05 ივლისი, 2016
"იქს ფაქტორის" გამარჯვებული ბათუმელი ავთო აბესლამიძე გახდა - „ფინალი აჭარაში ჩავატაროთ, იმსახურებენ“
"იქს ფაქტორის" ერთ - ერთი ყველაზე დაძაბული სეზონი დამთავრდა, გამარჯებული გახდა ავთო აბესლამიძე, რომლის მენტორი ნიკა გვარამია იყო. ნიკამ ხმების 49, 4 % მიიღო. ავთო ბავშვობიდან მღერის,ბათუმში მას პროექტამდე ყველაზე კარგად ცნობდნენ, რადგან ბევრ ღონისძიებაში იღებდა ხოლმე მონაწილეობას.

ავთოს ეკონომიური ფაკულტეტი აქვს დამთავრებული, მაგრამ პროფესიით დღემდე არ უმუშავია.

"იქს ფაქტორამდე" რამდენიმე საერთაშორისო კონკურსში აქვს მონაწილეობა მიღებული, სადაც წარმატებული გამოსვლები ჰქონდა.

პროექტის დამთავრებას სოციალურქსელშუკვეგამოეხმაურნენ,ნანუკა ჟორჟოლიანი წერს, რომ უკეთესი იქნება, ფინალი აჭარაში ჩავატაროთ.

„X-ფაქტორის ფინალი აწი აჭარაში
ჩავატაროთ!  იმსახურებენ,“ წერს ნანუკა. შეგახსენებთ, გასულ წელს გიორგი ნაკაშიძემ გაიმარჯვა, რომელიც ასევე ბათუმელია. 




FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
ნესტან
გილოცავ,მართლა იმსახურებდი გამარჯვებას
14:41 / 05-07-2016
გამოხმაურება / 0 /
maria
Gilocavvvv magari xar avtooooo yovelvis warmatebebs gisurveeeeebbbbb
13:28 / 05-07-2016
გამოხმაურება / 0 /
მე
გილოცავ.... :)
11:21 / 05-07-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS