07 ივლისი, 2016
მარიამ კუბლაშვილი მაგდა პაპიძის დანაშაულზე - ''დღეს მაინც მეცოდება''...
ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი მაგდა პაპიძის საქმე სოციალურ ქსელში კიდევ ერთხელ ეხმაურება. 

''ეს ძალიან ადრე იყო, თუმცა მე წინასწარ ვიცოდი სინამდვილე. ნებისმიერი იურისტი ან გამჭრიახი გონების ადამიანი იმთავითვე მიხვდებოდა ამ ქალბატონის მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებას, განსაკუთრებით გაღიზიანდებოდა ათასგვარ ტყუილზე და ურცხვად თავისუფლებისთვის ბრძოლის ხერხებზე...

დღეს მაინც მეცოდება, არა სასჯელის გამო (ის სრულებით ადეკვატურია), არამედ რისი ჩადენაც შეძლო ( მოტივისდა მიუხედავად, მე ის არ მაინტერესებს!) და მას შემდომ აღიარებაც ვერ გაბედა, სინანული...

მთელი ეს პროცესი ჩემთვის საოცარი
საცქერი იყო იმ კუთხით, თუ როგორ ვხედავდი სასტიკი დამნაშავის მხრიდან მეტ და მეტ უღირსობას, სადღაც გულში ყოველთვის მეიმედებოდა, რომ ბუნება არ დაუშვებდა ამგვარ ფენომენს, რომელიც ბოლომდე დგამდა თეატრალურ წარმოდგენას და წარმატებით თამაშობდა იმ ადამიანების ფსიქიკაზე ვინც ვერ დაიჯერა დედის მიერ შვილის მკვლელობა და ის ეცოდებოდათ...

არც გვინდოდა ამის დაჯერება არავის, მაგრამ დღეს ზოგიერთი ადამიანი ცდილობს, ჰუმანიზმის და კეთილშობილების ნიღაბი მოირგოს და ამ საშინელების დამცველად მოგვევლინოს, რაც ძალიან გამაღიზიანებელია.

ჩვენ არ ვართ სეირის მაყურებელი ბრბო, ჩვენ გულწრფელად შევშფოთდით მომხდარით.

ღმერთს გთხოვ, მონანიების სურვილი გაუჩინოს ამ უბედურ გოგოს და უკანასკნელი ყოფილიყოს ასეთი რამ ქვეყნიერებაზე''.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 11 /
ანა
დედა რომ შვილს მოკლავს და მერე თავის გასამართლებლად ათას ხერხს მიმართავს, ის ან ფსიქიურად შეშლილია, შიზოიდია, ან პოტენციური მკვლელი, რომელსაც გული და გრძნობა არ გააჩნია, შვილებს მტაცებელი ცხოველებიც კი უფრთხილდებიან, არათუ ადამიანები
12:31 / 09-07-2016
გამოხმაურება / 0 /
Annie
ქალბატონო მარიამ თქვენ სამართლიანობაში ეჭვიც არ მეპარება, მე ძალიან დადებითად გაფასებთ მაგრამ თქვენგან არ მოველოდი, გული მეტკინა რომ ასე დაბეჯითებით გჯერავთ რომ მაგდამ მოკლა ქმარ-შვილი, რატომ უნდა მოეკლა? ეს ხომ ასე ადვილი არ არის მითუმეტეს ქალისთვის, ისეთ გარემოებაში სადაც მაგდას უცხოვრია, ვერაფრით ვერ ვიჯერებ რომ მაგდამ საყვარელის გულისთვის მოკლა ქმარ-შვილი, ძალიან სუსტია ჩვენი საგამომძიებლო ორგანო, ეს ფაქტები არაფერს არ ამტკიცებს, ალბათ ვერ შეძლეს სინამდვილის დადგენა და საქმე რომ დახურონ ასე მოაგვარეს, საცოდავი ქალი, წარმოიდგინეთ თუ მართლა უდანაშაულოა რა საშინელებაა
03:57 / 09-07-2016
გამოხმაურება / 0 /
Pasuxi
Tu piqrobt rom damnashavea da swori gadawyvetilba miigo sasamartlom,ratom gecodebat.? Yvelaze codo isini arian visac sicocxle daakargvines da mati axloblebi. Mitumetes ganzrax mkvleloba umzimesi danashaulia
02:04 / 09-07-2016
გამოხმაურება / 0 /
სიმართლე
ნამდვილად ვეთანხმები ამ სტატიას,. თქვენ, კი ნია-ნია თუ ვიღაცა ხარ გონიერებისგან შორს დგეხარ, ნეტა ეხლა რა უშლიდათ ხელს, რომ დამოუკიდებელი გამოძიება და ექსსპერტები მოეხმოთ? სიმართლე ქვაზე მეტი მაგარია. დიდება უფალს!
11:56 / 08-07-2016
გამოხმაურება / 0 /
სოფიო
მარიამ აბსოლიტურად მართალი ხარ!!!!
11:46 / 08-07-2016
გამოხმაურება / 0 /
სექსისტ ქალზე უარესი ადვოკატი სექსისტი ქალია
ობიექტურად მიმაჩნია რომ კუბლაშვილი ადვოკატადაც სეუფერებელი კანდიდატია, რადგან მას მისი პირადიც კი თავისი ოჯახის მუშტის ჭკუაზე ჰქონდა აწყობილი. ეს ქალი ბენევოლენტური სექსიზმის მსხვერპლია, და როგორც ადვოკატი ვერასოდეს ივარგებს რადგან იგივე წესის დათესვას ცდილობს მის ირგვლივ რასაც მისი ცხოვრებს შეეწირა. თუმცა თვითონ ამის მისახვედრად ჭკუა არ ეყოფა. შენნაირად მოახროვნე ქალს, მარიამ, ასეთი პასუხი ეკუთვნის: წადი ძუძუ მოაწოვე ბავშვეს!
10:42 / 08-07-2016
გამოხმაურება / 0 /
ნათია
მე მხოლოდ მიზეზი მაინტერესებს, რატომ ჩაიდინა პაპიძემ ასეთი დანაშაული, თორემ ქალები ასეთ დანაშაულს რომ ჩადიან ეს პირველი არ არის. ვიცით ერთხელ ერთი შვილი მოკლა და სახლში გარდირობში დამალა, მეორე ფუნიკულიორზე აიყვანა და კლდიდან გადმოაგდო, რომელიც შემთხვევით გადარჩა. იყო შემთხვევა ქალმა ბავშვები დახა\ოცა და ქმარზე იძია შური, მერე ის ფსიქიატრიულში გაგზავნეს. მე მაინტერესებს მიზეზი, რატომ ჩაიდინა....
22:58 / 07-07-2016
გამოხმაურება / 0 /
ფურამ ნნემსაძე
კვახი და ნი-ნია მაგარი ბოღმები და შტერები ხართ.თანაც უკაცოები....აახვიეთ
22:04 / 07-07-2016
გამოხმაურება / 0 /
კვახი
იცოდი არა კვახი.ალბად პირველს რომ გაშორდებოდი ისიც იცოდი მაგრამ მაინც გაყევი.გამოიყვანა ტავი მცოდნე.სხვის საქმეში ყველა ბრძენია.
16:18 / 07-07-2016
გამოხმაურება / 0 /
ნი-ნია
"ჩემთვის საოცარი საცქერი იყო",, საცქერი არა-საყურებელი ,ეს ერთი, მეორეც,შენც კაი გოიმი ხარ მარიამ და ძალიანაც ცდები,ამიტომ,"შეფასებისგან"მაინც შეიკავე თავი და ადვოკატის ,ე.ი.პროფესიონალისთვის შეუფერებელ განცხადებას ნუ აკეთებ! ასეთი "განცხადებები"შეიძლება აკეთოს ხალხმა,რომელიც საქმის კურსში არაა და სხვ...გაიხედ-გამოიხედე თუ რომელიმე "პროფესიონალმა"გააკეთა განცხადება,რომელიც ამ საქმესთან უშუალოდ არაა დაკავშირებული?! შეეშვი "მართმსაჯულების"მოგვების გულისმოგებას, იმიტომ,რომ არის თვალსაზრისი,რომ ეს გამოძიება,აბსოლუტურად დამახინჯებით და დარღვევებით ჩატარდა და ეს საკითხი შესაძლებელია ძალიან მალე არა,მაგრამ მაინც აღიძვრება ახლიდან,მხოლოდ,"დამოუკიდებელი გამოძიებით"! მე არ ვიცნობ მაგდა პაპიძეს და არ გიცნობ შენ და სულ სხვა სფეროში ვმოღვაწეობ! მაგრამ ,ვიცნობ პაპიძის მეზობლებს,რომლებიც,"რატომღაც "არ დაიკითხნენ"და ასევე ვიცი ,რომ პოლიციამ იმ ღამეს ცხელ კვალზე არ დაიწყო გამოძიება ,"რატომღაც", შენ,როგორც პროფესიონალი არ დაინტერესებულხარ ამ დეტალებით! და ბევრი სხვ... ხალხს სჯერავს იმ მართლსაჯულებისა ,რომლის სფეროშიც შენც ტრიალებ და ამიტომ თუ პროფესიონალიზმი არა,სინდისი მაინც იქონიე! -"თურმე წინასწარ იცოდა",საიდან,"მკითხავმა" გითხრა?!
16:07 / 07-07-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS