„დავით ოქიტაშვილის განცხადება
მეგობრებო, მინდა ჩემს მიერ გუშინ გაკეთებული კომენტარების ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს გამოვეხმაურო!
ორაზროვნად იქნა გაგებული ჩემი კომენტარი, სტანისლავ ბონდარენკოს გეგმებთან დაკავშირებით. სააგენტოებმა გაავრცელეს ინფორმაცია და სათაურად დაწერეს ის, რაც უკვე არ განხორციელდება. მე ამაზე ტექსტში გასაგებად ვამბობდი, თუცა ბევრი მხოლოდ სათაურს კითხულობს და აქედან გამომდინარე ატყდა ეს გაუგებრობა!
ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს ნამდვილი გამარჯვებული! ჩვენ კი დავამატებთ: ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს და არა ერთულებმა, რომლებიც გამარჯვების შემთხვევაში თვითონ არ გააკეთებდნენ არაფერს.
ახლა პროექტის ფინალში ორი უნიჭიერესი მსახიობია და გვინდა წარმატებები ვუსურვოთ სტანისლავსაც და ანდრიასაც.
ჩვენის მხრივ, საქართველოს კულტურის პალატა, გააგრძელებს იმ საქმეს, რასაც დღემდე აკეთებდა ქართული კულტურის მოღვაწეებისთვის!
ამჯერად კი ჯანო იზორიასთვის გააკეთებს საქმით იმას, რაზეც სხვები მხოლოდ სტატუსებად საუბრობენ!“