04 ივლისი, 2016
"შეყვარებულები მართლა ვართ, ოღონდ..." - რას ამბობს გიორგი ვარდოსანიძე სოფო ნიჟარაძესთან "რომანზე"
ბოლო დროს ჭორი გავრცელდა, რომ მსახიობი გიორგი ვარდოსანიძე და მომღერალი სოფო ნიჟარაძე შეყვარებულები არიან. ეს ამბავი იმ ვიდეოს მოყვა, რომელიც სოფომ სოციალურ ქსელში განათავსა და სადაც ისინი ერთად მღერიან. რა რეაქცია აქვს ჭორებზე და არის თუ არა რეალურად მის ცხოვრებში საყვარელი ადამიანი - გიორგი ვარდოსანიძე ჟურნალ "თბილისელებთან" საუბრობს. გთავაზობთ ამონარიდებს ვრცელი ინტერვიუდან:

"...როცა ჩემს საცოლეს, თამთა შალამბერიძეს დავშორდი, მაშინაც დიდი ამბავი ატყდა; სალომე ჭაჭუა რომ მოვიყვანე ცოლად და დავშორდი, იმაზეც ბევრი იჭორავეს. თავიდან მომწონდა ჩემზე
ჭორები და ვიპრანჭებოდი; მერე ვღიზიანდებოდი, ვიბრძოდი, მერე კი მივეჩვიე.

ახლა ჩემთვის ჭორები მეასეხარისხოვანია. მიმაჩნია, როგორც კაცს გაუსწორდება, ისე უნდა იცხოვროს. ვერავის ლაპარაკს ვერ ავყვები, ვერავის ცხოვრებით ვერ ვიცხოვრებ და ვერც იმას გავუწევ ანგარიშს, ვის რა მოსწონს. მე ჩემი ცხოვრება მაქვს და, როგორც მომინდება და ვისთანაც მომინდება, ისე ვიცხოვრებ. იმდენი ჭორი გავიგე ჩემს თავზე, იმდენთან დამაწვინეს და მომკლეს, უკვე ვეღარ ვითვლი.

ნახევარ თბილისთან ვიწექი, ნახევარი თბილისი ცოლად მოვიყვანე და, ხანაც, გეი ვარ, არადა, არც ბაბნიკობის სურვილი მქონია და არც გეობის. როგორც ყველა თავისუფალი მამაკაცი ცხოვრობს, ისე ვცხოვრობ მეც. იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 11 /
ვარდოსანიძე
იმდენად გოიმია, რომ ზღვის კურორტებზე რომ ისვენებს, მერე მასთან გამოსამშვიდობელ საღამოებს აწყობს ხოლმე, და ამისთვის ფულს მეზობელ დამსვენებლებში აგროვებს. მერე კი ყვება რომ ისე უყვართ რომ ფანებმა გაცილება მოუწყვეს.ასეთი ხამი ეს როა იშვიათად თუ დაიბადება. პატარა დამსვენებლებიც კი დასცინიან უკვე. იმათაც კი მივხდნენ ეს რას ჩალიჩობს.
20:45 / 04-07-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS