"კვირის პალიტრამ" მოიპოვა მაგდა პაპიძის წერილი, რომელიც მან ადვოკატს გაუგზავნა. წერილი ქვეყნდება ადვოკატისა და თავად მაგდა პაპიძის თანხმობით. გთავაზობთ ამონარიდს:
"ირმა, იმიტომ გწერ, არ ვიცი, ამ კვირაში გნახავ თუ არა. 19 მარტი მომილოცე და წახვედი. 19 მარტი რომ მოსაღამოვდა, ძალიან გამიჭირდა დაძინება, ვგრძნობდი, ომარის უნდოდა მოლოცვა (ამ დღეს მაგდას დაბადების დღეა). გადავწყვიტე, თვალები დამეხუჭა და დამეძინა. მგონი, გავგიჟდი, მე შეგრძნებებითა და სიზმრებით ვცხოვრობ მთელი ცხოვრება, მაგრამ ამას სიზმარს ვერ დავარქმევ, ყურადღებით წაიკითხე, მთელი შეგრძნებით, გთხოვ. ჩვენ ეზოში ძაღლი გვყავდა, ბაგირა, ეს ძაღლი მე და მახომ გავზარდეთ. ომარისკენ სულ დასაგლეჯად მიიწევდა. ვერ იტანდა, მე ძალიან ვუყვარდი. ერთ დღეს ბაგირა ეზოში მკვდარი ვნახე, ძალიან ვინერვიულე... ეს ძაღლი დამესიზმრა. უბანში ვიდექი თხელი სარაფნით, გაურკვევლად, მშვიდი, მაგრამ გვიანი ღამე იყო, ბაგირა ჩემთან გაცხოველებული მოვარდა, კაბაში ჩამავლო პირი და კორპუსისკენ მიმათრევდა. ისე სწრაფად, რომ ვეღარ მივრბოდი. ვიგრძენი, რომ მიწას აცდენილი ვიყავი. მიმაფრენდა ძალიან სწრაფად. სადარბაზოსთან მიმიყვანა, შევედით თუ არა, ხელმარჯვნივ ხის კარია, სადაც გიორგი რუსიშვილი ცხოვრობს. ხის კართან რკინის ყუთია მიმაგრებული, დენის მრიცხველის, იქამდე მიმიყვანა თუ არა, სწრაფად გაიქცა პირდაპირ, კიბის უკან ბაღებია, დიდი ვიწრო გასასვლელით და იქითკენ გაუჩინარდა. წინ რომ გავიხედე, ამ რკინის ყუთზე ომარის გვამი, მჯდომარე, მიყუდებული, იგივე ტანსაცმელი ეცვა, თავზე თეთრი პარკი ჰქონდა წამოცმული და კისერზე მარჯვენა მხარეს მოჭერილი და განასკვული მაგრად. რომელ მხარეს აქვს დაზიანება? იხილეთ სრულად