16 სექტემბერი, 2013
რატომ ბლოკავს ''ქართული ოცნება'' მარიტა როხვაძეს
სულ არ მგონია რომ ნაცმოძრაობის მეხოტბე ან მოტრფიალე ვარ. პოლიტიკა ჩემი საქმე არ არის ''ჯეოსტარის'' გამარჯვებული, მარიტა როხვაძე პროექტის დამთავრების შემდეგ მშობლიურ ქალაქში, ქუთაისში მერიის კულტურის განყოფილებაში ერთ-ერთ მაღალ თანამდებობას იკავებდა. მომღერალი არჩევნების შემდეგ დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ჩვენი ინფორმაციით, მარიტას გათავისუფლების მიზეზი ''ნაციონალური მოძრაობის'' მხარდაჭერა გახდა, თუმცა ცხადია ეს ამბავი თავად მარიტასთან გადავამოწმეთ.

- მარიტა, რა თანამდებობა გეკავა ქუთაისის მერიაში?
- კულტურის მთავარი სპეციალისტი ვიყავი. არჩევნებამდე ვმუშაობდი ქუთაისის მერიაში.
- რისი თქმა გინდა, შენს გათავისუფლებას პოლიტიკური
სარჩული უდევს?
- სხვა რა უნდა ვიფიქრო, არავის უთქვამს, შენს მოვალეობებს კარგად ვერ ასრულებდიო. გათავისუფლების მიზეზი დღემდე არავის აუხსნია ჩემთვის. თან მხოლოდ მე არა, ბევრი სხვა წინა ხელისუფლების მიერ დანიშნულ თანამშრომელს დაატოვებინეს ქუთაისის მერია. ''ქართული ოცნება'' გვბლოკავს'' .
- იმ მიზეზით რომ ნაციონალების მხარდამჭერი იყავი?
- რას ნიშნავს ნაციონალების მხარდამჭერი? მე ვარ მომღერალი და ვმღეროდი იმ კონცერტებზე, რომელიც იმ დროისთვის ტარდებოდა. ''ქართულ ოცნებას'' რომ შემოეთავაზებინა ჩემს კონცერტზე გამოდი და იმღერეო, უარს არ ვიტყოდი.
- მაშინ არ იყო ''ქართული ოცნება'' ...
- ნებისმიერ სხვა პოლიტიკურ ორგანიზაციას შემოეთავაზებინათ, რა პრობლემაა. სულ არ მგონია რომ ნაცმოძრაობის მეხოტბე ან მოტრფიალე ვარ. პოლიტიკა ჩემი საქმე არ არის.
- ახლა რას აპირებ?
- განაცხადი შევიტანე და ველოდები პასუხს ქუთაისის მერიიდან. ვნახოთ, რა მოხდება. იმედია ამ უსამართლობას ბოლო მოეღება. მე არ ვარ პოლიტიკოსი, მე ხელოვანი ვარ და ვფიქრობ, ჩემს საქმეს პირნათლად ვასრულებდი ქუთაისის მერიაში. ჩემს დროს არაერთი კონცერტი დავგეგმეთ და ჩავატარეთ ამ ქალაქში.

ნინო მჭედიშვილი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 38 /
))))))))
vis yavs patroni didi?amis tqma mgoni sircxvilia,nichieria da tviniani da miagwia...ocnebas tuar chirdeba egeti kadrebi dids ar nishnavs,radgan gasakviri araa,radgan bevri utvino da unicho yavs sataveshiiii....
16:15 / 24-09-2013
გამოხმაურება / 0 /
))))))))
albad imito ar awyobs ocnebas da bizinas ro dzalian nichieri gogoa da mati unicho bera roar darchldilos,albad magito....magram gmerti samartliania!!!!unichoebma tavis studiebshi unda imgeron,xolo maritasnairma nichierebma did scenaze!!!!!
16:10 / 24-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ლიზა
მე მრცხვენია რომ თქვენი სიტყვების მერე ქართველი მქვია.მართლაც რომ დაიწყო მეორედ მოსვლა და ეგაა.ქართველი ქართველს ჭამს და უკვე აღარაფერია გასაკვირი.მარიტა მხნეობას გისურვებ ამ ნაძირალა ხალხის გარემოცვაში
10:34 / 21-09-2013
გამოხმაურება / 0 /
შორენა
როცა,,პოლიტიკური სარჩულით'' დაგნიშნავენ სადმე, აღარ უნდა გაგიკვირდეს,როცა მოვა სხვა პოლიტიკური ძალა და ასევე ,,პოლიტიკური სარჩულით'' გაგათავისუფლებენ.უკვირთ კიდეც...
01:06 / 21-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ნია
გაიზარდე რა გოგონი.ქუთაისი ასაგდები ქალაქი არ არის.რა დროს ამის თანამდებობააა რა ისწავლე ჯერ??
21:29 / 20-09-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS