''ნამდვილად არ მიმიდევნებია თვალი მაგდა პაპიძის საქმისთვის. დეტალებსაც არ ვიცნობ. ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა:
1. თორმეტივე მსაჯულის ერთხმად გამოტანილი ვერდიქტის მჯერა
2. უვადო პატიმრობა არაადეკვატური სასჯელია და ვერანაირად ვერ დასაბუთდება რაციონალურად ("აბა, შვილს რომ დედა მოკლავს" სენტიმენტალურ-ტრაგიკული დისკურსი სრულიად არარელევანტურია). გულგანგმირული ქალი/დედა მოსამართლის განაჩენის შთაბეჭდილებას ტოვებს მხოლოდ, და არა სამართლიანი სასჯელის. სასჯელი სამაგიეროს მიზღვა არაა მხოლოდ. შუა საუკუნეებში არ ვცხოვრობთ. მგონი''.
ნიკა გვარამიას
''შერლოკ ჰოლმსი არა ვარ, მაგრამ იმ ქალს ვერანაირი დიდი მწუხარება ვერ შევნიშნე- შვილის 5 წლის შვილის მკვლელობის გამო, ქმარზე საერთოდ არაა ლაპარაკი, მას საყვარელი კაცი ყავდა. ბევრი ღალატობს მეუღლეს- კაციც და ქალიც, მაგრამ ამაზრზენი ადამიანი , არაადამიანი საბედნიეროდ ცოტაა ამ ქვეყანაზე, რომელიც თავისი ლოგინის გულისთვის სრულ თავისუფლებისა გამო შვილს მოკლავს! ეს შეიძლება ჩაიდინოს მხოლოდ ზნედაცემულმა არაადამიანმა. მტკიცება იმისა რომ ჩაიდინა ან არ ჩაიდინა დანაშაული , ეს წყლის ნაყვააა. მთავარია ბავშვი და მამა გვეცოდებოდეს'' .
''ეგ ყველაფერი აერანაირ კავშირში არაა უვადო პატიმრობის ადეკვატურობასთან'', პასუხობს ნიკა.