"მთელი ამ პროცესების განმავლობაში ჩემი გულწრფელი სურვილი იყო საზოგადოებას მოესმინა სიმართლე და ეს პროცესები ყოფილიყო საჯარო. მე დღეს ვიმყოფები იზოლირებულ საკანში, თუმცა მაქვს რადიომიმღები
ფსალმუნებით დავდივარ სასამართლოში, მუხლებზე მიდევს და ვკითხულობ რომ კამერამ არ დააფიქსიროს. რა პროცესებიც მიმდინარეობს რეალურად, რაც აქ ხდება, სხვა ინტერპრეტაცია მიეცა ამ ყველაფერს და ამ ყველაფერმა ნაფიც მსაჯულებზე იქონია გავლენა. არავის მივცემ უფლებას, მომართოს მსაჯულები ჩემ წინააღმდეგ. ვისიამოვნე ჩემი მსაჯულების შეკითხვებით, რომელიც მათ ჩემი დაკითხვის დროს დამისვეს და მინდა ჩემს ნაფიც მსაჯულებთან დავრჩე და მათ ვაჩვენო ჩემი სიმართლე. ამიტომ ვითხოვ ჩემი საბოლოო სიტყვა და ასევე ბრალდებისა და დაცვის საბოლოო სიტყვები დაიხუროს. ეს მე სიცოცხლეს მიწყვეტს'', - განაცხადა მაგდა პაპიძემ. იხილეთ სრულად