სიზმრებს ნახულობს.
22:35 / 20-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინო
რაში აწყობთ ამ სისულელეების წერა მაინც ვერ გავიგე.ვერ მოჩანგლა ვერავინ და ახლა მიხვდა თურმე გოგო.სულ ბოდიში და გ.......თ რა. ასე იცის უსაქმურობამ იდიოტების არმია. ისე ყველა არანორმალური როგორ არის ამ ვითომ შოუბიზნესში.
20:52 / 20-09-2013
გამოხმაურება / 0 /
გვანცა
კარგით რა თაკოს რომ წარმოდგენები აქვს თავზე ისეთი ვის აქვს, ატანა არ მაქვს ამ გოგოსი უაზრო, უინტელექტო და თავის თავზე უაზროდ შეყვარებული ეგოისტია, ძალიან განსხვავდება თავის დისგან, ნინოზე ვგიჟდები ისე მიყვარს , ეს ვის დაემგვანა ასეთი კუდაბზიკა არ მესმის, გეგონება რაღაცას წარმოადგენდეს რა..
20:35 / 20-09-2013
გამოხმაურება / 0 /
სოფი
ეს ინტერვიუ რამდენი წლის გამოქვეყნდა და ახლა მასზე პასუხის გაცემა ამ გოგოს დაბალ დონეზე მიუთითებს. თაკო ძალიან კარგი ადამიანია, ღირსეული და ნიჭიერი ასე რომ ტყვილა ნუ ცდილობთ მის სახელზე ჩირქის მოცხებას! თაკო წარმატებას გისურვებ!
18:22 / 20-09-2013
გამოხმაურება / 0 /
იანას
შენ მკითხაობაც გეცოდინება სახელზე გეტყობა და გამოიცანი თაკომ რატომ არ დაუჯერა
18:15 / 20-09-2013
გამოხმაურება / 0 /
კახაბერ
თაკოსნაირი მაგ ნანას თუ მის ქმარს ასი წელი არ დაესიზმრება. ეს გოგო შემკულია ყველანაირი ღირსებით,გარეგნულად ულამაზესი და ლამაზი სულის მქონე უნიჭიერესი ქალია.მაგ უსნო ალავიძეს ალბათ პრობლემები აქვს ქმართან და თაკოს კბენს გაბოროტებული
18:14 / 20-09-2013
გამოხმაურება / 0 /
იანა
ეხლა ხო მოდაშია სულელური სკანდალებით რეიტინგის აწევა და მაგიტო ალბათ. მე მჯერა რომ რასაც ეს გოგო წერს მართალია მარა რატო არ დაუჯერა იმას რატო არ ამბობს?
18:06 / 20-09-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS