მის ყოველ გამოჩენაზე, პირველი ნოტის აღებაზე, ეგზალტირებული ხდებოდა დარბაზი. გი-გი, გიგი, გიგი, ყვიროდნენ მისი ყველა სიმღერის შემდეგ, მაგრამ ამან მათ ფავორიტს ვერ უშველა.
მას მერე რაც კონკურსის გამარჯვებულად ავთო აბესლამიძე დასახელდა, გიგის მენტორი, სოფო დიდხანს იჯდა გაუნძრევლად სკამზე. მასთან ჯერ გიორგი გაბუნია მივიდა დასამშვიდებლად და შენდეგ თავად გიგი. მის მერე სოფო არავის გვინახავს.
დიდხანს არ ჩანდა გიგიც. სადღესასწაულო ტორტის გაჭრასაც არ დასწრებია არცერთი.
– გიგი,
– ძალიან ცუდი შეგრძნებაა, როცა მეორე ადგილზე გადიხარ, როცა რამდენიმე ნაბიჯი გაშორებს გამარჯვებას, 17 წლის არტისტს, რომელსაც რეალურად სჭირდება "იქს ფაქტორის" ტიტული, რომელმაც უნდა გააგრძელოს კარიერა, ის არ გაჩერდება როგორც ზოგ-ზოგიერთები ჩერდებიან ხოლმე. რაც შეეხება ხალხის მხარდაჭერას, ეს ყველაზე დიდი მონაპოვარია. ძალიან მაგარია, ისინი ირჩევენ გამარჯვებულს. რას ვიზამთ, ასე მოხდა. ძალიან დიდი მადლობა ჩემს გულშემატკივრებს. ავთოს ვულოცავ გამარჯვებას. იხილეთ სრულად