04 ივლისი, 2016
ნანუკა ჟორჟოლიანს მიკერძოებულობაში ადანაშაულებენ - „არაობიექტურობა და მიკერძოებულობა დირექტორის ხათრით“!...
„იქს ფაქტორის“ ფინალის წინ კონკურენცია სულ უფრო იზრდება. ნანუკა ჟორჟოლიანმა მისი მხარდაჭერა ღიად გამოუცხადა ავთო აბესლამიძეს.  

„ძალიან მომწონს გიგი, ცირა უხდება სცენას, გოგოები ძალიან მაგრები არიან, მაგრამ გადავწყვიტე დღეს მხარი დავუჭირო ავთო აბესლამიძეს და ჩემო ერთგულო მეგობრებო, მოგიწოდებთ იგივე გააკეთოთ თქვენც.

მიზეზი რატომაც ეს გადაწყვეტილება მივიღე ერთადერთია. დღეს სცენას, კონკურსებს, შოუებს აკლიათ ქართული სიმღერა და აკლიათ მომღერლები, რომლებსაც ეს კარგად გამოსდით. დაურეკეთ ავთოს - ქართული სიმღერის და ჩემი ხათრით“ დაწერა ნანუკამ, რომელსაც სოციალურ ქსელში
კრიტიკა მოჰყვა. 

„ნიკა გვარამიას მხარდაჭერაა ეს და არა ავთოსი! არაობიექტურობა და მიკერძოებულობა დირექტორის ხათრით! რა იცით სხვები რას მღერიან, ასე წინასწარ, მსოფლიო ფორმატის კონკურსზე, ქართული სიმღერის გამო? არადამაჯერებელი არგუმენტია! ჩემი ხმა გიგის“,დაწერა ერთ-ერთმა ნანუკას ფეისბუქმეგობარმა და მისი აზრი ბევრმა მოიწონა.

„უნდა იცნობდე გვარამიას და მერე მე, დირექტორობის გამო რომ რამე გავაკეთო. ძალიან ცუდად მიცნობ და მე არაფერს ვაპრავებ. მაქვს ჩემი აზრი, ჩემი არჩევანი და უფლება, მქონდეს ისინი. მაპატიეთ რომ თქვენსას ვერ დაემთხვა. ნიკა გვარამია რომ გიგის მენტორი ყოფილიყო და იგივე დამეწერა, მეტყოდით რომ ამას მეგობრობის ხათრით ვაკეთებ.  ვისწავლოთ განსხვავებული აზრის პატივისცემა და დავანებოთ თავი კონსპირაციების ძებნას“ პასუხობს კრიტიკოსებს ნანუკა.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
მედეა
როგორც ყენიამ "გაამარჯვებია" ჯანოს, ისე გაამარჯვებიებ შენც მაგ საწყალ ავთოს. შენ იმდენად არ უყვარხარ ხალხს, შენ საწინააღმდეგოს გააკეთებს ყველა!
00:57 / 05-07-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS