20 სექტემბერი, 2013
ჟურნალისტების პასუხი ნინი ბადურაშვილს - ნინი, რატომ გვაბრალებ შენს უიღბლობას?!..
როგორც ჩანს, ირაკლი კუტალაძის სასიძოდ შერჩევა, ქორწილის ორგანიზება, კუტალაძისთვის ''მაჩოს'' ძახილი და მსგავსი ეპიტეთებით მისი შემკობა, ჟურნალისტების ''სინდისზეა'' საბედნიეროდ, გუშინდელ ''პროფილში'' მაია ასათიანმა საკუთარ თავზე ვერ აიღო, რომ ჟურნალისტების სახელით ნინი ბადურაშვილისთვის ბოდიში მოეხადა. ბოდიშის მიზეზად კი ბოლო დროს კახიანი-ბადურაშვილის გარშემო ატეხილი სკანდალური ამბები დაასახელა.

თურმე ჟურნალისტებმა ბოლო თვეებში ნინი ბადურაშვილს ცხოვრება გაუმწარეს.
არ ვიცი, ვის აქვს ნინისთვის ბოდიში მოსახდელი, მაგრამ ფაქტია, რომ ჟურნალისტებს არა, რადგან ეს ამბავი ნინის ირაკლი კუტალაძეზე გათხოვებით დაიწყო, რაც ორიოდ თვეში
გამოთხოვებით დამთავრდა.

როგორც ჩანს, ირაკლი კუტალაძის სასიძოდ შერჩევა, ქორწილის ორგანიზება, კუტალაძისთვის ''მაჩოს'' ძახილი და მსგავსი ეპიტეთებით მისი შემკობა, ჟურნალისტების ''სინდისზეა'' და ვინაიდან ჩვენ ხშირად გვაბრალებენ იმას, რომ ის, ანუ სინდისი გარეცხილი გვაქვს, შესაბამისად, ყველაფრის, მათ შორის, პირადი გადაწყვეტილებების ჩვენზე გადმობრალება ერთგვარ მოდადაც კი იქცა ქართული შოუბიზნესის წევრებს შორის.

ბადურაშვილი-კუტალაძის ''მყარი'' ოჯახის დანგრევის ამბავი ყველამ კარგად იცოდა, მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში ჟურნალისტები ნინის მდგომარეობას ითვალისწინებდნენ, მოგეხსენებათ, ფეხმძიმედ გახლდათ და ქმართან დაშორების შესახებ არც ერთ გამოცემას არ დაუწერია. დაშორების შესახებ ინფორმაცია მთელ თბილისს მოედო, ნინის ოჯახი კი ამ ფაქტს საგულდაგულოდ მალავდა. თავად მომღერალი ინტერვიუებში ყვებოდა, როგორი გამგები ქმარი ჰყავდა.

ამ საიდუმლოს ფარდა ისევ ირაკლი კუტალაძემ ახადა და სწორედ პრესაში გამოქვეყნებული ინტერვიუს მეშვეობით გაიგო საზოგადოებამ არა მარტო დაშორების, არამედ მეუღლესთან ურთიერთობის სკანდალური დეტალების შესახებ. ალბათ, ნინი ბადურაშვილი და მისი ოჯახი ფიქრობს, რომ მისი მეუღლის ინტერვიუ არავის არ უნდა გამოქვეყნებინა, მაგრამ რატომ უნდა დაბლოკილიყო ვინმეს მოსაზრება დემოკრატიულ საქართველოში და რატომ მიიჩნევს ეს ოჯახი, რომ მათ შესახებ ნეგატიური ინფორმაცია პრესის კეთილი ნებით უნდა დაიბლოკოს, კაციშვილმა ვერ გაიგო.

ზემოხსენებული ინტერვიუს შემდეგ აგორდა საინფორმაციო ტალღა და ირაკლი კუტალაძე ერთ დღეში ყველაზე ცნობად სახედ იქცა, თუმცა ნინი ბადურაშვილს ''პროფილში'' რატომღაც არაფერი უთქვამს იმ ბრალდებებზე, რაც ყოფილმა მეუღლემ წამოუყენა. არაფერი უთქვამს იმის შესახებ, მართლა გათხოვდა თუ არა ანგარებით, რაშიც კუტალაძე და მისი ნათესავები ადანაშაულებენ. რა თქმა უნდა, უფრო ადვილია, ჟურნალისტებს შეახოცო ხელი შენი მოუწყობელი პირადი ცხოვრების გამო...

კუტალაძის ინტერვიუს შემდეგ ბადურაშვილის ოჯახის სიჩუმემ საზოგადოებრივი ინტერესი კიდევ უფრო გაზარდა და პრესასა თუ ინტერნეტსაიტებზე ნინისა და ირაკლის დაშორების ყველა შესაძლო ვერსია გამოქვეყნდა, რასაც მანამდე ჟურნალისტებიც საგულდაგულოდ ინახავდნენ.

ამას მოჰყვა ბინის სკანდალი. კახიანები ნატალია ჭეიშვილმა ბინის წართმევაში დაადანაშაულა და ცნობილია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით, მათ ჭეიშვილის კუთვნილი ბინის დაცლა დაევალათ, თუმცა სანამ სააღსრულებლო ბიურო არ ჩაერია, ბინიდან ვერაფრით გამოიყვანეს.

ნინი და დედამისი, ეკა კახიანი დღემდე ინარჩუნებენ შესაშურ გულუბრყვილობას და დღემდე უკვირთ, რატომ ეხმაურებოდა მკითხველი მათზე გამოქვეყნებულ მასალას უარყოფითი კომენტარებით. რეალურად კი შემდეგი რამ ხდებოდა - საიტზე ათასჯერ უფრო ნეგატიური და შეურაცხმყოფელი კომენტარები იწერებოდა და ჩვენი საიტის ადმინისტრატორი მათ წაშლას ვერ აუდიოდა.

სანამ ჟურნალისტებს დააბრალებენ თავიანთ უიღბლობას, მანამდე ამ ოჯახის წარმომადგენლები იქნებ, კარგად დაფიქრდნენ ხოლმე...

ქეთი მელაძე
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 128 /
მარინა
ღმერტო, საიდან ამდენი ზიზღი,გული გამიჩერდა, ეს ხალხი ფიქრობს რაიმე ადამიანურზე?
14:31 / 22-11-2017
გამოხმაურება / 0 /
მარი
საერთოდ მესმის ნინის, ძალიან რომ ყოფტ ცხვირს ყურნალისტები პირად ცხოვრებასი ვერ გრდზოფთ, მე მახსოვს ყველაზე დიდიდარტყმა მიგოო ნინიმ და გიორგიმ ვარდოსანიდზემ,ამატძე ერტდროულად მიდიოდა შეტევა,გაოცებული ვიყავი, რა მოხდა ამადამიანების ტავს, მხოლოდ ამათ იციან, ასე გაილასქრო უცხო ადამიანებზე, რომ არ იცნობ ახლო, და არც იცი რა მოხდა სინამდვილეში არ სეიდზლება,
13:36 / 22-11-2017
გამოხმაურება / 0 /
ბლა ბლა
რა სასტიკი ხალხი ხართ. რა თქვენი საქმეა როდის გათხოვდა გამოთხოვდა თუ რა ქნა. არა ეხლა იმ ქალებივით მოიქცეოდა თავზე რო აზით ქმრები დედამთილები და თავ წახრილები დადიან. 2თვის არცერთი რძალი არ ლაპარაკობს ცუდებს ახალ ოჯახზე და სისულელეა. კარგი კაცი ასე ჭორაობას არ დაიწყებდა რაც მაგ სი რკ აცამ ქნა. არვიცნობ ნინის მაგრამ ჯიგარი ხარ ნი. რა საჭიროა ცუდი ქმრის ყოლას ვინც არ დაგაფასებს. ბუდიონ ას რო მისცაეგეც მიკვირს :D
01:01 / 22-11-2017
გამოხმაურება / 0 /
გეგე
ამდენი რისხვა საქართველოში არცერთ ოჯახს არ მიუღია მარტლა !!! 5 ვარსკვლავი კი არა და 5 პიდარასტი ერთად შეიკრიბა ოჯახში!
14:30 / 14-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ირინკა
იმედა ჯან ქალბატონო ეკა და ნინი ჯან არ გცხვენიათ საერთოდ გარეთ გამოსვლა და ხალხისთვის თვალებში ჩახედვა????????????????????????????????? თქვე უნამუსო და გარეწარო ხალხო თქვენ
18:10 / 07-10-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS