19 სექტემბერი, 2013
სალომე გოგიაშვილისა და ნინა წკრიალაშვილის დაპირისპირება სკანდალში გადაიზარდა...
ბოლოს ისიც კი ივარაუდეს, ზვერევმა ამ შედარების გამო სალომეს არ უჩვლოსო... რაზეც სალომემ დაწერა - ''ელტონ ჯონი, მერე ზვერევი, ნუ უკვე თავში ამივარდება არ ვიცი, ეს ახალი ტენდეციაა თუ სხვა რამ ხდება ჩვენს ბომონდურ წრეებში, მაგრამ საჯაროდ ლანძღვა და კამათი მგონი უკვე მოდური გახდა. ცოტა ხნის წინ, შორენა ბეგაშვილი და თიკო სადუნიშვილის ორთაბრძოლის მომსწრენი გავხდით, რომელთაც საასპარეზოდ, ''ფეისბუქის'' საკუთარი გვერდები გამოიყენეს,

ეტყობა ეს იდეა ძალიან მოეწონა სალომე გოგიაშვილსაც და გუშინ საოცარი ფოტო დადო, სადაც ნინა
წკრიალაშვილის გვერდით მიმონტაჟებული რუსული შოუბიზნესის წარმომადგენელი სერგეი ზვერევია გამოსახული.

ნინასაც და ზვერევსაც იმდენი პლასტიკური ოპერაცია აქვთ გაკეთებული, რომ სალომეს კომანტარი - ''იპოვეთ 3 ან 2 ან 1 განსხვავება'' , მართლაც არ იყო უადგილო, რადგან ამ ორ ადამიანს შორის მსგავსება მართლაც დიდია.

ამ პოსტს რასაკვირველია, სალომეს ''ფეისბუქის'' მეგობრებისგან კომენტარებიც მოჰყვა, ზოგი მათგანი წერდა, ''ალბათ ერთსა და იმავე ექიმთან იყვნენ ოპერაციის გასაკეთებელად და ამიტომ ჰგვანან ასე ერთმანეთსო'' , ზოგმა ფანტაზია უფრო გაშალა და დააკომენტარა - ალაბთ ნინამ ზვერევის ფოტო მიუტანა ექიმს, სანამ ოპერაციას გაუკეთებდაო.

ერთ-ერთმა ინტერნეტმომხმარებელმა ნინას ზვერევთან შედარება სალომეს კომპლიმენად ჩაუთვალა, რაზეც სალომემ ეჭვი გამოთქვა, ზვერევმა რომ გაიგოს, ვის შევადარე, მეშინია გული არ გაუსკდესო..

ბოლოს ისიც კი ივარაუდეს, ზვერევმა ამ შედარების გამო სალომეს არ უჩვლოსო... რაზეც სალომემ დაწერა - ''ელტონ ჯონი, მერე ზვერევი, ნუ უკვე თავში ამივარდება..'' .

მოგეხსენებათ, სალომე ელტონ ჯონთან დაკავშირებული ჰომოფობიური გამოთქმის გამო, ტელეკომპანია ''იმედიდან'' გაათავისუფლეს და ამ კომენტარშიც სწორედ ამას გულისხმობდა.
Rating
ნინასა და ზვერევის მსგავსების განხილვაში ხატია სიჭინავაც ჩაერთო, რომელმაც მოუწონა სალომეს პოსტი და სიცილ-ხითხითში აჰყვა საზოგადეობას.

ქეთი ყიფშიძემ კი გაკვირვება გამოხატა და სალომეს კომენტარებში დაუწერა, შენი არა, მაგრამ დანარჩენების რეაქცია გამიკვირდა, რასაც სალომემ ასეთი კომანტარით უპასუხა: ''რატო ქეთ? მაიმუნს ხომ არ შევადარეთ, ზუსტად მის მსგავს ადამიანს მივამსგავსე და შესაბამისი რეაქცია მოჰყვა... ნუ, როგორც თქვა მიშა თუ წავა თავს მოვიკლავო, ეგრე რომ ექნა, ამ ფოტოს ნაღდად არ დავდებდი.''

ამ სიტყვების შემდეგ ალბათ ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ სალომესა და ნინას შორის დაპირისპირება პოლიტიკური ხედვითაა გამოწვეული. მოგეხსნებათ, ნინა ''ნაციონალური მოძრაობის'' აქიტიური მხარდამჭერი იყო, სალომე კი პირიქით, პირველი ოქტომბრის არჩევნების შედეგით გახარებული გახლდათ.

ქეთი მელაძე
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 86 /
ბუბუ
2 დეგენერატი
11:38 / 20-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ქეთო დეიდა
მამაშენის შვილი არ ხარ შენ, სირცხვილი სალომე ასე რომ ეცემი. მაგ კაცს გაუფრთხილდი, შენს ნამდვილს სახეს რომ დაინახავს, ეგეც მიგატოვებს და ეძიე მერე ახალი ქმარი და არიგე ინტერვიუები, ვნანობ მესამოცჯერ რომ გავთხოვდიო..
11:30 / 20-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ნია
ისე რაც სალოემ დაწერა ის თუ მართალია, რომ ნინა მის ქმართან დროს ატარებდა, მაშინ სალომეს მართლაც ქონია გაბრაზების მიზეზი. მაგრამ უმჯობესია ეს ყველაფერი პირდაპირ ეთქვა და არა ხალხის განსასჯელი გამხარიყო
11:29 / 20-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ამბაკო
სალომე გოგო, მიგეჭრა შენც ეგ ნაჯახივით ცხვირი.
11:29 / 20-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ტაააა
ყველაპერი ყალბია ხალხოოოოოოოო
11:28 / 20-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ფეფო
ერთ–ერთ სტატიაზე, სადაც სალომეს ფეხმძიმობის შესახებ იყო ინფორმაცია, მე სალომეს სასარგებლოდ გავაკეთე კომენტარი, რასაც ახლა ძალიან ვნანობ :( უბრალოდ მაინტერსებს რა სიამოვნებას ანიჭებს ამ ხალხს ეს უაზრო ცინიზმი?!
10:40 / 20-09-2013
გამოხმაურება / 0 /
დადუ
სულაც არ ვარ ნინას ფანი და შეშფოთებულიც კი ვარ მისი ამდენი პლასტიკური ოინბაზობით :) მაგრამ... სალომეს უტაქტობა და ინტელექტი არაერთხელ გამოვლინდა, მისდა სამწუხაროდ თუ სამარცხვინოდ! ამით ამაყობს კიდეც როგორც ჩანს და საზოგაოდებას კიდევ ერთხელ ახსენებს თავის "ჭორიკანა სოფლის ორღობის დედაკაცის" სტატუსს! შესაბრალისია მართლაც!
10:36 / 20-09-2013
გამოხმაურება / 0 /
qeti
ნინა გარეგნობითაც სჯობდა და სჯობია ამ უზრდელ და ბოღმიან "ქალბატონს" და სულიერადაც.მე არ მახსოვს მის მიმართ გამოთქმული ბინძური კომენტარების მიუხედავად,მას პიროვნულად ვინმე გაელანძღოს. სალომეს კი ერთს ვეტყვი,სწორს აკეთებს ,თუ პლასტიკურ ოპერაციას არ იკეთებს,რადგან მის გარეგნობას და სახის პროპორციებს ოპერაცია ვერაფრით დაეხმარება.
09:51 / 20-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ქისო
ერთმანეთის გაკრიტიკების და ლანძღვის მეტი სხვა საქმე არ აქვს ამ ხალხს? ეს რა იციან პოლიტიკური ნიშნით დაყოფა,ის მიშისტია ის ივანიშვილისტი.კარგით რა სირცხვილია ქრისტიანი ადამიანისთვის ასეთი საქციელი.საზოგადოებაში კი არა ოჯახის წევრებშია ხოლმე ზოგჯერ განსხვავებული ხედვა და აზრი,მაგრამ რა უნდა დავჭამოთ, გავაკრიტიკოთ და განვიკითხოთ ერთმანეთი? განა ვინ ვართ,რომ ხვისი განკითხვის უფლება მივცეთ ჩვენს თავს?! სანამ სხვას განიკითხავ და გააკრიტიკებ საკუთარ გულებში ჩავიხედოთ ყველამ..!! ერთმანეთის სიყვარულს ნუ დავკარგავთ ქართველი ერი და სხივსი დასაცინი ნუ გავხდებით.ბრბბოდ ნუ ვიქცევით ..! არც მიშისტი ვარ და არც ივანიშვილისტი,უბრალოდ გული მტკივა ასეთ რაღაცეებზე,ერთმანეთის ლანძღვა-გინებაში ,რომ არიან..ღმერთო გაუნათე ასეთ ადამიანებს დაბნელებული გონება და მოყვასის სიყვარული შესძლებოდეთ..!
01:13 / 20-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინო
გადავირიე ამ ხალხს საქმე აგარააქვტ? ასე ხოცავენ ერტმანეტს?
00:06 / 20-09-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS