რამდენიმე საათის წინ, ჩვენ საიტზე მასალა გამოქვეყნდა, სათაურით - ''სალომე გოგიაშვილის და ნინა წკრიალაშვილის დაპირისპირება სკანდალში გადაიზარდა'' .
სალომემ ნინა, პლასტიკური ოპერაციების სიმრავლის გამო, რუს მომღერალ სერგეი ზვერევს მიამსგავსა და მეტი დამაჯერებლობისთვის ზვერევისა და ნინას ფოტო მონტაჟის გამოაქვეყნა.
საიტზე მკითხველის მხრიდან სტატიას ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მათი ნაწილი კომენტარებში სალომეს მისამართით შეურაცხმყოფელ სიტყვებს არ იშურებდნენ და ძირითადად ბოღმიანს და ნინაზე გამწარებულს ეძახდნენ.
როგორ ჩანს ნინამ საიტზე გამოქვეყნებული სტატია თავად წაიკითხა ან უბრალოდ სოციალურ ქსელში ლინკი გაუგზავნეს, რადგან ახლახან სალომეს პასუხად შემდეგი სიტყვები გამოაქვეყნა.
''სალომე გისურვებ ბედნიერ ცხოვრებას და რასაც საკუთარ თავს ვუსურვებ, იგივეს გისურვებ შენც...''
იხილეთ ასევე




















