16 სექტემბერი, 2013
რატომ ბლოკავს ''ქართული ოცნება'' მარიტა როხვაძეს
სულ არ მგონია რომ ნაცმოძრაობის მეხოტბე ან მოტრფიალე ვარ. პოლიტიკა ჩემი საქმე არ არის ''ჯეოსტარის'' გამარჯვებული, მარიტა როხვაძე პროექტის დამთავრების შემდეგ მშობლიურ ქალაქში, ქუთაისში მერიის კულტურის განყოფილებაში ერთ-ერთ მაღალ თანამდებობას იკავებდა. მომღერალი არჩევნების შემდეგ დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ჩვენი ინფორმაციით, მარიტას გათავისუფლების მიზეზი ''ნაციონალური მოძრაობის'' მხარდაჭერა გახდა, თუმცა ცხადია ეს ამბავი თავად მარიტასთან გადავამოწმეთ.

- მარიტა, რა თანამდებობა გეკავა ქუთაისის მერიაში?
- კულტურის მთავარი სპეციალისტი ვიყავი. არჩევნებამდე ვმუშაობდი ქუთაისის მერიაში.
- რისი თქმა გინდა, შენს გათავისუფლებას პოლიტიკური
სარჩული უდევს?
- სხვა რა უნდა ვიფიქრო, არავის უთქვამს, შენს მოვალეობებს კარგად ვერ ასრულებდიო. გათავისუფლების მიზეზი დღემდე არავის აუხსნია ჩემთვის. თან მხოლოდ მე არა, ბევრი სხვა წინა ხელისუფლების მიერ დანიშნულ თანამშრომელს დაატოვებინეს ქუთაისის მერია. ''ქართული ოცნება'' გვბლოკავს'' .
- იმ მიზეზით რომ ნაციონალების მხარდამჭერი იყავი?
- რას ნიშნავს ნაციონალების მხარდამჭერი? მე ვარ მომღერალი და ვმღეროდი იმ კონცერტებზე, რომელიც იმ დროისთვის ტარდებოდა. ''ქართულ ოცნებას'' რომ შემოეთავაზებინა ჩემს კონცერტზე გამოდი და იმღერეო, უარს არ ვიტყოდი.
- მაშინ არ იყო ''ქართული ოცნება'' ...
- ნებისმიერ სხვა პოლიტიკურ ორგანიზაციას შემოეთავაზებინათ, რა პრობლემაა. სულ არ მგონია რომ ნაცმოძრაობის მეხოტბე ან მოტრფიალე ვარ. პოლიტიკა ჩემი საქმე არ არის.
- ახლა რას აპირებ?
- განაცხადი შევიტანე და ველოდები პასუხს ქუთაისის მერიიდან. ვნახოთ, რა მოხდება. იმედია ამ უსამართლობას ბოლო მოეღება. მე არ ვარ პოლიტიკოსი, მე ხელოვანი ვარ და ვფიქრობ, ჩემს საქმეს პირნათლად ვასრულებდი ქუთაისის მერიაში. ჩემს დროს არაერთი კონცერტი დავგეგმეთ და ჩავატარეთ ამ ქალაქში.

ნინო მჭედიშვილი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 38 /
კატო
თუ არ რცხვენია სამსახურში 2 დღე არ არის გადაბმულად ნამყოფი და პრეტენზიები აქვს თავხედი ეს არ ამოვიდა ამ უსაქმურების პრეტენზიები ყელში ..პენსიასავით იღებდა ხელფასს უნამუსო ეს..
10:16 / 17-09-2013
გამოხმაურება / 0 /
უბრალოდ ქართველი ქალი
როგორ გახვედი ჯეოსტარში, ყველამ იცის! ხალხი წითელი დიპლომებით ზის სახლში და შენ ვინ ხარ სკოლადამთავრებულო, მაგრამ "პატრონიანო" პატარა ლაწირაკო, რომ მერიაში მაღალ თანამდებობას იკავებ...რა გაგიკეთებია ჯერ ცხოვრებაში, რა გისწავლია, რას წარმოადგენ......
09:53 / 17-09-2013
გამოხმაურება / 0 /
მაია
შურით გამსკდარი ხალხი, ვერ იტანენ ახალგაზრდა ცარმატებულ ადამიანებს.მერია ტორე ხელფასებია იმხელა ჯიბეები არ დაგიხეტკოს:)) ყველას ცარმატებები ტავიანტ საქმეში
23:09 / 16-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ლუბა კიარ უნდა
კარტულ ოცნებას სულ სჰენ ახსოვხარ სჰვილო მეტი საკმე არააკვტ სჰენ ვინახარ რას და ვის წარმოადგენ უბრალოდ ალბად მაგ ტანამდებობაზე უპრო გამოცდილი პიროვნებაა საცჰირო კველა ვინც პირს გააგებს ტანამდებობაზე კიარ უნდა დახდეს.
21:54 / 16-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინი
წადი შვილო და იმღერე მომღერალი თუ ხარ, მაგრამ მაგრად გრიალებდი შენც მერიაში, ვინ ხარ და რას წარმოადგენ მერიაში რომ წამომჯდარხარ??? უმაღლესი განათლებაც არ გაქვს, ინიტომ არის კარგად ამ ქალაქის საქმე შენისთანები რომ არიამ მერიაში!!!
18:37 / 16-09-2013
გამოხმაურება / 0 /
თაკო
ყველაფერი ოცნების ბრალი როგორ არის
17:24 / 16-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ხათუნა
ნიჭიერი და კარგი მომღერალია და ეს მთავარია ! ვერ ვიგებ რა არის მთავარი სპეციალისტი კულტურის დარგში (?). ან როგორ შეიძლება ასეთი თანამდებობა ეჭიროს პატარა ბავშვს! ოდიშარია ვერ გარკვეულა კუტურის დარგში და მარიტა ვის რა უნდა ურჩიოს? სასაცილოა ))) თავისი საქმე გააკეთოს...
17:00 / 16-09-2013
გამოხმაურება / 0 /
***
ეს ხალხი თავს რატომ ისულელებს არ ვიცი - ნაციონალების წინასაარჩევნო კონცერტებზე გამოსვლა ნაცმოძრაობის მხარდაჭერას რომ ნიშნავს, ამხელა გოგომ კი უნდა იცოდეს
16:42 / 16-09-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS