19 სექტემბერი, 2013
სალომე გოგიაშვილისა და ნინა წკრიალაშვილის დაპირისპირება სკანდალში გადაიზარდა...
ბოლოს ისიც კი ივარაუდეს, ზვერევმა ამ შედარების გამო სალომეს არ უჩვლოსო... რაზეც სალომემ დაწერა - ''ელტონ ჯონი, მერე ზვერევი, ნუ უკვე თავში ამივარდება არ ვიცი, ეს ახალი ტენდეციაა თუ სხვა რამ ხდება ჩვენს ბომონდურ წრეებში, მაგრამ საჯაროდ ლანძღვა და კამათი მგონი უკვე მოდური გახდა. ცოტა ხნის წინ, შორენა ბეგაშვილი და თიკო სადუნიშვილის ორთაბრძოლის მომსწრენი გავხდით, რომელთაც საასპარეზოდ, ''ფეისბუქის'' საკუთარი გვერდები გამოიყენეს,

ეტყობა ეს იდეა ძალიან მოეწონა სალომე გოგიაშვილსაც და გუშინ საოცარი ფოტო დადო, სადაც ნინა
წკრიალაშვილის გვერდით მიმონტაჟებული რუსული შოუბიზნესის წარმომადგენელი სერგეი ზვერევია გამოსახული.

ნინასაც და ზვერევსაც იმდენი პლასტიკური ოპერაცია აქვთ გაკეთებული, რომ სალომეს კომანტარი - ''იპოვეთ 3 ან 2 ან 1 განსხვავება'' , მართლაც არ იყო უადგილო, რადგან ამ ორ ადამიანს შორის მსგავსება მართლაც დიდია.

ამ პოსტს რასაკვირველია, სალომეს ''ფეისბუქის'' მეგობრებისგან კომენტარებიც მოჰყვა, ზოგი მათგანი წერდა, ''ალბათ ერთსა და იმავე ექიმთან იყვნენ ოპერაციის გასაკეთებელად და ამიტომ ჰგვანან ასე ერთმანეთსო'' , ზოგმა ფანტაზია უფრო გაშალა და დააკომენტარა - ალაბთ ნინამ ზვერევის ფოტო მიუტანა ექიმს, სანამ ოპერაციას გაუკეთებდაო.

ერთ-ერთმა ინტერნეტმომხმარებელმა ნინას ზვერევთან შედარება სალომეს კომპლიმენად ჩაუთვალა, რაზეც სალომემ ეჭვი გამოთქვა, ზვერევმა რომ გაიგოს, ვის შევადარე, მეშინია გული არ გაუსკდესო..

ბოლოს ისიც კი ივარაუდეს, ზვერევმა ამ შედარების გამო სალომეს არ უჩვლოსო... რაზეც სალომემ დაწერა - ''ელტონ ჯონი, მერე ზვერევი, ნუ უკვე თავში ამივარდება..'' .

მოგეხსენებათ, სალომე ელტონ ჯონთან დაკავშირებული ჰომოფობიური გამოთქმის გამო, ტელეკომპანია ''იმედიდან'' გაათავისუფლეს და ამ კომენტარშიც სწორედ ამას გულისხმობდა.
Rating
ნინასა და ზვერევის მსგავსების განხილვაში ხატია სიჭინავაც ჩაერთო, რომელმაც მოუწონა სალომეს პოსტი და სიცილ-ხითხითში აჰყვა საზოგადეობას.

ქეთი ყიფშიძემ კი გაკვირვება გამოხატა და სალომეს კომენტარებში დაუწერა, შენი არა, მაგრამ დანარჩენების რეაქცია გამიკვირდა, რასაც სალომემ ასეთი კომანტარით უპასუხა: ''რატო ქეთ? მაიმუნს ხომ არ შევადარეთ, ზუსტად მის მსგავს ადამიანს მივამსგავსე და შესაბამისი რეაქცია მოჰყვა... ნუ, როგორც თქვა მიშა თუ წავა თავს მოვიკლავო, ეგრე რომ ექნა, ამ ფოტოს ნაღდად არ დავდებდი.''

ამ სიტყვების შემდეგ ალბათ ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ სალომესა და ნინას შორის დაპირისპირება პოლიტიკური ხედვითაა გამოწვეული. მოგეხსნებათ, ნინა ''ნაციონალური მოძრაობის'' აქიტიური მხარდამჭერი იყო, სალომე კი პირიქით, პირველი ოქტომბრის არჩევნების შედეგით გახარებული გახლდათ.

ქეთი მელაძე
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 86 /
მაიკო
აუ, ხალხო თქვენ რაღამ გადაგრიათ. რა კომენტარებს წერეთ? როდის უნდა დამთავრდეს ხალხის დაყოფა პოლიტიკური ნიშნის მიხედვით? ყველმა თავის ოჯახს და საქმეს მიხედოს არ ჯობია? როდის მოვრჩებით ხვების ჭუჭრუტანაში ყურებას და მერე ათასი სიბინძურის მოყოლას? ვერ ხვდებით რომ ქვეყანა გადაგვარდა?
14:40 / 19-09-2013
გამოხმაურება / 0 /
მერცი
სალომე მეტი საქმე არ გაქვს? წადი შვილებს და მესამე ქმარს მიხედე ეგეც არ გაგექცს :)) ან არ გაგქურდოს :))))
14:39 / 19-09-2013
გამოხმაურება / 0 /
უსამართლობაა ქვეყანაშიი
ყველა,ყველაა,მაგრაამ შენი დასაცინი მართლა არაა ნინა წკრიალაშვილი:) შენზე ლამაზი ოპერაციებამდეც იყო და ახლაცაა. სულით სილამაზეზე აღრაფერს ვამბობ:) შურიანებით და სულით მახინჯებითაა სავსე ეს ქვეყანა
14:20 / 19-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ნონა
სალომეს სხვა საქმე არ აქ?შვილებს და ქმარს მიხედოს თორე ეგ ქმარიც დაადებს
14:15 / 19-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ზაქარეიშვილი
სალომე ხოო ანგელოზია :D სარკე არ აქ ალბათ....შურიანიი რა ქნას სხვა საქმე არ აქ :)
13:52 / 19-09-2013
გამოხმაურება / 0 /
კნატო
არც შენ ხარ კალმით ნახატი სალომე გოგიშვილო.ბომონდი კიარა ჩარეცხილები შეგეფერებათ ყველას.ვის ამცირებ მაგით გარდა იმისა რომ შენს დაბალ დონეს ამჟღავნებ..
13:38 / 19-09-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS