07 ივლისი, 2016
მარიამ კუბლაშვილი მაგდა პაპიძის დანაშაულზე - ''დღეს მაინც მეცოდება''...
ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი მაგდა პაპიძის საქმე სოციალურ ქსელში კიდევ ერთხელ ეხმაურება. 

''ეს ძალიან ადრე იყო, თუმცა მე წინასწარ ვიცოდი სინამდვილე. ნებისმიერი იურისტი ან გამჭრიახი გონების ადამიანი იმთავითვე მიხვდებოდა ამ ქალბატონის მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებას, განსაკუთრებით გაღიზიანდებოდა ათასგვარ ტყუილზე და ურცხვად თავისუფლებისთვის ბრძოლის ხერხებზე...

დღეს მაინც მეცოდება, არა სასჯელის გამო (ის სრულებით ადეკვატურია), არამედ რისი ჩადენაც შეძლო ( მოტივისდა მიუხედავად, მე ის არ მაინტერესებს!) და მას შემდომ აღიარებაც ვერ გაბედა, სინანული...

მთელი ეს პროცესი ჩემთვის საოცარი
საცქერი იყო იმ კუთხით, თუ როგორ ვხედავდი სასტიკი დამნაშავის მხრიდან მეტ და მეტ უღირსობას, სადღაც გულში ყოველთვის მეიმედებოდა, რომ ბუნება არ დაუშვებდა ამგვარ ფენომენს, რომელიც ბოლომდე დგამდა თეატრალურ წარმოდგენას და წარმატებით თამაშობდა იმ ადამიანების ფსიქიკაზე ვინც ვერ დაიჯერა დედის მიერ შვილის მკვლელობა და ის ეცოდებოდათ...

არც გვინდოდა ამის დაჯერება არავის, მაგრამ დღეს ზოგიერთი ადამიანი ცდილობს, ჰუმანიზმის და კეთილშობილების ნიღაბი მოირგოს და ამ საშინელების დამცველად მოგვევლინოს, რაც ძალიან გამაღიზიანებელია.

ჩვენ არ ვართ სეირის მაყურებელი ბრბო, ჩვენ გულწრფელად შევშფოთდით მომხდარით.

ღმერთს გთხოვ, მონანიების სურვილი გაუჩინოს ამ უბედურ გოგოს და უკანასკნელი ყოფილიყოს ასეთი რამ ქვეყნიერებაზე''.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 11 /
მარიამი
ნამდვილად ძალიან საცოდავია მაგდა იმიტომ, რომ ასეთი ამაზრზენი დანაშაულის ჩადენა მოუვიდა თავში და შეძლო, რომ ეს ჩაედინა. ეხლა კი სიცოცხლის დიდი ნაწილი ციხეში უნდა გაატაროს. ემოციით როცა ვუყურებ, ძალიან მეცოდება, მაგრამ გონებით თუ შეხედავ, დამნაშავე უნდა დაისაჯოს ისე, როგორც დაიმსახურა. დიდი გამჭრიახობა არ სჭირდება, ამ ახალგაზრდა ქალის დანაშაულის დანახვას. ეს ის შემთხვევაა, როდესაც სამხილები ძალიან ბევრი და აშკარაა და კითხვის ნიშნები აღარ რჩება . . .
14:58 / 07-07-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS