20 სექტემბერი, 2013
სკანდალი გრძელდება: ვის საყვარლობაში ამხილა სალომე გოგიაშვილმა ნინა წკრიალაშვილი?
„ჰო, მართალი ხარ, ცოდია ისე განიცდის, მეც უდროო დროს ამოვხტი. რომ მორჩება პროექტში ცეკვას, მერე გავაგრძელო?“ - კითხულობს სალომე და შემდეგ დასძენს,
დაპირისპირება სალომე გოგიაშვილსა და ნინა წკრიალაშვილს შორის ორი დღის წინ დაიწყო. ყველაფრის მიზეზი კი „ფეისბუქზე“ სალომეს მიერ გამოქვეყნებული ფოტო გახდა. რუსი მომღერლისა და პლასტიკური ოპერაციების სიმრავლით ცნობილ სერგეი ზვერევის სურათზე ნინა წკრიალაშვილის ფოტო იყო მიმონტაჟებული.

სალომეს დასათაურებულ ფოტოს, სადაც სოციალურის ქსელის მომხმარებლებს სამი განსხვავების პოვნას სთხოვდა, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამ თემაზე საიტზე მასალაც
დავწერეთ, რომლის ლინკიც მოგვიანებით ნინამ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა და სალომეს ისეთივე ბედნიერი ცხოვრება უსურვა, როგორსაც საკუთარ თავს უსურვებდა.

ბევრმა ეს ნინას მხრიდან ღირსეულ ნაბიჯად ჩათვალა და სალომეს მისამართით კრიტიკა არ დაიშურა, მაგრამ, როგორც ჩანს, რეალურად ამ ორ ქალბატონს შორის არსებული დაპირისპირების მიზეზი პოლიტიკურ აზრთა სხვადასხვაობა არ ყოფილა. ნინას სალომეს მიმართ გამოქვეყნებული თბილი სტატუსს სალომემ სოციალურ ქსელში სულ სხვა ემოციით უპასუხა:

„ძალიან ემოციური სათაურია, ნინა ბრავო! ისე რამე ხომ არ დაგავიწყდა? გინდა კარგად შეგახსენო შენი იტალიის „პაეზდკა“ ? და ერთს დავამატებტი, სანამ ამდენ სითბოს გადმოაფრქვევ ჩემი მისამართით, მანამდე გეფიქრა, სანამ დაუწვებოდი, რომ ერთ დროს ეს ჩემი ძალიან კარგი ნაცნობის ქმარი იყო. იმედია მომავალში კიდევ ვინმე ძალიან კარგი ახლობელი, მსგავს ისტორიას არ წააწყდება შენი მონაწილეობით“ - წერს სალომე.

„გლოვა მაინც აცადეთ, ბარემ ისიც თქვი ვინ იყო, ნუ „დაგვაზამასკე“ - უწერს სალომეს ერთ-ერთი, „ფეისბუქის“ მეგობარი.

„ჰო, მართალი ხარ, ცოდია ისე განიცდის, მეც უდროო დროს ამოვხტი. რომ მორჩება პროექტში ცეკვას, მერე გავაგრძელო?“ - კითხულობს სალომე და შემდეგ დასძენს,

„რომ გაიგო, ამდენი ფული აქვს წაღებულიო იფიქრა, რაღა სხვამ წაიღოს, მე ჩავალო. მევალეებმა არ გაუგონ რომ ჩვენი ფულით იგულავა, თორემ...  მერე აქ რეკავდნენ ფულის სასესხებლად საჭმელიც აღარ ჰქონდათ. ახლა დიდი შანსი ჰქონდა ქვრივის სახელით ყოფილიყო და ადრე გაშორდა. ეჰ, არადა ბევრში შანსი ჰქონდა, არა მარტო ნაცების გულის მოსაპოვებლად“ ...

სწორედ ამ სტატუსიდან გამომდინარე შეიძლება დასკვნის გაკეთება, რომ სალომე არა თავისი მეგობრის, არამედ თავისი ყოფილი, მეორე ქმრის შესახებ ლაპარაკობდა, რომელიც დიდძალი ფულით საზღვარგარეთ გაიქცა და როგორც ჩანს, ნინას მასთან ურთიერთონაში ადანაშაულებს.

იხილეთ ასევე

ქეთი მელაძე
სპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 83 /
ეკა-ს
იცი როგორი რეაქცია მექნებოდა? აი დავიკიდ ებდი მაგრად, თუ რა თქმა უნდა ბედნიერი ქალი ვარ და რასაც ვყვებოდი სიმართლე იყო. მთავარია საყვარელი ადამიანი გვერდით მყავს, ველოდებით ბავშვს... რაღა ფდროის ყოფილი აფერისტია. დაჟე პირადად ნნასაც არაფერს ვეტყოდი არ შევიმჩნევდი
12:00 / 20-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ანაკონდა
რა შენი საქმეა ნინა ვისთან დაწვება? რატომ გაღელვებს შენ შენი ყოფილის ცხოვრება? მიდი რა შეირგე რიგით უკვე მერამდენე გათხოვება და დააააყენე ერთი ადგილი... ან როგორ მოგიყვანა მაგ კაცმა ცოლად ნათრევი ფუფ
11:56 / 20-09-2013
გამოხმაურება / 0 /
კკკკკკკკკ
კი მარა ხო გათხოვდა ეს სალომე და რას დაეძებს ის მეორე ვისტან ერთობა "ჯერ უნდა გამოგეგლოვა ის შენი პირველი ქმარი და მერე გაყოლოდი კოლასაა, ან ამას რას ტანჯავ და ან შენ ტავსა"-ო, ცნობილი ფილმის კოლმეურნეობის თავმჯდომარისა არ იყოს)))))))))))))
11:54 / 20-09-2013
გამოხმაურება / 0 /
თაკო
უსაქმურობამ იცის ამდენი სისულეების ერთმანეთისთვის წამოძახება
11:51 / 20-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ნია
პა ბალშომუ შოტუ მე არცერთი არ მაინტერესებს დიდად მაგრამ, სალომესნაირი დიშოვკები აი მაღიზიანებენ. დიშოვკა მარტო სეხუალურ ხასიათს არ ატარებს, ადამიანობაშიც ზის
11:50 / 20-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ნია
ეხლა გამოჩნდება ადამიანი,რომელიც მოყვება სალომეს ამბავს, თუ რას ამბობთ ის ხო პატიოსანია :))) ნინა თუ რამეს აფუჭებს მარტო თავის თავს ვნებს და კარგი ადამიანია, ხოლო გოგიაშვილი კიდევ ბოღმაა,საყვარელი ქმარი ყავს, ბავშვს ელოდება, რაღა დროის რომელიღაცა ქმრისა და ნინას ურთიერთობებზე ფიქრია,სხვა საქმე არ აქვს? ცხადია პოლიტიკური სკანდალი უნდა, ცეკვებში ნინას რეიტინგის დაგდებას ცდილობს, ნეტა ასე უსაპოდ სანამ უნდა შეუძვრეს ამ მთავრობას? უგუნური გოგო!!!!
11:48 / 20-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ნუცი
არ შეიძლება ხალხო ასე რა!!!თუ ვინმეს ვინმესთვის რამე აქვს სათქმელი პირადში უთხრან ერთმანეთს რა უდებურებაა ყველაფრის სააშკარაოზე გამოტანა?როცა ერთი იგესლება და მეორე ატარებს საზოგადოებას რჩება აზრი,რომ ის გესლიანია ცუდი ადამიანი,არადა არავინ იცის რეალურად რა ატკინეს მას.ან მართლა ბოღმა და გველი ადამიანია..თუ ასეთი კუთხით(გოიმობის ზეიმით გადაწყვეტთ საქმეების გარჩევას მაშინ თავიდან ბოლომდე მოხდეს დაწერა რა მოხდა და რისთვის იგესლება ესა თუ ის ადამიანი...ისედაც ამდენია ქვეყანაში საკეთებელი რაზე იღლით ტვინს?ამ კომენტარის დაწერის მაგივრად ერთი ფურცელი რომ წამეკითხა ჩემთვის უკეთესი იქნებოდა და ამას სამომავლოდ აუცილებლად გავითვალისწინებ.ანალოგიურს გირჩევ სალომე შენც!თუ რამე "მიქარა" ნინამ ან ბოლომდე გახსენი კარტი,ან ეს ღვარძლიანი და პროვინციული გამოხტომები შენთვის შეინახე და ხალხში ორაზროვან ფიქრებს ნუ გამოიწვევ!რა მოიმობაა ღმერთო ჩემო!
11:45 / 20-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანა
არ აწყენდა სალომეს თავშეკავება! ასეც რომ იყოს,როგორც თვითონ წერს,მაინც არაა ეს სახალხოდ გასარჩევი თემა და დასანანია,რომ ასე იქცევა,ამით მის შინაგან უკულტურობას უსვამს ხაზს...
11:40 / 20-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ეკა
ისე ქალბატონებო ეს თუ მართალია თქვენ როგორი რეაქცია გექნებოდათ? არა მგონია მშვიდათ შეხვედროდით მეგობრისგან ღალატის ამბავს. თუმცა ეს ამბავი არ უნდა გაესაჯაროებıნა სალომეს, ერთმანეთსი გაერკვიათ უმჯობესი ıყო
11:33 / 20-09-2013
გამოხმაურება / 0 /
თეკლა
ვაიმე ისეთი სახეებით გვევლინებიან ტელევიზორის ეკრანებიდან,თითქოს ამათზე ბედნიერი ხალხი არ არსებობს,ბარემ ტელევიზიითაც ისარგებლეთ და იქიდან ლანძღეთ ერთმანეთი,რაღას თამაშობთ ამდენს...ძაან წარმოდგენები გაქვთ და ამ დროს ყველაზე დაბალი დონის ხალხი ხართ
11:32 / 20-09-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS