წერილების მთავარი გმირი შორენა ბეგაშვილი გახლდათ. ანონიმი გვწერდა, რომ შორენა ბიზნესმენ ირაკლი ნანაძეზე იყო შეყვარებული და სამი შვილის მამა ტელევარსკვლავს ძვირფასი
შემდეგ მოგვწერეს, რომ ერთად გაემგზავრნენ საზღვარგარეთ, გამოგვიგზავნეს ნანაძის ფოტოც, მაგრამ რადგან შორენა ბოლო დროს, პრესასთან თითქმის აღარ თანამშრომლობს, ინფორმაციის პირველ წყაროსთან გადამოწმების გარეშე მასალის გაშვება არ ვიკადრეთ.
მართალია, მაშინ შორენა ''დავინდეთ'' , მაგრამ ინტერნეტში მაინც გამოჩნდნენ საიტები, რომლებმაც ბეგაშვილი-ნანაძის სიყვარულის ისტორია ფართო საზოგადოებას სკანდალურად მიაწოდეს, მაგრამ არც ამ შემთხვევაში გაუკეთებია ბეგაშვილს კომენტარი.
შორენას და ირაკლის ურთიერთობა ერთგვარ სერიალად იქცა და როგორც ჩანს, ანონიმი კარგად მუშაობდა, რადგან მინიმუმ კვირაში ერთხელ მათი გადაადგილების შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდებოდა. წერდნენ რომ წყვილი საზღვარგარეთ ისვენებდა, ნანაძემ უკვე ოჯახი დაანგრია, შორენას ძვირფასი საჩუქარი უყიდა... ბოლო წერტილი კი მისი "ფეხმძიმობა" აღმოჩნდა.
მეტი დამაჯერებლობისთვის კი, შორენას ფოტოც გამოაქვეყნეს, სადაც მუცელზე უდევს ხელი. თვით დიდმა ''ფსიქოლოგმა'' გია ჯაჯანიძემ კი მომავალი ბავშვის სქესიც გამოიცნო და ყველა გაგვახარა, რომ შორენას ერთადერთი გოგონას შემდეგ ბიჭი შეეძინებოდა.
ეს თემა შორენას ''ფეისბუქის'' კედელზე უკვე იქცა ხუმრობის თემად. მსახიობის ახლობლები გაოცებულები არიან, მის ფეხმძიმობას საიტებიდან რომ იგებენ.
''გოგო, ფეხმძიმედ ვყოფილვართ და ვერ გაგვიგია'' , _ წერს შორენას კედელზე ერთ-ერთი მეგობარი. თუმცა მის ამ პოსტს ქართველი სექსიმბოლო მხოლოდ ღიმილით გამოეხმაურა.
ქეთი მელაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''




















