16 სექტემბერი, 2013
ჯეჯი გომელაურმა მარიტა ჯანაშიას ძველი სიყვარული დაავიწყა
ფეისბუქის'' გვერდზე ნიკო გომელაურის შვილთან, ჯეჯისთან ერთად გადაღებული უამრავი ფოტო გამოჩნდა ცნობილი ადამიანების პირადი ცხოვრების დეტალები ყოველთვის იწვევს საზოგადოების დიდ ინტერესს... მოგეხსენებათ, თბილისში არაფერი იმალება, ჭორების გავრცელებას კი საფუძველს ''ფეისბუქზე''-ზე ატვირთული ფოტოებიც უწყობს ხელს.

ამ ბოლო დროს, მოდელ მარიტა ჯანაშიას ''ფეისბუქის'' გვერდზე ნიკო გომელაურის შვილთან, ჯეჯისთან ერთად გადაღებული უამრავი ფოტო გამოჩნდა, რაც ეჭვს ბადებს, იმის თაობაზე, რომ წყვილს სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებთ.

შეგახსნებეთ, რომ მარიტა კარგა ხნის განმავლობაში ფოტოგრაფ კაშა ღუღინიშვილზე იყო შეყვარებული და თბილისურ საღამოებზეც
ხშირად ჩნდებოდნენ ერთად. ცოტა ხნის წინ კი მარიტამ ჟურნალ
''რეიტინგს'' ამ ურთიერთობის დასრულების შესახებ აუწყა, მიზეზებზე საუბრისგან კი თავი შეიკავა. 
Rating
''ლაშა და მე დიდი ხანია დავშორდით ერთმანეთს. ჩემთვის ეს იმდენად არასასიამოვნო თემაა, რომ გახსენება და ფიქრიც არ მსიამოვნებს. უბრალოდ, მოხდა რაღაც და ახლა ერთად აღარ ვართ, თუმცა ნორმალურ მეგობრებად დავრჩით, ლაშა ძალიან კარგი ადამიანია'', - ამბობდა მაშინ მარიტა.
Rating
მიუხედავად იმისა, რომ მარიტა ჯანაშიას მსახიობ ბებიას, მარი ჯანაშიას სულაც არ უნდოდა შვილიშვილის მსახიობობა, მარიტამ თავისი გაიტანა და სამსახიობო ფაკულტეტზე ჩააბარა. მოდელობასა და სამსახურს სწვლა ვერ შეუთავსა, ამიტომ აკადემიური წელიწადი აიღო, შარშან კი გადაწყვიტა ამ საქმისთვის სერიოზულად მოეკიდა ხელი, ერთი კურსით უკან დაიხია და გიზო ჟორდანიას ჯგუფში, პირველი კურსიდან შეუდგა მსახიობობის დაუფლებას.
Rating
როგორც აღმოჩნდა, ნიკო გომელაურის ვაჟიც გიზო ჟორდანიას ჯგუფში ჩაირიცხა... ერთად სწვალამ და დიდი დროის ერთად გატარებამ წყვილი ერთმანეთის მიმართ გულგრილი არ დატოვა. როგორც ფოტოებიდან ჩანს, ზაფხულში დასასვენებლადაც ერთად იყვნენ და მიუხედავად უარყოფილი რომანისა ერთმანეთის გარემოცვაში თავს კარგად გრძნობენ.

სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის''საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 26 /
ნინო
წაგიშლიათ ჩემი კომენტარი, დილით ირაკლის შეყვარებული იყო მარიტა თქვენი თქმით, და ახლა ჩაგისწორებიათ და კაშა ღუღუნიშვილს დაშორდა ხოოო???? ძალიან დაბალი დონის სტატიაა
21:49 / 23-09-2013
გამოხმაურება / 0 /
თ აკო...
კარგით ნუ, გაფიცებთ რაა ....როგორ შეიძლება ასე აგდებულდ და ხელაღებით ილაპარაკოთ ყველაზე. რატომ შეიძლება თქვენი (ჩვენი) განხილვის ობიექტი იყოს მარიტა, ან თუნდაც ჯეჯი. როგორებიც არიან, არიან თავიანთთვის,სხვას არფერს უშავებენ.. იმათ დიდად მაინც არ აინტერესებთ თქვენი(ჩვენი) აზრი, ასე რომ ...თავი შეიკავეთ და ტყუილდ ნუ სცოდავთ..ეს გოგო ამ სურათებში მართლა არ გამოიყურება კარგად, მაგრამ ეს სულც არ უნდა იყოს მიზეზი მისი გასარჟების.. (ბევრისთვის სუბიექტური მოსაზრება ინება, ვიცი) :)))
16:41 / 23-09-2013
გამოხმაურება / 0 /
პიპინია
ჩემი კომენტარი სად გააქრეთ? რა რამე ტყუილი ეწერა? :)))))
11:56 / 23-09-2013
გამოხმაურება / 0 /
შურის დედაც
ნეტავ მარიტას ნაირი ნიჭიერები ტანადები და ლამაზები იყოთ
01:48 / 23-09-2013
გამოხმაურება / 0 /
რუსუდანი
უსაყვარლესი მარიტუნა და ჯეჯი -ულამაზესი წყვილია! ბედნნიერებას ვუსურვებ!!!!!!
23:48 / 22-09-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS