24 ივნისი, 2016
„თუ მე ვიქნები პროექტ -„ცეკვავენ ვარსკვლავების" გამარჯვებული, მინდა განვაცხადო, რომ ბინას, რომელსაც მივიღებ, ჩემს მეგობარს ჯანო იზორიას გადავცემ“
სოციალურ ქსელში არ წყდება კამათი, "ცეკვავენ ვარსვლავებში" ჯანო იზორიას ფინალში არ მოხვედრის შესახებ. ბლოგერმა გურამ შეროზიამ ვრცელი ბლოგი მიუძღვნა ამ ამბავს - „დაიმახსოვრეთ, რომ ეს არ არის საქველმოქმედო კონკურსი, სულ რომ ხიდის ქვეშ ცხოვრობდე, მამინაცვალი გაუპატიურებდეს, თუ მეხი დაგეცეს – არ გვაინტერესებს! გულით თანაგრძნობა სხვა თემაა, მაგრამ მოგებისთვის – აუცილებელია კარგი ცეკვა“, წერდა შეროზია.

გურამ შეროზიას ბლოგი გაიზიარა დავით ოქიტაშვილმა. „არ მინდოდა გამომექვეყნებინა ის მიმართვა რასაც ვაპირებდით მასთან ერთად მისი მეგობრები. მაგრამ ამ უაზრო ლანძღვა-გინებამ
გადაგვაფიქრებინა. დაე, გადაწტყვიტოს ქართველმა ბრძენმა ერმა გამარჯვებული“
დაწერა დავით ოქიტაშვილმა და სტანისლავ ბონდარენკოს განცხადება გაავრცელა:

"სტანისლავ ბონდარენსკოს განცხადება

მინდა ჩემთვის ძვირფას ქართველ საზოგადოებას, ჩემს საყვარელ მაყურებელს მივმართო.

მე, საქართველოში ქველმოქმედებისთვის ჩამოვედი მეგობრებო. ჩემი მიზანი აქ ჩამოსვლის იმ ადამიანების თანადგომა იყო, არის და იქნება, ვინც დახმარებას განსაკუთრებით საჭიროებენ. ვისი ჯამრთელობისთვის ჩვენ, ადამიანებს შეგვწევს უნარი და ძალისხმევა, რომ ვაკეთოთ კეთილი საქმე და გვერდით დავუდგეთ მათ. მიხარია, რომ მე შევძელი რამდენიმე ბავშვის დასახმარებლად მცირე წვლილის შეტანა.

ბედნიერი ვარ იმ დამოკიდებულებით, რაც ქართველი ხალხის მხრიდან ვიგრძენი და დღემდე ეს დამოკიდებულება ასეთი თბილია. ჩემთვის სასიამოვნო ფაქტია, რომ ვარ სახალხო პროექტის"ცეკვავენ ვარსკვლავების" მონაწილე, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ამ პროექტში მოხვედრა ჩემი თვითმიზანი არ ყოფილა მეგობრებო. მივიღე წინადადება და რა თქმა უნდა, სიამოვნებით დავთანმხდი. ქართველი საზოგადოების მხარდაჭერით, დღეს უკვე პროექტის ფინალისტი ვარ.

მე ვგრძნობ ამ დიდ თანადგომის მიღმა, როგორი გულწრფელი სიყვარული დავიმსახურე თითოეულ თქვენგანში. ამ უდიდეს ჯილდოს, რასაც ხალხის სიყვარული ჰქვია, მინდა ჩემი მოკრძალებული განცახდებით ვუპასუხო.

ჩემო მაყურებლებო, ჩემო მხარდამჭერებო იმ შემთხვევაში, თუ მე ვიქნები პროექტ -"ცეკვავენ ვარსკვლავების" გამარჯვებული, მინდა განვაცხადო, რომ ის ბინა, რომელსაც მივიღებ, ჩემს მეგობარს ჯანო იზორიას გადავცემ.

ის ამას ნამდვილად იმსახურებს. მე ვიცი, რომ ჯანო არის საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხიდან-აფხაზეთიდან. ჩვენი სიძლიერე ერთობაში, თანადგომასა და სიყვარულშია. ჯანო ჩემთვის ამ ძლიერი, ერთიანი საქართველოს სიმბოლოა. მე ბედნიერი ვიქნები, თუ ამის შესაძლებლობა მომეცემა და ეს თქვენი დამსახურება იქნება.

მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს თითოეულ მხარდამჭერს, ორგანიზაციას, რომელმაც აქ ჩამომიყვანა და ყველა იმ ადამიანს, ვინც ქველმოქმედებისთვის გაღებულ საქმეში ჩართვის შესაძლებლობა მომცა"
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 75 /
ზულუსი
ძალიან მაგარი ადამიანი, გაოცებული და აღფრთოვანებული ვარ
11:31 / 24-06-2016
გამოხმაურება / 0 /
მაკა
მეც არ მაქ ბინა,ანდრიამ რო მოიგოს და მე მაჩუქოს არ უნდა ნეტა :* სტას მაგარი ხარ
11:25 / 24-06-2016
გამოხმაურება / 0 /
მანანა
სანთელ საკმეველი თავის გზას არ დაკარგავს, შენი სიკეთე შენვე დაგიბრუნდება ჩემო კეთილო ადამიანოოოო.
11:18 / 24-06-2016
გამოხმაურება / 0 /
ლიზა
არ ვიცი მივა თუ არა ჩემი კომენტარი ბონდარენკომდე, მინდა მივმართო მას და მადლობა გადავუხადო იმ სიკეთისთვის რაც მან ჩვენთვის და ჩვენი როგორც "ქართველების ქართველობისთვის" ასევე არაქართველებისთვის გააკეთა (საქველმოქმედო კონცერტებით)მივმართავ მის დედას - იამაყეთ ქალბატონო თქვენი უდაოდ ნიჭიერი შვილით. საქართველოში უმრავლესობას უყვარს ვლადი. ვლად, შენ კი მოგმართავ ხშირად გვესტუმრო, დიდებული ადამიანი ხარ შენი უბრალოებით , სიკეთით, ნიჭით, უფალმა დაგლოცოს და გაგაძლიეროს. ჩემი შვილების ტოლი ხარ . სიამოვნებით მიგიწვევდი ჩემთან კახეთში.
11:12 / 24-06-2016
გამოხმაურება / 0 /
სოფო
ჯანო იზორიას უპასუხისმგებლო განცხადებებმა არია სიტუაცია, არ გამიკვირდება, თუ დახურავენ შოუს!!!!!
11:06 / 24-06-2016
გამოხმაურება / 0 /
ნინი
ყენიას და ჭოხონელიძის კომენტარები მაინტერესებს ძაან... რა სირცხვილია, თავის მოჭრა...
10:56 / 24-06-2016
გამოხმაურება / 0 /
მარი
გაიხარე კეთილო ადამიანო,ზოგიერთებს კი ენა ნუ გაურბით წინ და ჭკუა უკან ნუ რჩებათ!
10:51 / 24-06-2016
გამოხმაურება / 0 /
თიკო
როცა ქართველი ვერ იმარჯვებს რომელიმე უცხოურ პროექტში მიწას ვაყრით და ეს "ტანჯული ცხოვრებით" მანიპულირება რა უბედურებაა. "ყოჩაღ თქვენ" კომენტარები მგონია რომ ძალიან სირცხვილია იზორიას და მისი გულშემატკივრების მხრიდან. ნახევარზე მეტი სტუდენტი დადის ლექციებზე სხვადასხვა კუთხეებიდან მაგრამ ბინას არ ვჩუქნით. მართლა მესირცხვილება
10:45 / 24-06-2016
გამოხმაურება / 0 /
მანანა
სამარცხვინო აქ არაფერია იზორიას მხრიდან,დიახაც ადამიანი ყოველთვის თავის ნიჭსა და უნარს თავისი კეთილდღეობისათვის იყენებს. რა არის იმაში ცუდი თუნდაც ბინის გამო მიეღო მონაწილეობა ნებისმიერ მონაწილეს,მაგრამ მე ამ უცხო ტომის ბიჭის განცხადებამ ნამდვილად გული ამიჩუყა და სამარცხვინო სწორედ ის კომენტარებია რასაც ბონდარენკოს მიმართ არ იშურებენ მავანნი.
10:43 / 24-06-2016
გამოხმაურება / 0 /
ხათუნა
სტანისლავმა ჯანოს კია არა ვინმე მრავალშვილიან ოჯახს გადასცეს ბინა, თუ ქველმოქმედება უნდა. მასეთი ოჯახი უფრო დაინახავს, სიკეთეს........
10:42 / 24-06-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS