06 ივლისი, 2016
გიორგი ვარდოსანიძე მარტოობამ შეაწუხა - ''ვარ ტიპი, რომელიც სულ შეყვარებული უნდა იყოს''
მსახიობ გიორგი ვარდსანიძის მიმართ პრესის ინტერესი არ კლებულობს. ჟურნალ ''სარკესთან'' ინტერვიუში მსახიობი აღნიშნავს, რომ მარტოობამ შეაწუხა. მისი თქმით თავისუფალი მამაკაცის სტატუსი ფანტასტიკურია, მაგრამ ამ სტატუსს პლიუსებთან ერთად მინუსებიც აქვს. გთავაზობთ ნაწყვეტს ''სარკესთან'' ინტერვიუდან.

- სალომე ჭაჭუასთან განქორწინების შემდეგ ოჯახის შექმნის შიში ხომ არ გაგიჩნდა?
- შეიძლება, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ პასუხიმგებლობის მეშინია. ამისი არასოდეს მეშინოდა, ალბათ უფრო ფრთხილი გავხდი.

- ქალებთან დაკავშირებით კრიტერიუმები შეგეცვალათ?
- კი, რაც ასაკი მემატება, უფრო წუნია გავხდი. შეიძლება ვე
რავინ მიხვდეს, რა დავიწუნე, მაგრამ ვიცი, რომ რარაც ისე ვერ არის.

- ყოველ შემთხვევაში, როგორც ვხვდები, თუ გამოჩნდება გოგო, რომელიც შეგიყვარდებათ, მზად ხართ ოჯახის შესაქმნელად.
- მე ყოველთვის მზად ვარ. მე ვარ ტიპი, რომელიც სულ შეყვარებული უნდა იყოს. არასოდეს ვეძებდი თავისუფლებას, შეყვარებულის მდგომარეობა ჩემთვის ბევრად კომფორტულია,ვიდრე თავისუფლება.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS