დასვენება ყველას თავისებურად ესმის, მაგრამ აუცილებელი რომ არის, ამაზე ყველა ვთანხმდებით, თუმცა ამას ზოგი ახერხებს და ზოგიც - ვერა. არსებობენ ადამიანები, რომლებიც საკუთარ სახლშიც მშვენივრად ისვენებენ, ზოგს - მთაში ყოფნა სიამოვნებს, ზოგს - ბარში, ვიღაცას - ზღვის სანაპიროს გარეშე ცხოვრება არ შეუძლია. ზოგიერთი კი სულიერ ბალანსს
საზაფხულო დასვენებასთან დაკავშირებით AMBEBI.GE რამდენიმე ცნობილ ადამიანს გაესაუბრა და გაარკვია, თითოეულ მათგანს როგორი ტიპის დასვენება უყვარს და რა გეგმები აქვს ამ სეზონზე.
რატი დურგლიშვილი, მომღერალი:
- პირველ რიგში, ადამიანებს ვუსურვებ, რომ ეს ზაფხული მაქსიმალურად გამოიყენონ და ნაყოფიერად დაისვენონ. ნახონ საქართველოს ღირშესანიშნაობებიც და უცხოეთშიც წავიდნენ, რა თქმა უნდა, ვისაც ამის საშუალება აქვს. თუმცა ახლა ტურისტულ კომპანიებს ისეთი შეთავაზებები აქვთ, რომ დასასვენებლად ნებისმიერი თანხის პაკეტები არსებობს. თან, ყველგან უამრავი რამ არის სანახავი, როგორც საქართველოში, ისე - უცხოეთში.
მიყვარს ჩვენი ლამაზი ქვეყანა, სადაც თითქმის ყველაფერი მაქვს ნანახი, მაგრამ ამჯერად უცხოეთში წასვლის სურვილი მაქვს, რადგანაც არ არის ცუდი, როცა ქვეყნიდან გადიხარ და სხვა ქვეყნების კულტურებს ეცნობი. ამიტომ, ყველას ვუსურვებ, რომ კარგი ზაფხულის ჰქონოდეს, იღბლიანი და ნაყოფიერი. ახლა რაც შეეხება ჩემს საზაფხულო გეგმებს, როგორც გითხარით, უპირატესობას საქართველოს საზღვრებს გარეთ გასვლას ვანიჭებ, ამიტომ ევროპის რამდენიმე ქალაქის მონახულება მაქვს დაგეგმილი. ოქტომბრიდან ამერიკაში გამგზავრებას ვგეგმავ.
- ე.ი. შენთვის ფასს არ აქვს მნიშვნელობა?
- ყველანაირ ბიუჯეტიან სიტუაციაში ვყოფილვარ, როგორც მცირებიუჯეტიანში, ისე სერიოზული თანხაც გადამიხდია. მეგობრებთან ერთად მივდივარ ხოლმე და მერე ჩვენით ვგეგმავთ ტურებს, იქაურ სერვისებს ხშირად არც ვიყენებთ.
- ახლაც მეგობრებთან ერთად გაემგზავრები?
- მყავს ბევრი უცხოელი მეგობარი, რომლებიც ადგილზე რომ ჩავდივარ, სხვადასხვა ქალაქში მხვდებიან და მათ გარემოცვაში ვატარებ დროს. სიმართლე რომ გითხრათ, დასვენება მარტოც მიყვარს, შარშან გემზე რომ ვიყავი, მარტო წავედი და იქიდან 7 მეგობრით ჩამოვედი, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ მთელი გემის მგზავრები გავიცანი. ვგიჟდები ადამიანებთან კომუნიკაციაზე, რადგანაც ისინი მჭირდება. ყურადღება და კომუნიკაცია გვაახალგაზრდავებს და ენერგიას გვძენს. არადა, ჩვენს ქვეყანაში სამწუხაროდ, ამის დეფიციტია, ადამიანებს კომპლექსების გამო რატომღაც ერიდებათ ერთმანეთისთვის გამარჯობის თქმა. მეც მაქვს გარკვეული კომპლექსები, მაგრამ სცენამ სითამამე და მეტი თავისუფლება მომანიჭა. იხილეთ სრულად