20 სექტემბერი, 2013
სკანდალი გრძელდება: ვის საყვარლობაში ამხილა სალომე გოგიაშვილმა ნინა წკრიალაშვილი?
„ჰო, მართალი ხარ, ცოდია ისე განიცდის, მეც უდროო დროს ამოვხტი. რომ მორჩება პროექტში ცეკვას, მერე გავაგრძელო?“ - კითხულობს სალომე და შემდეგ დასძენს,
დაპირისპირება სალომე გოგიაშვილსა და ნინა წკრიალაშვილს შორის ორი დღის წინ დაიწყო. ყველაფრის მიზეზი კი „ფეისბუქზე“ სალომეს მიერ გამოქვეყნებული ფოტო გახდა. რუსი მომღერლისა და პლასტიკური ოპერაციების სიმრავლით ცნობილ სერგეი ზვერევის სურათზე ნინა წკრიალაშვილის ფოტო იყო მიმონტაჟებული.

სალომეს დასათაურებულ ფოტოს, სადაც სოციალურის ქსელის მომხმარებლებს სამი განსხვავების პოვნას სთხოვდა, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამ თემაზე საიტზე მასალაც
დავწერეთ, რომლის ლინკიც მოგვიანებით ნინამ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა და სალომეს ისეთივე ბედნიერი ცხოვრება უსურვა, როგორსაც საკუთარ თავს უსურვებდა.

ბევრმა ეს ნინას მხრიდან ღირსეულ ნაბიჯად ჩათვალა და სალომეს მისამართით კრიტიკა არ დაიშურა, მაგრამ, როგორც ჩანს, რეალურად ამ ორ ქალბატონს შორის არსებული დაპირისპირების მიზეზი პოლიტიკურ აზრთა სხვადასხვაობა არ ყოფილა. ნინას სალომეს მიმართ გამოქვეყნებული თბილი სტატუსს სალომემ სოციალურ ქსელში სულ სხვა ემოციით უპასუხა:

„ძალიან ემოციური სათაურია, ნინა ბრავო! ისე რამე ხომ არ დაგავიწყდა? გინდა კარგად შეგახსენო შენი იტალიის „პაეზდკა“ ? და ერთს დავამატებტი, სანამ ამდენ სითბოს გადმოაფრქვევ ჩემი მისამართით, მანამდე გეფიქრა, სანამ დაუწვებოდი, რომ ერთ დროს ეს ჩემი ძალიან კარგი ნაცნობის ქმარი იყო. იმედია მომავალში კიდევ ვინმე ძალიან კარგი ახლობელი, მსგავს ისტორიას არ წააწყდება შენი მონაწილეობით“ - წერს სალომე.

„გლოვა მაინც აცადეთ, ბარემ ისიც თქვი ვინ იყო, ნუ „დაგვაზამასკე“ - უწერს სალომეს ერთ-ერთი, „ფეისბუქის“ მეგობარი.

„ჰო, მართალი ხარ, ცოდია ისე განიცდის, მეც უდროო დროს ამოვხტი. რომ მორჩება პროექტში ცეკვას, მერე გავაგრძელო?“ - კითხულობს სალომე და შემდეგ დასძენს,

„რომ გაიგო, ამდენი ფული აქვს წაღებულიო იფიქრა, რაღა სხვამ წაიღოს, მე ჩავალო. მევალეებმა არ გაუგონ რომ ჩვენი ფულით იგულავა, თორემ...  მერე აქ რეკავდნენ ფულის სასესხებლად საჭმელიც აღარ ჰქონდათ. ახლა დიდი შანსი ჰქონდა ქვრივის სახელით ყოფილიყო და ადრე გაშორდა. ეჰ, არადა ბევრში შანსი ჰქონდა, არა მარტო ნაცების გულის მოსაპოვებლად“ ...

სწორედ ამ სტატუსიდან გამომდინარე შეიძლება დასკვნის გაკეთება, რომ სალომე არა თავისი მეგობრის, არამედ თავისი ყოფილი, მეორე ქმრის შესახებ ლაპარაკობდა, რომელიც დიდძალი ფულით საზღვარგარეთ გაიქცა და როგორც ჩანს, ნინას მასთან ურთიერთონაში ადანაშაულებს.

იხილეთ ასევე

ქეთი მელაძე
სპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 83 /
ანი
ნინა-შებერტყილი და.... სალომე-ქარაფშუტა. ისე,ნინამ რაც დაუწერა ივანიშვილთან დაკავშირებით-მართალი იყო.
21:23 / 21-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინია
ქსანტიპას .თუ არ კითხულობ როგორ წერ კომენტარს
18:32 / 21-09-2013
გამოხმაურება / 0 /
თაკოოო
არც ნინაა ანგელოზი და არც სალომე,მაგრამ ეს სალომე მაგარი ბოღმიანი ვიღაც ჩანს.....
16:00 / 21-09-2013
გამოხმაურება / 0 /
სალომეე შურიანი და ბოღმა ადაიანია.ყველამ თავის ცხოვრებას მიხედოს.
13:22 / 21-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ნუცა
ფილმ-''ხარება და გოგია''-ში რომ არის "მე მიკიბულ-მოკიბულს ვერ ვიგებ ,მოკლედ მითხარიო",ესეც ასე მიკიბულ-მოკიბულად ლაპარაკობს,თუ გულში რამე გაქვს,მიდი და ნინას პირადად უთხარი და გაურჩიე საქმე,მასე უფრო ადვილად გაარკვევ,მაგრამ სალომეს ეტყობა ნინას დამცირება უნდა ხალხთან,სინამდვილეში მგონი თვითონ მცირდება
12:57 / 21-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ლადო
რა დაბალი დონის ყოფილა, ეს სალომე!!! სირცხვილი!
11:25 / 21-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ინა
თუ ერთ დრს ნაცნობის ქმარი იყო, შენ ვინ გეკითხება ვინ ვის დაუწვება? გამოვიდა ანგელოზი
10:40 / 21-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ქსანტიპა
რა ბედნიერი ვყოფილვარ, ყვითელ პრესას რომ ვარიდებ თვალს, დროც რომ მქონდეს... ხალხო, საქმე არ გაქვთ? რამმდენი საინტერესო რამაა ინტერნეტ-სივრცეში.... ეეეეეეეეე... თავს მიხედეთ, წესიერება, უწესობა... საკუთარი ქცევა-საკუთარი არჩევანია, ჩემი კონსტიტუციური უფლება!! მათ შორის წაკითხვა-არწაკითხვაც... თვა მიხედეთ...
10:22 / 21-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ოჰოო..
გაგიჯდები კაცი...სალომე კოტრიალობდაო კაცო...ნინა რას აკეტებდა ნინა?..აღელდნენ ნაცები?...ეგ აფერისტი ნინა,ისეტი სტატუსი დაწერა ხალხზე რომ ემოქმედა,ვიტომ კეტილი ფერიაა.აფერისტ.
09:38 / 21-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ლეილა
ნეტავ სალომეს მესამე ქმარი არავისი არ იყო მანამდე?ისე მაინტერესებს, მართლა...
22:51 / 20-09-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS