06 ივლისი, 2016
ნიკა გვარამია მაგდა პაპიძის განაჩენზე - ''უვადო პატიმრობა არაადეკვატური სასჯელია''
რუსთავი ორის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია მაგდა პაპიძის განაჩენს სოციალურ ქსელში ეხმაურება. 

''ნამდვილად არ მიმიდევნებია თვალი მაგდა პაპიძის საქმისთვის. დეტალებსაც არ ვიცნობ. ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა:

1. თორმეტივე მსაჯულის ერთხმად გამოტანილი ვერდიქტის მჯერა

2. უვადო პატიმრობა არაადეკვატური სასჯელია და ვერანაირად ვერ დასაბუთდება რაციონალურად ("აბა, შვილს რომ დედა მოკლავს" სენტიმენტალურ-ტრაგიკული დისკურსი სრულიად არარელევანტურია). გულგანგმირული ქალი/დედა მოსამართლის განაჩენის შთაბეჭდილებას ტოვებს მხოლოდ, და არა სამართლიანი სასჯელის. სასჯელი სამაგიეროს მიზღვა არაა მხოლოდ. შუა საუკუნეებში არ ვცხოვრობთ. მგონი''.

ნიკა გვარამიას
აზრს ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა.

''შერლოკ ჰოლმსი არა ვარ, მაგრამ იმ ქალს ვერანაირი დიდი მწუხარება ვერ შევნიშნე- შვილის 5 წლის შვილის მკვლელობის გამო, ქმარზე საერთოდ არაა ლაპარაკი, მას საყვარელი კაცი ყავდა. ბევრი ღალატობს მეუღლეს- კაციც და ქალიც, მაგრამ ამაზრზენი ადამიანი , არაადამიანი საბედნიეროდ ცოტაა ამ ქვეყანაზე, რომელიც თავისი ლოგინის გულისთვის სრულ თავისუფლებისა გამო შვილს მოკლავს! ეს შეიძლება ჩაიდინოს მხოლოდ ზნედაცემულმა არაადამიანმა. მტკიცება იმისა რომ ჩაიდინა ან არ ჩაიდინა დანაშაული , ეს წყლის ნაყვააა. მთავარია ბავშვი და მამა გვეცოდებოდეს'' .

''ეგ ყველაფერი აერანაირ კავშირში არაა უვადო პატიმრობის ადეკვატურობასთან'', პასუხობს ნიკა.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 10 /
ელენე
ვეთანხმები სასჯელი ძალიან მკაცრია, ყველაზე მკაცრი სასჯელი რასაც ქართული კანონმდებლობა ითვალისწინებს, მაგრამ შუა საუკუნეების მეთოდით არ მოხდა ორი ადამიანის, განსაკუთრებით ქმრის მკვლელობა? თანამედროვე მკვლელობა არ არსებობს ალბათ, მაგრამ მძინარე ქმარს რომ უროთი გაუჭეჭყავ თავს და შვილი რომ გებღაუჭება და მაინც გუდავ ბრჭყალებით ამაზე შუასაუკუნეები არსებობს სადმე?
16:34 / 07-07-2016
გამოხმაურება / 0 /
სალომე
მისი საქციელი ადეკვატურია? საკანი მის მიერ მოკლული შვილის და ქმრის ფოტოებით უნდა აუჭრელონ, რომ ყოველი დღე ტანჯვაში გაატაროს
16:22 / 07-07-2016
გამოხმაურება / 0 /
ნინო
პროკურორები მათი ,,დირექტივების" (რომელიც ნიკა გვარამიას გენერალურ პროკურატურაში მუშაობის დროს იყო დადგენილი) შესაბამისად რომ მოითხოვდნენ 20 გრ. ჰეროინის შენახვა-შემოტანის ბრალდების საქმეებზე, ამას როგორ ახსნის ბატონი ნიკა? (სხვათაშორის იმ მოსამართლის მიმართ, ვინც პროკურორის ამ მOთხოვნას არ დააკმაყოფილებდა, ,,გაციმბირების" გეგმა შედგებოდა ხოლმე...)
14:29 / 07-07-2016
გამოხმაურება / 0 /
კატო
მართლა უდანაშაულო მარიტა შეხვევს ვირზე უკუღმა,ტალახი და წყველ-კრულვაც არ დააკლეს და მაგდას დაინდობენ ან სხვა ვინმეს?ისევ შუა საუკუნეშია ერი ასე მგონია სხვისი უბედურება უხარიათ,ჯერ დამნაშავეთ არ იყო გამოცხადებული და უკვე საზოგადობეას გამტყნებული ყავდა.ყველა კლავიატურაზე მოპარტუნე შერლოკ ჰოლმსი როგორაა
11:17 / 07-07-2016
გამოხმაურება / 0 /
ლია
თუ ამ ქალმა ეს ნამდვილად ჩაიდინა (რაც ნიკას სჯერა), მაშინ ამ დანაშაულის ჩამდენი შერაცხადი დედა თვით განხორციელებული სატანაა, რომელიც მუდმივად იზოლირებული უნდა იყოს საზოგადოებისაგან. სასჯელი აბსოლუტურად ადეკვატურია.
09:55 / 07-07-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS