24 ივნისი, 2016
„თუ მე ვიქნები პროექტ -„ცეკვავენ ვარსკვლავების" გამარჯვებული, მინდა განვაცხადო, რომ ბინას, რომელსაც მივიღებ, ჩემს მეგობარს ჯანო იზორიას გადავცემ“
სოციალურ ქსელში არ წყდება კამათი, "ცეკვავენ ვარსვლავებში" ჯანო იზორიას ფინალში არ მოხვედრის შესახებ. ბლოგერმა გურამ შეროზიამ ვრცელი ბლოგი მიუძღვნა ამ ამბავს - „დაიმახსოვრეთ, რომ ეს არ არის საქველმოქმედო კონკურსი, სულ რომ ხიდის ქვეშ ცხოვრობდე, მამინაცვალი გაუპატიურებდეს, თუ მეხი დაგეცეს – არ გვაინტერესებს! გულით თანაგრძნობა სხვა თემაა, მაგრამ მოგებისთვის – აუცილებელია კარგი ცეკვა“, წერდა შეროზია.

გურამ შეროზიას ბლოგი გაიზიარა დავით ოქიტაშვილმა. „არ მინდოდა გამომექვეყნებინა ის მიმართვა რასაც ვაპირებდით მასთან ერთად მისი მეგობრები. მაგრამ ამ უაზრო ლანძღვა-გინებამ
გადაგვაფიქრებინა. დაე, გადაწტყვიტოს ქართველმა ბრძენმა ერმა გამარჯვებული“
დაწერა დავით ოქიტაშვილმა და სტანისლავ ბონდარენკოს განცხადება გაავრცელა:

"სტანისლავ ბონდარენსკოს განცხადება

მინდა ჩემთვის ძვირფას ქართველ საზოგადოებას, ჩემს საყვარელ მაყურებელს მივმართო.

მე, საქართველოში ქველმოქმედებისთვის ჩამოვედი მეგობრებო. ჩემი მიზანი აქ ჩამოსვლის იმ ადამიანების თანადგომა იყო, არის და იქნება, ვინც დახმარებას განსაკუთრებით საჭიროებენ. ვისი ჯამრთელობისთვის ჩვენ, ადამიანებს შეგვწევს უნარი და ძალისხმევა, რომ ვაკეთოთ კეთილი საქმე და გვერდით დავუდგეთ მათ. მიხარია, რომ მე შევძელი რამდენიმე ბავშვის დასახმარებლად მცირე წვლილის შეტანა.

ბედნიერი ვარ იმ დამოკიდებულებით, რაც ქართველი ხალხის მხრიდან ვიგრძენი და დღემდე ეს დამოკიდებულება ასეთი თბილია. ჩემთვის სასიამოვნო ფაქტია, რომ ვარ სახალხო პროექტის"ცეკვავენ ვარსკვლავების" მონაწილე, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ამ პროექტში მოხვედრა ჩემი თვითმიზანი არ ყოფილა მეგობრებო. მივიღე წინადადება და რა თქმა უნდა, სიამოვნებით დავთანმხდი. ქართველი საზოგადოების მხარდაჭერით, დღეს უკვე პროექტის ფინალისტი ვარ.

მე ვგრძნობ ამ დიდ თანადგომის მიღმა, როგორი გულწრფელი სიყვარული დავიმსახურე თითოეულ თქვენგანში. ამ უდიდეს ჯილდოს, რასაც ხალხის სიყვარული ჰქვია, მინდა ჩემი მოკრძალებული განცახდებით ვუპასუხო.

ჩემო მაყურებლებო, ჩემო მხარდამჭერებო იმ შემთხვევაში, თუ მე ვიქნები პროექტ -"ცეკვავენ ვარსკვლავების" გამარჯვებული, მინდა განვაცხადო, რომ ის ბინა, რომელსაც მივიღებ, ჩემს მეგობარს ჯანო იზორიას გადავცემ.

ის ამას ნამდვილად იმსახურებს. მე ვიცი, რომ ჯანო არის საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხიდან-აფხაზეთიდან. ჩვენი სიძლიერე ერთობაში, თანადგომასა და სიყვარულშია. ჯანო ჩემთვის ამ ძლიერი, ერთიანი საქართველოს სიმბოლოა. მე ბედნიერი ვიქნები, თუ ამის შესაძლებლობა მომეცემა და ეს თქვენი დამსახურება იქნება.

მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს თითოეულ მხარდამჭერს, ორგანიზაციას, რომელმაც აქ ჩამომიყვანა და ყველა იმ ადამიანს, ვინც ქველმოქმედებისთვის გაღებულ საქმეში ჩართვის შესაძლებლობა მომცა"
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 75 /
ნაკატო
ყველაფერთან ერთად მათხოვრობაც ჩვევად გვექცა! კონკურსი კონკურსი უნდა იყოს და არა საქველმოქმედო აქცია!
13:04 / 24-06-2016
გამოხმაურება / 0 /
დაროო
აჰააა ეგრეც ვიცოდი რომ ვიღაცას გადასცემდა ან რაიმე ფონდს შანსი არ იყო,იმდენი ილაპარაკეს და ლანძღეს ეს ბიჭი როოო მოკლეეედ რააა,,, ამოადინეს ფინალში ყოფნა,მართაც რომ საქველმოქმედო კონკურსი არ არის,მმაგრამ თავიდანვე იყო ცნობილი რო ქველმოქმედებისთვის ჩამოვიდა ეს ბიჭი.ვისაც ურეკავს მაყურებელი ისაა ფინალში რას ვიზავთ? სირცხვილი და თავის მოჭრა საროლ ქართველებო,დარმწუნებული ვარ ვინც ილაქლაა მაგდენი ყენიამ და ა.შ. ის არ გაააკეთებდა მაგას და იზორიას არ გადასცემდა ,მერე იტყოდა დავიმსახურე და მივიღეო.. .. აი ზუსტად ეგერ...
12:48 / 24-06-2016
გამოხმაურება / 0 /
რუსუდანი
სირცხვილია, რა ამბავი ატეხეთ,ეს პროექტი ხომ ქველმოქმედებისთვის არ იყო აქ გამარჯვებული უნდა გამოვლინდეს, იზორიამ კი ვაჭრობა დაიწყო.აი რას ნიშნავს კარგი გაზრდილი ადამიანი.სტუმართმოყვარე ერს თავი მოგვეჭრა.
12:46 / 24-06-2016
გამოხმაურება / 0 /
ნანაკა
დამბურძგლა.სხვას მაინც არ მოველოდი მისგან.ამართლებს თავისი სერიალების გმირების სახელებს.ათმაგად მომწონს თუ ცხოვრებაშიც ასეთი ხასიათი აქვს.ეს ბოლო აკორდი იქნება უმაღლესი ადამიანობის.მთელ ჩემ ოჯახს უანგაროდ გვიყვარხარ სტას!
12:35 / 24-06-2016
გამოხმაურება / 0 /
სარა
იზორიამ სირცხვილით როგორ უნდა აიგოს ის ბინა, ტეხავს. ნეტავ ისევ ისეთი ღვარძლიანი სახე ექნება მაშინაც თუ მართლა მაგას გადასცემს მოგებულ ბინას სტასი? ძალიან დამცირდი ჯანო, კაცისთვის ტეხავს ასეთი რაგაცეები....შენზე ნიჭიერებიც არიან და შენზე გაჭირვებულებიც, მაგრამ თავს ასე არ იმცირებენ.
12:31 / 24-06-2016
გამოხმაურება / 0 /
თეონა
საერთოდ არ ვუყურებ ამ პროექტს,მაგრამ აქ ატეხილი ამბების შემდეგ აქვე ვადევნებ თვალ-ყურს,განვითარებულ სიტუაციას.კითხვა მაქვს მხოლოდ ერთი ამ იზორიას საერთოდ არ აქვს სახლი თუ ფოთში აქვს და უტყდება იქ რომ ცხოვრობს?
12:28 / 24-06-2016
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ჯერ მოეგო და მერე ეჩუქებინა! უსამართლობაა ანდრიას წინააღმდეგ ! ჯანოს და სტანისლავის გულშემატკივრები ანდრიას წინააღმდეგ !
12:11 / 24-06-2016
გამოხმაურება / 0 /
ელგა
ჯანოს გამარჯვება რომ გვდომებოდა, მას დავუმესიჯებდით და არა სტანისლავს.. პროექტში ნამდვილად სტასი იმსახურებს გამარჯვებას!!!
12:02 / 24-06-2016
გამოხმაურება / 0 /
დალი
რა უხერხულია ხალხო, არ მოგბეზრდათ ეს ქსენოფობიური განცხადებები, ეს მხოლოდ ერის დეგრადირების გამოხატულებაა, სირცხვილია!
12:01 / 24-06-2016
გამოხმაურება / 0 /
ხათუნა
ნეტა თუ არ შერცხვა ზოგიერთებს,მაგრამ არა მგონია ,არაა!!!!
11:32 / 24-06-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS