28 ივნისი, 2016
„ცეკვავენ ვარსკვლავების“ გამარჯვებული სტანისლავ ბონდარენკო გახდა - „სტანისლავმა გაიმარჯვა და ჯანო დაჯილდოვდა“
"ცეკვავენ ვარსკვლავების" მეექვსე სეზონის გამარჯვებული სტანისლავ ბონდარენკო გახდა. მას საჩუქრად ბინა გადაეცა, ხოლო მეორეადგილზე გასულ ანდრია გველესიანს საჩუქრად მანქანა გადაეცა. საჩუქრის გარეშე არ დარჩენილა ჯანო იზორია. მას სუხიშვილებმა თბილისში ბინა გადასცეს. ჯანომ გარდა ამისა სხვა პრიზებიც მიიღო.

სოციალურ ქსელში სტანისლავ ბონდარენკოს გამარჯვებას შემდეგი კომენტარებით ეხმაურებიან:

"სტანისლავმა გაიმარჯვა და ჯანო დაჯილდოვდა"

"მგონი მეზობლები იქნებიან ახალ ბინაში"

"ქველმოქმედი , უკეთილშობილესი, რომელსაც ძალიან შეუყვარდა ყველაფერი ქართული. ბრავო! დამსახურებული გამარჯვებააა!
ღირსეული გამარჯვებაა გ ი ლ ო ც ა ვ
თ !!!! (ჯანომ იმდენი იწუწუნა, რომ სტასსაც გადაასწრო საჩუქრებში)"

"ფუი, თქვენს ქართველობას. სტასსს არაფერს ვერჩი, მაგრამ შტერობაში გადაგდით ეს სტუმართმოყვარეობა"

"ეს სტუმართმოყვარეობა არააა! ეს ღირსეული გამარჯვებაააა! ვეთანხმები დანარჩენებს! ეს, ქართულ ტელესივრცეში, მუსიკალური პროექტების ისტორიის მანძილზე, პირველი სამართლიანი ჩვენება გულშემატკივართა შეფასებისა"!!!

"ღირსეული გამარჯვებული ყავს პროექტს, კიდევ კარგი"

ყველაზე გახარებული კი სტანისლავის შვილი მარკია, რომელმაც ცრემლები ვერ შეიკავა, როდესაც გაიგო, რომ პროექტში მამისმა გაიმარჯვა.

Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 18 /
murmani
გამარჯვებულ მიხოსა დიდი ლენინის პორტრეტი,ხოლო დამარცხებულ ჩემს ძმასა ავტომანქანა ,,ვოლგა,,!
14:33 / 30-06-2016
გამოხმაურება / 0 /
ლუზი
სტას, გილოცავ შენ და შენ შვილს ღირსეულ გამარჯვებას. ისე ნიკე თუ დაოჯახებული არ არის შენთვის კარგი მეორენახევარი იქნებოდა. დიდი წვლილი მიუძღვის შენ გამარჯვებაში.ბინა საქართველოში და ცოლიც ქართველი.აუუ,რა მაგარი იქნებოდა.
00:24 / 30-06-2016
გამოხმაურება / 0 /
მადონა კოვზირიძე
ეს შოუა,და შოუსში იმარჯვებს ის ვისაც დიდი ტალანტიაქვს,გილოცავ სტას ,შენ ამ მხრივ დაჯილდოვებულიხარ და გამარჯვებაც სამარტლიანია.
14:35 / 29-06-2016
გამოხმაურება / 0 /
ციცო
ხალხო მოეშვით გაკრიტიკებას,და სიყვარულით მიიღეთ ყველა ის ადამიანი ვისაც საქართველო და ქართველები უყვარს.სტასს ხომ ქართველები უყვარს?
13:54 / 29-06-2016
გამოხმაურება / 0 /
ნნნ
ვითომ ბომონდმა ვერფერი გაიმეტა , მაგრამ სამაგიეროდ ხალხმა გაიმეტა ყველაზე მთავარი სიყვარული და საჩუქარი
11:59 / 29-06-2016
გამოხმაურება / 0 /
ნნნ
სტას ეს სენ დაიმსახურე შენი ადამიანობის, ნიჭიერების, სიკეთის და თავმდაბლობის გამო, უყვარხარ თითქმის მთელ საქართველოს...!
11:41 / 29-06-2016
გამოხმაურება / 0 /
ნანი ცირეკიძე
არც სტუმართმოყვარეობა მაკლია და არც მოყვასის სიგვარული,მაგრამ ეს პროექტები არსად არ მიმაჩნია სწორად.ჩვენ ძველებს უთქვამს"პური მეპურემ უნდა გამოაცხოს"ასეთ ხელოვნებას ხელოვანმცოდნეები უნდა განსჯიდნენ და არა ხალხი ვინც სიმპატიებითა და ვიზუალურობით აფასებს.
21:01 / 28-06-2016
გამოხმაურება / 0 /
lia
Stasi magaria, gvelesianis cekvas erqva cekva??Daborialobda scenaze))))
19:26 / 28-06-2016
გამოხმაურება / 0 /
მაკო
სტას და ნიკეს ვულოცავ გამარჯვებას!
19:15 / 28-06-2016
გამოხმაურება / 0 /
მეა
იხარე სტანისლავ! ბედნიერებაში მოიხმარე ეგ ბინა. ბევრჯერ შეირცხვინა თავი ჟიურიმაც და ორგანიზატორებმაც თქვენს წინაშე, მაგრამ ღიმილით უხდიდი მათ საპასუხოდ. ამიტომ შეგიყვარა ქართველმა ხალხმა. ვაჟკაცობით,პროფესიონალობით და იმ ხიბლით რასაც გულით ატარებთ. იმედს ვიქონიებთ რომ ქართულ კულტურასთან თქვენი კავშირები გაიზრდება.
12:34 / 28-06-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS