17 სექტემბერი, 2013
შორენა ბეგაშვილის ფეხმძიმობამ მეგობრები შოკში ჩააგდო
ეს თემა შორენას ''ფეისბუქის'' კედელზე უკვე იქცა ხუმრობის თემად. მსახიობის ახლობლები გაოცებულები არიან, მის ფეხმძიმობას საიტებიდან რომ იგებენ მსახიობი და ტელეწამყვანი შორენა ბეგაშვილი, ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან პოპულარულ ადამიანებს შორის, ვისზეც ყველანაირი ჭორი დაწერილა და თან ისე, რომ მასთან გადამოწმებაც არ უცდიათ. რამდენიმე თვის წინ, რეიტინგის ფოსტაზე ერთი და იგივე ადამიანისგან გამოგზავნილი სხვადასხვა შინაარსის წერილები მოგვდიოდა.

წერილების მთავარი გმირი შორენა ბეგაშვილი გახლდათ. ანონიმი გვწერდა, რომ შორენა ბიზნესმენ ირაკლი ნანაძეზე იყო შეყვარებული და სამი შვილის მამა ტელევარსკვლავს ძვირფასი
საჩუქრებით ანებივრებდა.

შემდეგ მოგვწერეს, რომ ერთად გაემგზავრნენ საზღვარგარეთ, გამოგვიგზავნეს ნანაძის ფოტოც, მაგრამ რადგან შორენა ბოლო დროს, პრესასთან თითქმის აღარ თანამშრომლობს, ინფორმაციის პირველ წყაროსთან გადამოწმების გარეშე მასალის გაშვება არ ვიკადრეთ.

მართალია, მაშინ შორენა ''დავინდეთ'' , მაგრამ ინტერნეტში მაინც გამოჩნდნენ საიტები, რომლებმაც ბეგაშვილი-ნანაძის სიყვარულის ისტორია ფართო საზოგადოებას სკანდალურად მიაწოდეს, მაგრამ არც ამ შემთხვევაში გაუკეთებია ბეგაშვილს კომენტარი.

შორენას და ირაკლის ურთიერთობა ერთგვარ სერიალად იქცა და როგორც ჩანს, ანონიმი კარგად მუშაობდა, რადგან მინიმუმ კვირაში ერთხელ მათი გადაადგილების შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდებოდა. წერდნენ რომ წყვილი საზღვარგარეთ ისვენებდა, ნანაძემ უკვე ოჯახი დაანგრია, შორენას ძვირფასი საჩუქარი უყიდა... ბოლო წერტილი კი მისი "ფეხმძიმობა" აღმოჩნდა.

მეტი დამაჯერებლობისთვის კი, შორენას ფოტოც გამოაქვეყნეს, სადაც მუცელზე უდევს ხელი. თვით დიდმა ''ფსიქოლოგმა'' გია ჯაჯანიძემ კი მომავალი ბავშვის სქესიც გამოიცნო და ყველა გაგვახარა, რომ შორენას ერთადერთი გოგონას შემდეგ ბიჭი შეეძინებოდა.

ეს თემა შორენას ''ფეისბუქის'' კედელზე უკვე იქცა ხუმრობის თემად. მსახიობის ახლობლები გაოცებულები არიან, მის ფეხმძიმობას საიტებიდან რომ იგებენ.

''გოგო, ფეხმძიმედ ვყოფილვართ და ვერ გაგვიგია'' , _ წერს შორენას კედელზე ერთ-ერთი მეგობარი. თუმცა მის ამ პოსტს ქართველი სექსიმბოლო მხოლოდ ღიმილით გამოეხმაურა.

ქეთი მელაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 11 /
დათო
ხალხნო რომ დაორსულდეს რა არის გასაკვირი? ალამ გააჩინა შვილები და შორენა ხომ უფრო ახალგაზრდაა. ვისაც უნდა იმას მიცემს რა თქვენი თრაკის საქმეა?
16:12 / 21-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ნატაშა
ვაიმე ჟურნალისტებს აგარც სირცხვილის გრძნობა შეგრჩათ? საიდან უგონებთ ამ ქალს ამდენ ტყუილებს? მე ძაან მომწონს შორენა და თან ცოდოა თქვენღა აკლდით!!! მოეშვით ამ დებილური სტატიების წერას!!!!
15:43 / 29-09-2013
გამოხმაურება / 0 /
გიგოლა
ვაიმეეე ხალხნო სულ გააფრინეტ?საიდან ესოდენ ტყუილები?
15:38 / 29-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ნათია
სირცხვილია ხალხნო, სად, რომელ ქვეყანაში ყავთ ამდენი შტერი ქალი, სხვაზე ვეღარაფერზე აზროვნებთ გოგოებო? ეს არის თქვენ ტვინში მარტო? ვინ გათხოვდა, ვინ დაფეხმძიმდა, ვინ დაწვა კაცთან, თუმცა კაცები სადღა არიან. აიღეთ წიგნი და წაიკითხეთ, ან ხელსაქმეს მოკიდეთ ხელი, სხვისი ფეხმძიმობისა და კაცთან დაწოლის გარდა აღარაფერი გაინტერესებთ?
12:44 / 26-09-2013
გამოხმაურება / 0 /
რამნიშვნელობააქვს
მეტი საქმე არ გაქვთ?შორენაზე ნორმანული ვერავინ ნახეთ?ეს იმ სიტუაციას მაგონებს ცხვრის ფარა რომ შემოტრიალდება და კოჭლი ცხვარი დროებით რომ წინ მოექცევააააააა
20:12 / 22-09-2013
გამოხმაურება / 0 /
კეტი
აღარ გრცხვენიათ, ნუტუ ისე დაბალ დონეზეა ქარტული ჟურნალისტიკა რომ დასაწერ თემას ვერ პოულობთ.
14:25 / 19-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ablabuda
რა სტატიები იბეჭდება საერთო სოფლის შეკრებააა თუ რა ხდება
19:45 / 18-09-2013
გამოხმაურება / 0 /
tea
მეც დავფეხდზიმდი სანამ სტატიას ცავიკიტხავდი
16:06 / 17-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ბუდა
რა მოგიგონიათ არვიცოდე მაინც ვინ არის ნანაძე, ვაი თკვენს პატრონს
14:35 / 17-09-2013
გამოხმაურება / 0 /
მაიკო
თქვენ ისეთი პროფფესიონალი ჟურნალისტებისგან დაკომპლექტებული რედაქცია გყავთ მაგას როგორ იკადრებდით გადაუმოწმებელი ინფორმაცია დაგებეჭდათ :D :D:D:D
13:44 / 17-09-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS