24 ივნისი, 2016
„თუ მე ვიქნები პროექტ -„ცეკვავენ ვარსკვლავების" გამარჯვებული, მინდა განვაცხადო, რომ ბინას, რომელსაც მივიღებ, ჩემს მეგობარს ჯანო იზორიას გადავცემ“
სოციალურ ქსელში არ წყდება კამათი, "ცეკვავენ ვარსვლავებში" ჯანო იზორიას ფინალში არ მოხვედრის შესახებ. ბლოგერმა გურამ შეროზიამ ვრცელი ბლოგი მიუძღვნა ამ ამბავს - „დაიმახსოვრეთ, რომ ეს არ არის საქველმოქმედო კონკურსი, სულ რომ ხიდის ქვეშ ცხოვრობდე, მამინაცვალი გაუპატიურებდეს, თუ მეხი დაგეცეს – არ გვაინტერესებს! გულით თანაგრძნობა სხვა თემაა, მაგრამ მოგებისთვის – აუცილებელია კარგი ცეკვა“, წერდა შეროზია.

გურამ შეროზიას ბლოგი გაიზიარა დავით ოქიტაშვილმა. „არ მინდოდა გამომექვეყნებინა ის მიმართვა რასაც ვაპირებდით მასთან ერთად მისი მეგობრები. მაგრამ ამ უაზრო ლანძღვა-გინებამ
გადაგვაფიქრებინა. დაე, გადაწტყვიტოს ქართველმა ბრძენმა ერმა გამარჯვებული“
დაწერა დავით ოქიტაშვილმა და სტანისლავ ბონდარენკოს განცხადება გაავრცელა:

"სტანისლავ ბონდარენსკოს განცხადება

მინდა ჩემთვის ძვირფას ქართველ საზოგადოებას, ჩემს საყვარელ მაყურებელს მივმართო.

მე, საქართველოში ქველმოქმედებისთვის ჩამოვედი მეგობრებო. ჩემი მიზანი აქ ჩამოსვლის იმ ადამიანების თანადგომა იყო, არის და იქნება, ვინც დახმარებას განსაკუთრებით საჭიროებენ. ვისი ჯამრთელობისთვის ჩვენ, ადამიანებს შეგვწევს უნარი და ძალისხმევა, რომ ვაკეთოთ კეთილი საქმე და გვერდით დავუდგეთ მათ. მიხარია, რომ მე შევძელი რამდენიმე ბავშვის დასახმარებლად მცირე წვლილის შეტანა.

ბედნიერი ვარ იმ დამოკიდებულებით, რაც ქართველი ხალხის მხრიდან ვიგრძენი და დღემდე ეს დამოკიდებულება ასეთი თბილია. ჩემთვის სასიამოვნო ფაქტია, რომ ვარ სახალხო პროექტის"ცეკვავენ ვარსკვლავების" მონაწილე, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ამ პროექტში მოხვედრა ჩემი თვითმიზანი არ ყოფილა მეგობრებო. მივიღე წინადადება და რა თქმა უნდა, სიამოვნებით დავთანმხდი. ქართველი საზოგადოების მხარდაჭერით, დღეს უკვე პროექტის ფინალისტი ვარ.

მე ვგრძნობ ამ დიდ თანადგომის მიღმა, როგორი გულწრფელი სიყვარული დავიმსახურე თითოეულ თქვენგანში. ამ უდიდეს ჯილდოს, რასაც ხალხის სიყვარული ჰქვია, მინდა ჩემი მოკრძალებული განცახდებით ვუპასუხო.

ჩემო მაყურებლებო, ჩემო მხარდამჭერებო იმ შემთხვევაში, თუ მე ვიქნები პროექტ -"ცეკვავენ ვარსკვლავების" გამარჯვებული, მინდა განვაცხადო, რომ ის ბინა, რომელსაც მივიღებ, ჩემს მეგობარს ჯანო იზორიას გადავცემ.

ის ამას ნამდვილად იმსახურებს. მე ვიცი, რომ ჯანო არის საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხიდან-აფხაზეთიდან. ჩვენი სიძლიერე ერთობაში, თანადგომასა და სიყვარულშია. ჯანო ჩემთვის ამ ძლიერი, ერთიანი საქართველოს სიმბოლოა. მე ბედნიერი ვიქნები, თუ ამის შესაძლებლობა მომეცემა და ეს თქვენი დამსახურება იქნება.

მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს თითოეულ მხარდამჭერს, ორგანიზაციას, რომელმაც აქ ჩამომიყვანა და ყველა იმ ადამიანს, ვინც ქველმოქმედებისთვის გაღებულ საქმეში ჩართვის შესაძლებლობა მომცა"
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 75 /
kate
turme ramdeni bogma aris qartvelebshi,ara cxveniat arapris,stumartmokvare xalxi xart,ara aqvs sazgvari amden ampartavnebas.sxvebis dasanaxad xart asetebi,tqveni xalxis dacva tqveni xalxis tanadgoma ar icit,dacemul qartvels pexs gadaadgamt da chamosul stumars gulshi chaixutebt,ara imitom rom gikvart da apasebs aramed imitom rom ragac sargebeli naxot shemdegshi,asetebi vart da es samcuxaroa.gana binaze da gamarjvebaze maq saybari,ar grcxveniat reebsac cert,
15:22 / 24-06-2016
გამოხმაურება / 0 /
ნინო
მე პირადად მართლა გულით მიხაროდა,რადგანაც ვფიქრობდი რომ სტანისლავ ბონდარენკო აღმოჩნდა ის ადამიანი,რომელსაც გულით უნდოდა საქართველოში ქონოდა ბინა,თუმცა ეს ასე არ აღმოჩნდა.პირადად მე უკვე გულწრფელად მინდა გველესიანმა გაიმარჯვოს,ალალი იყოს გველესიანზე გამარჯვება.ანდრია შენ იცი ღმეთი შენსკენ.ბონდარენკო ძალიან გამაღიზიანე
15:15 / 24-06-2016
გამოხმაურება / 0 /
ადა
მეტირება ეს რა ადამიანია. სტად ბინა შEნ გეკუთვნის. საქართVელოს მოქალაქეობა და კიდე ბევრი კარგი რამ. შენ მიეცი მაგალითI ყველას. შენ ძEგლი გეკუტვნის საქარტველოში ქართველი ხალხის სიყვარულისტვის. გენაცვალე შენ!
14:59 / 24-06-2016
გამოხმაურება / 0 /
ლელა
კარგით რა ხალხნო, რატომ ხართ ესეთი კრიტიკულები,გასაგებია რომ ბონდარენკო დიდი სულის მქონე ადამიანია და მე მას ვაფასებ, მაგრამ არ შეიძლება ეხლა ჯანოს "მათხოვარი" ვუწოდოთ, რადგანაც პირადად ჯანოს არაფერი უკადრებია.
14:49 / 24-06-2016
გამოხმაურება / 0 /
გაგა
ანდრიას ალბათ სულ არ უნდა მოგება,უკრაინელმა თუ ეს გააკეთა ქართველი ანდრია ხომ არ დატოვებს იზორიას უბინაოდ,მოუწევს მიცემა.ყველა შემთხვევაში იზორიამ იმდენი გააკეთა გაიმარჯვა.ყველაზე მაგარი მაინც ყენიაა,ერთმა ტუტუცმა გოგომ ამდენი ხალხი ააბუნტა და აიყოლია.
14:29 / 24-06-2016
გამოხმაურება / 0 /
ნინო
სტანისლავი,რომ კეთილშობილი ადამიანია,ამაში ეჭვი მემგონი უკვე აღარავის ეპარება, მაგრამ იზორია,რა სინდისით მიიღებს ასეთ საჩუქარს,თუ ეღირსა რა თქმა უნდა.
14:24 / 24-06-2016
გამოხმაურება / 0 /
ელენე
ღმერთო, რა სირცხვილია!!!
14:19 / 24-06-2016
გამოხმაურება / 0 /
ნინიკო
ლამაზ სხეულში ლამაზი სულიც ჰქონია. აფერუმ შენს საქციელს სტანისლავ. ჯანოიამ კი თავისი მათხოვრული და შურიანი ბუნება გვიჩვენა.
14:04 / 24-06-2016
გამოხმაურება / 0 /
ალლა
udidesi madloba stas upali ikos misi parveli gaixaros da mravali ketili sakmeebi aketos namdvili vashkaciaaaaaaaaaa!!!!
13:10 / 24-06-2016
გამოხმაურება / 0 /
მაგდა
მართლაც რომ სირცხვიალია ხალხო.ბონდარესკომ რომ გაიმარჯოს და ეს ასეც იქნება ნეტავ მერე თუ არ შერცხვება იზორიას და მის გულშემატკივრებს ბინას რო აჩუქებს.
13:10 / 24-06-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS