''ეს ძალიან ადრე იყო, თუმცა მე წინასწარ ვიცოდი სინამდვილე. ნებისმიერი იურისტი ან გამჭრიახი გონების ადამიანი იმთავითვე მიხვდებოდა ამ ქალბატონის მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებას, განსაკუთრებით გაღიზიანდებოდა ათასგვარ ტყუილზე და ურცხვად თავისუფლებისთვის ბრძოლის ხერხებზე...
დღეს მაინც მეცოდება, არა სასჯელის გამო (ის სრულებით ადეკვატურია), არამედ რისი ჩადენაც შეძლო ( მოტივისდა მიუხედავად, მე ის არ მაინტერესებს!) და მას შემდომ აღიარებაც ვერ გაბედა, სინანული...
მთელი ეს პროცესი ჩემთვის საოცარი
არც გვინდოდა ამის დაჯერება არავის, მაგრამ დღეს ზოგიერთი ადამიანი ცდილობს, ჰუმანიზმის და კეთილშობილების ნიღაბი მოირგოს და ამ საშინელების დამცველად მოგვევლინოს, რაც ძალიან გამაღიზიანებელია.
ჩვენ არ ვართ სეირის მაყურებელი ბრბო, ჩვენ გულწრფელად შევშფოთდით მომხდარით.
ღმერთს გთხოვ, მონანიების სურვილი გაუჩინოს ამ უბედურ გოგოს და უკანასკნელი ყოფილიყოს ასეთი რამ ქვეყნიერებაზე''.