16 სექტემბერი, 2013
რატომ ბლოკავს ''ქართული ოცნება'' მარიტა როხვაძეს
სულ არ მგონია რომ ნაცმოძრაობის მეხოტბე ან მოტრფიალე ვარ. პოლიტიკა ჩემი საქმე არ არის ''ჯეოსტარის'' გამარჯვებული, მარიტა როხვაძე პროექტის დამთავრების შემდეგ მშობლიურ ქალაქში, ქუთაისში მერიის კულტურის განყოფილებაში ერთ-ერთ მაღალ თანამდებობას იკავებდა. მომღერალი არჩევნების შემდეგ დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ჩვენი ინფორმაციით, მარიტას გათავისუფლების მიზეზი ''ნაციონალური მოძრაობის'' მხარდაჭერა გახდა, თუმცა ცხადია ეს ამბავი თავად მარიტასთან გადავამოწმეთ.

- მარიტა, რა თანამდებობა გეკავა ქუთაისის მერიაში?
- კულტურის მთავარი სპეციალისტი ვიყავი. არჩევნებამდე ვმუშაობდი ქუთაისის მერიაში.
- რისი თქმა გინდა, შენს გათავისუფლებას პოლიტიკური
სარჩული უდევს?
- სხვა რა უნდა ვიფიქრო, არავის უთქვამს, შენს მოვალეობებს კარგად ვერ ასრულებდიო. გათავისუფლების მიზეზი დღემდე არავის აუხსნია ჩემთვის. თან მხოლოდ მე არა, ბევრი სხვა წინა ხელისუფლების მიერ დანიშნულ თანამშრომელს დაატოვებინეს ქუთაისის მერია. ''ქართული ოცნება'' გვბლოკავს'' .
- იმ მიზეზით რომ ნაციონალების მხარდამჭერი იყავი?
- რას ნიშნავს ნაციონალების მხარდამჭერი? მე ვარ მომღერალი და ვმღეროდი იმ კონცერტებზე, რომელიც იმ დროისთვის ტარდებოდა. ''ქართულ ოცნებას'' რომ შემოეთავაზებინა ჩემს კონცერტზე გამოდი და იმღერეო, უარს არ ვიტყოდი.
- მაშინ არ იყო ''ქართული ოცნება'' ...
- ნებისმიერ სხვა პოლიტიკურ ორგანიზაციას შემოეთავაზებინათ, რა პრობლემაა. სულ არ მგონია რომ ნაცმოძრაობის მეხოტბე ან მოტრფიალე ვარ. პოლიტიკა ჩემი საქმე არ არის.
- ახლა რას აპირებ?
- განაცხადი შევიტანე და ველოდები პასუხს ქუთაისის მერიიდან. ვნახოთ, რა მოხდება. იმედია ამ უსამართლობას ბოლო მოეღება. მე არ ვარ პოლიტიკოსი, მე ხელოვანი ვარ და ვფიქრობ, ჩემს საქმეს პირნათლად ვასრულებდი ქუთაისის მერიაში. ჩემს დროს არაერთი კონცერტი დავგეგმეთ და ჩავატარეთ ამ ქალაქში.

ნინო მჭედიშვილი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 38 /
უბრალოდ ქართველი ქალი
ადმინისტრატორს!!! რაო ბატონო ადმინ! ჩემი მეორე კომენტარი ძალიან ცხელი ხომ არ იყო რომ არ დადე!!! უზრდელური არაფერი იყო იქ მიზეზი მაინტერესებს რატომ დაბლოკე... თქვენივე სირცხვილია...ასე მაშინ კომენტარების წერას აზრი ეკარგება... თუ მხოლოდ მეხოტბეები გყავთ?
11:51 / 18-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ლიზა
გრცხვენოდეთ ხალხო,ვინ გითხრათ რომ განათლება არ აქვს.სხვის ჭორებს რომ აჰყოლიხართ ბოღმა დაგახრჩობთ მალე მე მრცხვენია რომ თქვენი თანაქალაქელი ვარ.ერთადერთი ქუთაისს ჰქონდა გირსება შერჩენილი დაა ეგეც დაგკარგვიაათ.მარითტა წარმატებები ჩემო კარგო.ბევრმა არ იცის რა წვალებით მიაღწიე იმას რასაც წარმოადგენ.ახალი მთავრობა მოვიდა და შენი თანამდებობაც ბევრს მოუნდება,მაგრამ არ დაყარო ფარხმალი ამ ეგოისტებს დაუმტკიცე რომ უკან არ დაიხევ.წარმატებები
11:17 / 18-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანა
ზუსტად ვიცი მარიტას დაგეგმილი კონცერტები და საღამოები ბევრი ეწყობოდა! უსაფუძვლოდ კიდე ბევრი გაანთავისუფლეს. ეს ბოღმა დაგღუპავთ ქართველებს და ერთმანეთის გაუტანლობა
23:15 / 17-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ხათო
კარგით რა ხალხოო რა ბოღმიანები ხართ არ უნდა გიხაროდეთ რო ქუთაისი ასახელა თავისი ნიჭით.თანამდებობაზე დაინიშნა იმსახურებდა ნიჭიერი გოგოა და იმის ნაცვლად მადლობა გადაუხადოთ დგეხართ უსაქმურად და ლაზღანდარობთ შურიანები ხართ და ეგ არიი რაც გალაპარაკებთ...მარიტა კარგიი გოგო ხარ და ასე გააგრძელე წინ უფროო ბევრიი წარმატებები გელოდებაა..
18:53 / 17-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ირა
ყველა ვინც მღერის თავის თავს ხელოვანს უწოდებს და მაინტერესებს თუ აქვთ ელემენტარული მუსიკალური განათლება მიღებული?სხვათა შორის მეც ძალიან კარგად ვმღერი და მუსიკალური განათლებაც მაქვს მიღებული,მაგრამ ვერ გავკადნიერდები და ჩემს თავს ხელოვანს ვერ ვუწოდებ.
18:29 / 17-09-2013
გამოხმაურება / 0 /
მარი
თქვენ რა იცით 2 დრე დადიოდა გადაბმულად თუ 4??? ფაქტია რომ ამ გოგოს ორგანიზებით არაერთი კონცერტი ჩატარდა ქუთაისში და თავის საქმეს ძალიან კარგად ასრულებდა...... მარიტა არ მიაქციო ყურადღება ამ ხალხს !! ძალიან მაგარი გოგო რომ ხარ მაგიტომ შურთ...ცუდის არავის შეშურდებოდა :*
17:41 / 17-09-2013
გამოხმაურება / 0 /
დომ
მერიაში რომ სხვისი დამსახურებით მოხვდი ეგ 100% ვიცი და ისიც ვიცი რომ სამსახურში ათასში ერთხელ მიდიოდი და რატომ გაქვს პრეტენზია რომ გამოგიშვეს???
17:41 / 17-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ფაცია
მარიტა ძალიან ლამაზად გამოიყურები. გაუსკდეთ გულები ამ ბოღმიანებს. ქუთაისის სიამაყე. გკოცნი.
16:52 / 17-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანო
ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს! ნეტავ რა ნიშნით და რა უპირატესობით დანიშნეს საქართველოს მეორე ქალაქში რძეშეუმშრალი გოგო ასეთ სერიოზულ თანამდედობაზე? მუსკალური და თეატრალური დიდი ტრადიციების მქონე ქუთაისში მეტად უფრო შესაფერი კანდიდატი არ ჰყავდათ?
10:37 / 17-09-2013
გამოხმაურება / 0 /
კატო
თუ არ რცხვენია სამსახურში 2 დღე არ არის გადაბმულად ნამყოფი და პრეტენზიები აქვს თავხედი ეს არ ამოვიდა ამ უსაქმურების პრეტენზიები ყელში ..პენსიასავით იღებდა ხელფასს უნამუსო ეს..
10:17 / 17-09-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS