06 ივლისი, 2016
''შორენა გოჩა ჩერტკოევს არ კადრულობდა - ეგღა მაკლია, გოჩასთან დავდგეო''
ჟურნალ ''სარკესთან'' ინტერვიუში თენგიზ და ლარისა გაჩეჩილაძეები ყველაზე ექსცენტრიკული წყვილის - გოჩას და შორენას  წყვილის შექმნის ისტორიას იხსენებენ, როგორც აღმოჩნდა, შორენას გოჩა თავიდან არ მოსწონდა და მასთან წყვილში დადგომა არ სურდა. 

ლარისა:

შორენა ხუთი წლიდან ცეკვავს, გოჩა ჩვენს სტუდიაში რომ მოვიდა, შორენა უკვე 13 წლის იყო.

თენგიზი:

შორენა ძლიერი მოცეკვავე იყო, გოჩა კიდევ ბიჭებს საშაყიროდ ჰყავდათ.

ლარისა:

შორენა თავის მეწყვილეს დაშორდა. გოჩამ გაიგო, თუ არა, რომ შორენა მარტო დარჩა, იმ წამსვე თენგიზს მიუჩოჩდა. შორენას რომ
ვუთხარი, გოჩას შენთან წყვილში ცეკვა უნდა თქო, გვიპასუხა, ეგღა მაკლიაო.

თენგიზი:

გოჩა მხატვარია. ცეკვა კი ლამაზი ხაზებისგან შედგება, ერთხელაც ერთი თვალის შევლებით მასში რაღაც დავინახე და შორენას ვუთხარი, იცოდე, ეს ბიჭი კარგად იცეკვებს -მეთქი. შორენამ ისევ თავისი გააგრძელა, ეგღა მაკლია, გოჩასთან დავდგეო...
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS