10 ივლისი, 2016
ნანუკა ჟორჟოლიანი „ცენტრ - პოინტის“ თანამშრომლების დაკავებას ეხმაურება - „შვილების თვალწინ აიყვანეთ დედა“
ნანუკა ჟორჟოლიანი „ცენტრ-პოინტის“ თანამშრომლების დაკავების თემას შემდეგი სტატუსით ეხმაურება:

„ამ სტატუსს ერთადერთი მიზეზის გამო ვწერ. ეს მიზეზი ბავშვებია! ერთი საბას კლასელია. 7 წლის! რომელსაც თვალწინ დედა დაუჭირეთ. იმ მიზეზით, რომ ცენტრ პოინტის თანამშრომელი იყო და რა მნიშვნელობა აქვს მიზეზს. შვილების თვალწინ აიყვანეთ დედა!

თქვენ ამბობდით, რომ სწორედ ასეთი ფაქტების გამო იყვნენ ნაციონალები სადისტები. თქვენ ამბობდით, რომ ეს უნდა დამთავრებულიყო. ისევე როგორც ამბობდით ბევრ რამეს, მაგრამ ახლა ის ბევრი რამ, რასაც ამბობდით სულ არ მადარდებს.

მხოლოდ
იმ ბავშვებზე ვფიქრობ, რომლებსაც ძალიან ცუდად მოექეცით“.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
................
"ნანა" ჟორჯოლიანის დაცვა სალომე ჩარკვიანს არ ჭირდება...როგორმე ჩვენ დავიცავთ...გამომივიდა ჰუმანური...
09:49 / 12-07-2016
გამოხმაურება / 0 /
მაიკო
აი ნანა ჟორჟოლიანი რომ რამეს იტყვის...
10:09 / 11-07-2016
გამოხმაურება / 0 /
კირა
შენს გულწრფელობას მაშინ დავიჯერებდი,მსგავსი რამე ადრე,როცა შვილების თვალწინ ხოცავდნენ ,აუპტიურებდნენ და ა.შ მშობლებს ერთხელ მაინც რომ გაგეპროტესტებუნა. არ იცოდი? თუ შენი მეგობრები აკეთებდნენ და...
08:48 / 11-07-2016
გამოხმაურება / 0 /
123 არ დაბლოკოთ!!!!!!!!!
ნანუკას ის გაახსენეთ მისი ექს ქმარის დავალებით,ღამღამობით დაკავების ოპერაციებს რომ ატარებდით ოჯახებში ღამის 4 საათზე და სპეცრაზმით და ნიღბიანებით იჭრებოდით ოჯახებში და ზუსტად ბავშვების თვალწინ ადებდით იარაღს თავზე,კამერით იღებდით და მერე გვაყურებინებდით და ბედნიერის სახით კურიერს რომ ხსნიდა სოსო თოფურიძე.მაშინ ესეთი ფაქტები რატომ არ გაშფოთებდათ ობიექტურო და მიუკერძოებულო ნანუკა???და მერე თან ზუსტად მთელი ქვეყნის შვილებს დიდიან პატარიანად კურიერის ყველა გამოშვებაში ამ საზარელ კადრებს გვანახებდით????მაშინ არ მახსოვხარ აღშფოთებული,მაშინ ვერ ხედავდით ხო?თუ ამართლებდით? ვაიიი...შენ რომ ჟურნალისტი გქვია და თან სიმართლის სადარაჯოზე გგონია თავი!
22:14 / 10-07-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS