20 სექტემბერი, 2013
სკანდალი გრძელდება: ვის საყვარლობაში ამხილა სალომე გოგიაშვილმა ნინა წკრიალაშვილი?
„ჰო, მართალი ხარ, ცოდია ისე განიცდის, მეც უდროო დროს ამოვხტი. რომ მორჩება პროექტში ცეკვას, მერე გავაგრძელო?“ - კითხულობს სალომე და შემდეგ დასძენს,
დაპირისპირება სალომე გოგიაშვილსა და ნინა წკრიალაშვილს შორის ორი დღის წინ დაიწყო. ყველაფრის მიზეზი კი „ფეისბუქზე“ სალომეს მიერ გამოქვეყნებული ფოტო გახდა. რუსი მომღერლისა და პლასტიკური ოპერაციების სიმრავლით ცნობილ სერგეი ზვერევის სურათზე ნინა წკრიალაშვილის ფოტო იყო მიმონტაჟებული.

სალომეს დასათაურებულ ფოტოს, სადაც სოციალურის ქსელის მომხმარებლებს სამი განსხვავების პოვნას სთხოვდა, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამ თემაზე საიტზე მასალაც
დავწერეთ, რომლის ლინკიც მოგვიანებით ნინამ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა და სალომეს ისეთივე ბედნიერი ცხოვრება უსურვა, როგორსაც საკუთარ თავს უსურვებდა.

ბევრმა ეს ნინას მხრიდან ღირსეულ ნაბიჯად ჩათვალა და სალომეს მისამართით კრიტიკა არ დაიშურა, მაგრამ, როგორც ჩანს, რეალურად ამ ორ ქალბატონს შორის არსებული დაპირისპირების მიზეზი პოლიტიკურ აზრთა სხვადასხვაობა არ ყოფილა. ნინას სალომეს მიმართ გამოქვეყნებული თბილი სტატუსს სალომემ სოციალურ ქსელში სულ სხვა ემოციით უპასუხა:

„ძალიან ემოციური სათაურია, ნინა ბრავო! ისე რამე ხომ არ დაგავიწყდა? გინდა კარგად შეგახსენო შენი იტალიის „პაეზდკა“ ? და ერთს დავამატებტი, სანამ ამდენ სითბოს გადმოაფრქვევ ჩემი მისამართით, მანამდე გეფიქრა, სანამ დაუწვებოდი, რომ ერთ დროს ეს ჩემი ძალიან კარგი ნაცნობის ქმარი იყო. იმედია მომავალში კიდევ ვინმე ძალიან კარგი ახლობელი, მსგავს ისტორიას არ წააწყდება შენი მონაწილეობით“ - წერს სალომე.

„გლოვა მაინც აცადეთ, ბარემ ისიც თქვი ვინ იყო, ნუ „დაგვაზამასკე“ - უწერს სალომეს ერთ-ერთი, „ფეისბუქის“ მეგობარი.

„ჰო, მართალი ხარ, ცოდია ისე განიცდის, მეც უდროო დროს ამოვხტი. რომ მორჩება პროექტში ცეკვას, მერე გავაგრძელო?“ - კითხულობს სალომე და შემდეგ დასძენს,

„რომ გაიგო, ამდენი ფული აქვს წაღებულიო იფიქრა, რაღა სხვამ წაიღოს, მე ჩავალო. მევალეებმა არ გაუგონ რომ ჩვენი ფულით იგულავა, თორემ...  მერე აქ რეკავდნენ ფულის სასესხებლად საჭმელიც აღარ ჰქონდათ. ახლა დიდი შანსი ჰქონდა ქვრივის სახელით ყოფილიყო და ადრე გაშორდა. ეჰ, არადა ბევრში შანსი ჰქონდა, არა მარტო ნაცების გულის მოსაპოვებლად“ ...

სწორედ ამ სტატუსიდან გამომდინარე შეიძლება დასკვნის გაკეთება, რომ სალომე არა თავისი მეგობრის, არამედ თავისი ყოფილი, მეორე ქმრის შესახებ ლაპარაკობდა, რომელიც დიდძალი ფულით საზღვარგარეთ გაიქცა და როგორც ჩანს, ნინას მასთან ურთიერთონაში ადანაშაულებს.

იხილეთ ასევე

ქეთი მელაძე
სპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 83 /
)))))
სალომე ორსულ ქალს არ გიხდება ესეთი რაღაცეების წერა. ასე რომ მიხედე შენს თავს ნუ გახდები მდაბიო. ნინას შეეშვი ყველას თავის ცხოვრება აქვს და რასაც უნდა იმას აკეთებს.
12:26 / 01-11-2013
გამოხმაურება / 1 /
გაგა
როგორ, რასაც უნდა კმას აკეთებს? შენი თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც სხვისი ცხვირი იწყება. არ იცოდი?
13:10 / 17-04-2019
მიუტევე და მოგეტევება
დაცინვა ეს სულმდაბალი ადამიანის საქციელია. არ გინდა ეგ უარყოფითი მუხტი. სხვებთან ბრძოლა უფრო ადვილია ვიდრე საკუთარ თავთან დამიჯერე სალომე. საკუთარ თავს მოერიე და უფრო გამარჯვებული და ბედნიერი იქნები ცხოვრებაში.
18:25 / 04-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ამ გოგოს საქციელს სახელიც აღარ ჰქვია
ძალიან იაფასიანი საუბარია. ეს სალომე თუ გაბედნიერდა ესე რამ დაბოღმა და გააბოროტა ვერ გავიგე? ნუ ძვრები რა სალომე სხვის საცვლებში, შეირგე შენი ბედნიერება. ყველა თავის ცხოვრებაზე აგებს პასუხს. ნუთუ სხვა საქმე უფრო მნიშვნელოვანი არაფერი გაქვს?
17:26 / 04-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ეკა
ამაზრზენია!!!!!
17:25 / 04-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანა
ვაი თქვენს პატრონს სალომე და ნინა სახრე გინდათ ორივეს გვერდებში , გრცხვენოდეთ
16:45 / 04-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანა
ამხელა დედაკაცებს როგორ არ სრცხვენით მსგავს თემებზე ლაპარაკი. რა დაბალი დონეა, ბოლობოლო შვილები ყავთ, ან ვის უკვირს ეხლა მაგათი კახპობის ამბავი... რა უბედურებაა. სხვა რამეთი გამოიჩინონ თავი არ ჯობია? ანდა რომელიერთია სოფი ლორენი ან შერონ სტოუნი, მართალდამართალა. მე რომ მკითხო საერთოდ არ უნდა გამოქვეყნდეს მსგავსი ტუტუცობები...
13:27 / 03-10-2013
გამოხმაურება / 0 /
მალვინა
არც ნინას დამცველი ვარ და არც სალომესი მომცხინდა ერტი დაიგივე სახეების უაზრო დეტალების ცქერა. როგორ ლანზგავენ ამ არსებებს ხალხო მეტი საქმე არა გაქვტ?
09:58 / 03-10-2013
გამოხმაურება / 0 /
მალვინა
არც ნინას დამცველი ვარ და არც სალომესი მომცხინდა ერტი დაიგივე სახეების უაზრო დეტალების ცქერა. როგორ ლანზგავენ ამ არსებებს ხალხო მეტი საქმე არა გაქვტ?
09:58 / 03-10-2013
გამოხმაურება / 0 /
კატო
მაგრად გაკლია სალო
21:23 / 02-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ია
კარგი რა სალომე ქმარი ხომ გყავს,რას დაეძებ ყოფილებს მიხედე რა შენს ოჯახს,რაში გადარდებს შენი ყოფილი ვის ჩაუწვება ისევ იმაზე ხომ არ გეფიქრება შემთხვევით
17:00 / 30-09-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS