- დედამთილის ამპლუაში თავს როგორ გრძნობთ?
- საყვარელი შვილიკო შემოგვემატა. გაღიმებული, თბილი, კეთილი გოგოა. განსაკუთრებულ განწყობას ბებიობის მოლოდინი მიქმნის. წარმომიდგენია, როგორი სიხარული იქნება, ღმერთმა ჯანმრთელი გააჩინოს.
- საქორწინო სამზადისში ყველაზე აქტიურად ვინ იყო ჩართული?
- ყველანი ჩართულები ვიყავით. მე, ჩემი
- თქვენ ქორწილის დღეს მართლა წაიქეცით?
- მე ხომ კურიოზები ხშირად მემართება! ჰოდა, ამის გარეშე ამ დღესაც არ ჩაუვლია. გრძელი კაბა მეცვა. იმ დღეს წვიმდა. სალონში შევედი, მაგრამ არა - დასავარცხნად. სტილისტს ვთხოვე: თმა ისე დამიმაგრეთ, რომ თავის ყოველ გაქანებაზე არ დამეშალოს-მეთქი. 2 წუთში დამიმაგრეს. ვჩქარობდი, სალონიდან სირბილ-სირბილით გამოვედი, ფეხი ამისრიალდა და ამ ჩემი გრძელი კაბით გუბეში გავიშხლართე. თან, ხელში ქოლგა მეჭირა. ყველაზე მეტად, გული იმაზე მწყდება, რომ ეს არავინ გადაიღო. მიუხედავად იმისა, რომ მხარი და ხელები მეტკინა, ძალიან სასაცილო კადრი იყო და სამახსოვროდ დამრჩებოდა. მადლობა ღმერთს, რომ სერიოზული ტრავმა არ მიმიღია. ეკლესიაში იმდენად ვჩქარობდი, კაბაც არ გამომიცვლია, გუბის წყალი შემაშრა. მსგავსი ამბებისგან პრობლემას არასდროს ვქმნი. რაც მთავარია, ტალახიანი არ ვიყავი, კაბას კი გუბის წყლის კვალი დიდად არ ეტყობოდა.
- ირაკლი როგორი მამამთილია? იხილეთ სრულად