24 ივნისი, 2016
''ამბავი მინდა მოგიყვეთ... მაია თაბაგარი არასოდეს იკადრებდა იმას, რასაც ნანა ლეჟავა იკადრებს''
როგორც ცნობილია, „იმედის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი მაია თაბაგარი სამსახურიდან გაათავისუფლეს და მის მაგივრად ნანა ლეჟავა დაინიშნა.

ნანუკა ჟორჟოლიანი
''იმედში'' მიმდინარე მოვლენებს შემდეგი სტატუსით ეხმაურება. 

''ამბავი მინდა მოგიყვეთ. რატომღაც მგონია უნდა იცოდეთ.

მამაჩემმა 2006 წელს იყიდა თბილისის ზღვაზე მიწა და ააშენა სახლი. მისი და თბილისის ზღვის ისტორია ცნობილია. ყველა დაცინოდა მანდ მიწას რატომ ყიდულობო:) ის ამტკიცებდა რომ ტერტორია როდესმე მიმზედველი გახდებოდა. სახლშიც ბევრი წინააღმდეგობა ქონდა, მაგრამ თავისი გაიტანა. მოკლედ, ზურიკო და დაჯი ( ჩემი მშობლები) სიბერისთვის
სამოთხეს წლებია, აგურ-აგურ აშენებენ თბილისის გარეუბანში.

ერთხელაც ჟურნალისტმა ნანა ლეჟავამ მოამზადა სიუჟეტი, თბილისის ზღვაზე კოდუამ აგარაკი აიშენაო. ვრცელი ზღაპარი მიუძღვნა ამ ამბავს. მამაჩემმა დაურეკა, იმიტომ რომ მას პირადად იცნობდა, კიევში ნარინჯისფერი რევოლუციის დროს როგორც ჩემთვის, ისე ნანასთვის მოქონდა თერმოსით ყავა. ყინვები იყო მაშინ უკრაინაში და ცხელ ყავას სულ სხვა ფასი ქონდა :) მოკლედ, დაურეკა ზურიკომ და უთხრა, შვილო ჩემია ეს სახლი, რა მიჭირს სხვის სახლში ვიცხოვროო, მოდი განახებ საბუთებს როდის ვიყიდე მიწა, როდის დავიწყე სახლის მშენებლობაო. ნანა დაპირდა მოვალ აუცილებლადო. პირობა პირობად დარჩა, მაგრამ ამას ვინ დაეძებს. იმავე ადგილას მივიდა და მეორედ გააკეთა რეპორტაჟი იგივე პათოსით. თითქოს სახლი ერეკლე კოდუას ეკუთვნოდა.

ჩემი ძმა რომ დააკავეს ხომ გახსოვთ. სახლიდან აიყვანეს. სპეცრაზმი ისე შევიდა გეგონება ტერორისტს იჭერდნენ. დედაჩემი ამიტომაც იყო ნაწყენი. ნიღბიანები ვერ გაიგო რატომ იყო აუცილებელი აყვანის დროს. ირაკლი საქართველოში არ იყო და შესაბამისად ვერანაირ ინფორმაციას ვერ ვიგებდი დიდხანს. უფრო მართალი ვიქნები თუ ვიტყვი რომ ინფორმაცია აგვიანებდა. მოკლედ, მიშკას ამბავი კი იცით, იჯდა გლდანში მაგრამ ეს სხვა თემაა. ნანა ლეჟავამ გააკეთა რეპორტაჟი თითქოს მიშკა ქუჩაში აიყვანეს, ვისოლის ოფისთან სადაც თითქოს ერეკლე კოდუა მივარდა ამას როგორ ბედავთო. ამ ამბავს ტყუილში არ ჩავუთვლიდი რომ არა ერთი ამბავი. ჩემმა ოჯახმა როდესაც გაიგო, რომ რეპორტაჟის გასაკეთებლად ნანას გადაცემა იყო მისული სახლში, კარები გაუღეს და მოუყვნენ რეალობა რა იყო. მიშკა სახლიდან როგორ გაიყვანეს, ყველა დეტალი მოკლედ..

ნანა ლეჟავა რომ ამ ყველაფერს ფარულად წერდა სხვა თემაა, პრობლემა იმაშია რომ მაინც ტყუილი თქვა.

მამალი ტყული თან. ანუ რაც ჩემი ოჯახის წევრებმა მოუყვნენ უბრალოდ დამალა. მახსოვს მისი კომენტარი ბესლანში რომ დააკავეს, ისეთი რაღაც დამალევინეს აღარაფერი აღარ მახსოვსო და ამიტომაც არ მიკვირს. იმიტომ რომ ეს არის გოგო, რომელმაც შიძლება ყველაფერი იკადროს.

არ გეგონოთ ეს წყენა პირადი იყოს. წარმოგიდგენიათ რამდენი სიუჟეტი გაკეთებულა ჩემს ყოფილ მეუღლეზე? მიშკაზე სხვებმაც გააკეთეს რეპორტაჟი, მაგრამ როდესმე რამე მითქვამს კოლეგებზე? არასოდეს. იმიტომ რომ ჟურნალისტებიც ვცდებით ხანდახან. წყარო ჩვენც გვატყუებს, მაგრამ როცა მეორე მხარე კომენტარს გაძლევს და არ აჩვენებ, მალავ და მაინც ტყუილის ტირაჟირებას აკეთებ მხოლოდ ოროსანი ჟურნალისტი არ ხარ. უბრალოდ საშიში ადამიანი ხარ, რომელიც ყველაფერს იკადრებ.

აი, ასეთი გოგო დანიშნეს ''იმედის'' საინფორმაციო სამსახურის უფროსად და იცით რატომ? მაია თაბაგარი არასოდეს იკადრებდა იმას, რასაც ნანა ლეჟავა იკადრებს. ესე იგი უნდათ ტყუილი, ტყუილი და მხოლოდ ტყუილი. არაფერი ტყუილის გარდა. ამას კიდევ ბევრი არ იკადრებს ქართულ მედიაში''.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 23 /
ზაზა ბენიძე
ვისგან ვისმენთ სიმართლეს, უსირცხვილობასაც აქვს საზღვარი. ისე ერთი სკოლაში აქვთ განათლება მიღებული ორივეს.
10:35 / 25-06-2016
გამოხმაურება / 0 /
ჟორჟოლიანს ხმა აქვს ამოსაღებიიიიიიიიიი?????????? ნანა უჭკვიანესი, მაგარი ადამიანია, და ყველამ იცის ჟორჟოლიანი რა ჩამშვებია, ბოროტი, უზრდელი
06:27 / 25-06-2016
გამოხმაურება / 0 /
ზაზა ვაჩაძე
--- ნანა მიდი აჩვენე კლასი მაგ წყალტუბოელ ყანას ! ! !
00:18 / 25-06-2016
გამოხმაურება / 0 /
ანა-
მე არც ნაცი ვარ და არც ქოცი მაგრამ ნანუკას გულწრფელობაში ეჭვი არ მეპარება თანაც /მისი მშობლების ბინის საკითხი/ხომ ძალიან მარტივი გადასამოწმებელია?ასეთ ტყუილს ვინ იტყვის?
22:53 / 24-06-2016
გამოხმაურება / 0 /
ნიკოლოზი
ვეთანხმები ნანუკა ჟორჟოლიანს. მსგავსი რამ იკადრა ლეჟავამ ჩემს ძმასთან დაკავშირებით. საერთოდაც, ყველაფრის მკადრებელია. გაიხსენეთ, ოქრუაშვილის პარტიაშიც იყო, იქაც ძალიან ცუდად მოიქცა.
22:14 / 24-06-2016
გამოხმაურება / 0 /
ლია
ნანა ლეჯავასი არ ვიცი მაგრამ ნანუკა პირდაპირი გოგოა. არც თავისას მალავს და არც სხვისას
20:50 / 24-06-2016
გამოხმაურება / 0 /
L.K.
ამ ჟორჟოლიანს პატრონი არ ჰყავს?
17:39 / 24-06-2016
გამოხმაურება / 0 /
ბერიტა
წარმატებები ნანა, გაგიჟდნენ , გადაირივნენ ნაცუებიიიი, ესე იგი უნდა გაგვიხარდეს.ეს რომ ვინმეს ტყუილზე და ბუქიაობაზე ილაყბებს, მაგრამ იციან ჩალით გადაბურეს ეს ქვეყანა და....
16:34 / 24-06-2016
გამოხმაურება / 0 /
მანანა
მეგონა ლეჟავა წერდა ჟორჟოლიანზე. :)
16:34 / 24-06-2016
გამოხმაურება / 0 /
ნი-ნია
ნანუკა ჟორჟოლანს ვენდობი,იმიტომ, რომ წერს იმას რაც მხოლოდ მის ოჯახს ეხება და სხვა ფაქტებს არ კადრულობს რომ გაგიხსენოს ლეჟავა! და კიდევ ,ნაცები რომ გაუხსენე ნანუკას ,უკვე ჩანს ,რომ "ჯიბის"ჯურნალისტიკის წარმომადგენელი ხარ ,რაც ნიშნავს იმას,რომ ყველაფერზე წამსვლელი ხარ,რა შუაშია მედიასთან -პოლიტიკური "სიმპატიები"?! ტყუილად თავებს ნუ მოიმტვრევთ ძიებით ,ჩვეულებრივი მაყურებელი ვარ,იმ ვახკანალიისა ,რაც ქართულ მედიაში ხდება და რაც ასეთ უხერხულობას გვიქმნის, ჩვენ -მოქალაქეებს!
16:25 / 24-06-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS