05 ივლისი, 2016
გიგი ადამაშვილი - ''დაუმსახურებლად წავაგე პროექტი''
გიგი ადამაშვილის გამარჯვებას ელოდა გუშინ ფილარმონიაში შეკრებილი თინეიჯერი გოგონების უმეტესობა.

მის ყოველ გამოჩენაზე, პირველი ნოტის აღებაზე, ეგზალტირებული ხდებოდა დარბაზი. გი-გი, გიგი, გიგი, ყვიროდნენ მისი ყველა სიმღერის შემდეგ, მაგრამ ამან მათ ფავორიტს ვერ უშველა.

მას მერე რაც კონკურსის გამარჯვებულად ავთო აბესლამიძე დასახელდა, გიგის მენტორი, სოფო დიდხანს იჯდა გაუნძრევლად სკამზე. მასთან ჯერ გიორგი გაბუნია მივიდა დასამშვიდებლად და შენდეგ თავად გიგი. მის მერე სოფო არავის გვინახავს.

დიდხანს არ ჩანდა გიგიც. სადღესასწაულო ტორტის გაჭრასაც არ დასწრებია არცერთი.

– გიგი,
შენს სამივე გამოსვლაზე დარბაზი გოგონების კივილით ინგრეოდა. მაყურებლის უმეტესობას ეგონა, რომ შენ გახდებოდი გამარჯვებული. ალბათ შენც. როგორია შენი ემოციები?

– ძალიან ცუდი შეგრძნებაა, როცა მეორე ადგილზე გადიხარ, როცა რამდენიმე ნაბიჯი გაშორებს გამარჯვებას, 17 წლის არტისტს, რომელსაც რეალურად სჭირდება "იქს ფაქტორის" ტიტული, რომელმაც უნდა გააგრძელოს კარიერა, ის არ გაჩერდება როგორც ზოგ-ზოგიერთები ჩერდებიან ხოლმე. რაც შეეხება ხალხის მხარდაჭერას, ეს ყველაზე დიდი მონაპოვარია. ძალიან მაგარია, ისინი ირჩევენ გამარჯვებულს. რას ვიზამთ, ასე მოხდა. ძალიან დიდი მადლობა ჩემს გულშემატკივრებს. ავთოს ვულოცავ გამარჯვებას. იხილეთ სრულად

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 6 /
მარი
მაინც რითი იყო გიგი ავთოზე უკეთესი, იქნებ ვინმემ ამიხსნას. ჩემი აზრით, ორივე დაახლოებით ერთი დონის იყო და საერთოდაც სამი გოგო გაცილებით უკეთესები იყვნენ. პატარა გოგოების წივილ-კივილი დარბაზში და "ფეისბუქის" კომენტარები არ ნიშნავს, რომ გიგი ყველაზე უკეთესი იყო ფინალისტებში, დაუმსახურებელი არის არა გიგის წაგება (არც მოგება იქნებოდა დაუმსახურებელი), არამედ ავთოს ლანძღვა და არაკორექტული კომენტარები მის მიმართ.
21:06 / 05-07-2016
გამოხმაურება / 0 /
მარიამი
ავთომ სრულიად დამსახურებულად გაიმარჯვა და ნიკა გვარამია აქ არაფერ შუაშია. თუ დამსახურებაზე მიდგა საქმე, "დრიმ გერლზ" საუკეთესო იყო ფინალისტებს შორის ანდა საერთოდაც მიშო სულუხია უნდა ყოფილიყო გამარჯვებული. რაც შეეხება ავთოს და გიგის, დაახლოებით ერთნაირი დონის მომღერლები არიან, ორივეს თავისი ძლიერი და სუსტი მხარეები აქვს და ვერ იტყვი, რომელია უკეთესი. ასე რომ, თუ დარბაზში გიგის დანახვაზე თინეიჯერი გოგოები წივიან და კივიან, ეს არ ნიშნავს, რომ ავთო არავის მოსწონდა და მას არავინ უმესიჯებდა. გიგის პროექტი დაუმსახურებლად არ წაუგია. მას რომ გაემარჯვა, ესეც დამსახურებელი იქნებოდა და ავთოს გამარჯვებაც სრულიად დამსახურებულია. მესმის, რომ გული ძალიან დასწყდებოდა, მაგრამ ასეთი ამბიციაც არ არის ლამაზი.
20:01 / 05-07-2016
გამოხმაურება / 0 /
მარი
სოფოს "დამსახურებაა".. იმდენად "მიყვარს" სოფო რომ გიგის ნაღდად არ დავუმესიჯებდი. ასე რომ ხანდახან ასეც ხდება ხოლმე
19:01 / 05-07-2016
გამოხმაურება / 0 /
სანდრო
გიგი არ დამარცხებულხარ სამწუხაროდ ამ ქვეყანაში მუსიკალური კონკურსიც არ არის სამართლიანი სხვაზე არაფერზე ვლაპარაკობ , ნიკა გვარამიამ რაც არ უნდა თქვას ფაქტია მისი დამსახურებით გახდა ავთო გამარჯვებული, ერი არ დაყრუებულა ჯერ....
17:18 / 05-07-2016
გამოხმაურება / 0 /
რიგითი ქართველი
-სამაგიეროდ გაგიცანით გიგი და ძალიანაც მოგვწონხარ. -ღმერთი გფარავდეს,წარმატებებს და ბევრ პოზიტივს გისურვებთ ცხოვრების მანძილზე. -ძალიან მაგარი მომღერალი ხარ,ძალიან გვიყვარხარ.
16:29 / 05-07-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS