18 სექტემბერი, 2013
ვინ შეცვალა თანამდებობაზე ნიკოლოზ რაჭველი და რატომ დატოვა პოსტი
მაშინ კულტურის სამინისტროსა და ნიკოლოზ რაჭველს შორის მცირე დაპირისპირებაც მოხდა. ახალგაზრდა დირიჟორს გასართობი შოუებით ზედმეტი გატაცება დაუწუნეს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, როგორც ბევრი უწოდებდა, წინა მთავრობის ფავორიტ დირიჟორს, ნიკოლოზ რაჭველს პრობლემები შეექმნა.

მოგეხსენებათ, ის ყველა სამთავრობო ღონისძიებაში შეუცვლელი წევრის სტატუსით მონაწილეობდა, გახლდათ ეროვნული მუსიკალური ცენტრის დირექტორი. გარკვეული ხნის წინ ამ ორგანიზაციის საქმიანობით ახალი მთავრობა დაინტერესდა.

ეს გარკვეული სკანდალის მიზეზიც გახდა. მაშინ კულტურის სამინისტროსა და ნიკოლოზ რაჭველს შორის მცირე დაპირისპირებაც მოხდა. ახალგაზრდა დირიჟორს გასართობი შოუებით ზედმეტი გატაცება
დაუწუნეს.

იმავე პერიოდში დირიჟორმა ''კვირის პალიტრასთან'' ინტერვიუში განაცხადა, რომ თუკი კულტურის მინისტრს მის წინააღმდეგ შეგნებული მიზეზები არ ჰქონდა, მაშინ გურამ ოდიშარია გარემოების მსხვერპლი აღმოჩნდა და საკუთარმა თანამშრომლებმა რაჭველის საწინააღმდეგოდ აგორებულ კამპანიაში გამოიყენეს.

იმავე ინტერვიუში რაჭველი დასძენდა, რომ საჭირო იყო, ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობა არჩევითი ყოფილიყო. როგორც ჩანს, მან იდეის განხორციელება განიზრახა და თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა.

ამის თაობაზე მცირე ხნის წინ გახდა ცნობილი, დღესვე ''ფეისბუქის'' საკუთარ გვერდზე თავადვე განმარტა თანამდებობიდან წასვლის მიზეზები.

კერძოდ, მუსიკოსი მისი შემოქმედებით დაინტერესებულ ადამიანებსა და გულშემატკივრებს მიმართავს და აცხადებს, რომ მისი გადადგომის შემდეგ, მისივე ინიციატივითა და კულტურის მინისტრის მხარდაჭერით, ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელსა და დირიჟორს თავად ორკესტრის წევრები აირჩევენ.

ეს, მისივე შეფასებით, ამ სფეროში გადადგმული პირველი ევროპული ნაბიჯია. აქვე რაჭველი დიდ მადლობას უხდის ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში გატარებული წლებისთვის ყველა იმ ადამიანს, რომელიც გვერდში ედგა და წარმატებებს უსურვებს ეროვნული მუსიკალური ცენტრის ახალ გენერალურ მენეჯერს, ნინო ნახუცრიშვილს.

საინტერესოა, რომ რაჭველი არასდროს მიიჩნევდა თავს ერთი რომელიმე მთავრობის გამორჩეულ ფავორიტად და აცხადებდა, რომ ის თავის დროზე ზვიად გამსახურდიას, შემდეგ კი შევარდნაძის ფავორიტიც გახლდათ. საგულისხმოა, რომ ციხის კადრების გავრცელების შემდეგ, ერთი წლის წინ, მან საზოგადოებას ბოდიში მოუხადა იმის გამო, რომ იმ დღეს ''ვერის უბნის მელოდიების'' ჩვენება არ გადაიდო.

სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 6 /
Manana
Kartvelebo ra gemartebat?37celia?unichieres musikos ras ervhit?
17:22 / 21-09-2013
გამოხმაურება / 0 /
მერაბი
უდაოდ ნიჭიერია. მაგრამ საქართველოში, ხელოვნების სფეროში ბევრი ნიწიერია და არა მგონია, მისი შემცვლელის მოზებნა გაწირდეს...
12:10 / 21-09-2013
გამოხმაურება / 0 /
მაია
ეს კთილშობილი რაჭველი როგორ აიძულეთ წასულიყო? ნიჭიერებას არ ავიწროვებს ნორმალური მინისტრი,ეს კაცი თავისი მოადგილით უფრო და უფრო აღარ მომწონს...
22:51 / 20-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ტასო
ეს კაცი რომ ნიჭიერია ამაზე ლაპარაკიც ზედმეტია.საინტერესოა მასზე ნიჭიერს ვის მოძებნიან,
01:38 / 20-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ეკა
ვაი თქვენს პატრონს ასეთ ნიჭიერ ბიჭი არ გინდად და რა ჯანდაბა გინდათ აბა
02:00 / 19-09-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS