19 სექტემბერი, 2013
სალომე გოგიაშვილისა და ნინა წკრიალაშვილის დაპირისპირება სკანდალში გადაიზარდა...
ბოლოს ისიც კი ივარაუდეს, ზვერევმა ამ შედარების გამო სალომეს არ უჩვლოსო... რაზეც სალომემ დაწერა - ''ელტონ ჯონი, მერე ზვერევი, ნუ უკვე თავში ამივარდება არ ვიცი, ეს ახალი ტენდეციაა თუ სხვა რამ ხდება ჩვენს ბომონდურ წრეებში, მაგრამ საჯაროდ ლანძღვა და კამათი მგონი უკვე მოდური გახდა. ცოტა ხნის წინ, შორენა ბეგაშვილი და თიკო სადუნიშვილის ორთაბრძოლის მომსწრენი გავხდით, რომელთაც საასპარეზოდ, ''ფეისბუქის'' საკუთარი გვერდები გამოიყენეს,

ეტყობა ეს იდეა ძალიან მოეწონა სალომე გოგიაშვილსაც და გუშინ საოცარი ფოტო დადო, სადაც ნინა
წკრიალაშვილის გვერდით მიმონტაჟებული რუსული შოუბიზნესის წარმომადგენელი სერგეი ზვერევია გამოსახული.

ნინასაც და ზვერევსაც იმდენი პლასტიკური ოპერაცია აქვთ გაკეთებული, რომ სალომეს კომანტარი - ''იპოვეთ 3 ან 2 ან 1 განსხვავება'' , მართლაც არ იყო უადგილო, რადგან ამ ორ ადამიანს შორის მსგავსება მართლაც დიდია.

ამ პოსტს რასაკვირველია, სალომეს ''ფეისბუქის'' მეგობრებისგან კომენტარებიც მოჰყვა, ზოგი მათგანი წერდა, ''ალბათ ერთსა და იმავე ექიმთან იყვნენ ოპერაციის გასაკეთებელად და ამიტომ ჰგვანან ასე ერთმანეთსო'' , ზოგმა ფანტაზია უფრო გაშალა და დააკომენტარა - ალაბთ ნინამ ზვერევის ფოტო მიუტანა ექიმს, სანამ ოპერაციას გაუკეთებდაო.

ერთ-ერთმა ინტერნეტმომხმარებელმა ნინას ზვერევთან შედარება სალომეს კომპლიმენად ჩაუთვალა, რაზეც სალომემ ეჭვი გამოთქვა, ზვერევმა რომ გაიგოს, ვის შევადარე, მეშინია გული არ გაუსკდესო..

ბოლოს ისიც კი ივარაუდეს, ზვერევმა ამ შედარების გამო სალომეს არ უჩვლოსო... რაზეც სალომემ დაწერა - ''ელტონ ჯონი, მერე ზვერევი, ნუ უკვე თავში ამივარდება..'' .

მოგეხსენებათ, სალომე ელტონ ჯონთან დაკავშირებული ჰომოფობიური გამოთქმის გამო, ტელეკომპანია ''იმედიდან'' გაათავისუფლეს და ამ კომენტარშიც სწორედ ამას გულისხმობდა.
Rating
ნინასა და ზვერევის მსგავსების განხილვაში ხატია სიჭინავაც ჩაერთო, რომელმაც მოუწონა სალომეს პოსტი და სიცილ-ხითხითში აჰყვა საზოგადეობას.

ქეთი ყიფშიძემ კი გაკვირვება გამოხატა და სალომეს კომენტარებში დაუწერა, შენი არა, მაგრამ დანარჩენების რეაქცია გამიკვირდა, რასაც სალომემ ასეთი კომანტარით უპასუხა: ''რატო ქეთ? მაიმუნს ხომ არ შევადარეთ, ზუსტად მის მსგავს ადამიანს მივამსგავსე და შესაბამისი რეაქცია მოჰყვა... ნუ, როგორც თქვა მიშა თუ წავა თავს მოვიკლავო, ეგრე რომ ექნა, ამ ფოტოს ნაღდად არ დავდებდი.''

ამ სიტყვების შემდეგ ალბათ ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ სალომესა და ნინას შორის დაპირისპირება პოლიტიკური ხედვითაა გამოწვეული. მოგეხსნებათ, ნინა ''ნაციონალური მოძრაობის'' აქიტიური მხარდამჭერი იყო, სალომე კი პირიქით, პირველი ოქტომბრის არჩევნების შედეგით გახარებული გახლდათ.

ქეთი მელაძე
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 86 /
სოფო
სალომე ხო ვარსკვლავებს ეთამაშება რა, ქალს კაცის თავი ადევს და სხვებზე ლაპარაკობს, მაგარი თავხედია.
21:49 / 11-07-2014
გამოხმაურება / 0 /
უი მართლაა???
მეზარება წაკითხვა და რაო რა გვინდაო?? :D
21:21 / 11-07-2014
გამოხმაურება / 0 /
ქეთა
ნინა რომ ძალიან მაგარი ადამიანი არის ამას ორი აზრი არ უნდა აი ხატიამ და სალომემ სჯობს ენა გააჩუმონ მაგ ბოზემბა
15:24 / 25-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ქეთა
ნინა რომ ძალიან მაგარი ადამიანი არის ამას ორი აზრი არ უნდა აი ხატიამ და სალომემ სჯობს ენა გააჩუმონ მაგ ბოზემბა
15:22 / 25-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ნათი
ზვერევი უფრო ლამაზია
21:32 / 28-11-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS