16 სექტემბერი, 2013
რატომ ბლოკავს ''ქართული ოცნება'' მარიტა როხვაძეს
სულ არ მგონია რომ ნაცმოძრაობის მეხოტბე ან მოტრფიალე ვარ. პოლიტიკა ჩემი საქმე არ არის ''ჯეოსტარის'' გამარჯვებული, მარიტა როხვაძე პროექტის დამთავრების შემდეგ მშობლიურ ქალაქში, ქუთაისში მერიის კულტურის განყოფილებაში ერთ-ერთ მაღალ თანამდებობას იკავებდა. მომღერალი არჩევნების შემდეგ დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ჩვენი ინფორმაციით, მარიტას გათავისუფლების მიზეზი ''ნაციონალური მოძრაობის'' მხარდაჭერა გახდა, თუმცა ცხადია ეს ამბავი თავად მარიტასთან გადავამოწმეთ.

- მარიტა, რა თანამდებობა გეკავა ქუთაისის მერიაში?
- კულტურის მთავარი სპეციალისტი ვიყავი. არჩევნებამდე ვმუშაობდი ქუთაისის მერიაში.
- რისი თქმა გინდა, შენს გათავისუფლებას პოლიტიკური
სარჩული უდევს?
- სხვა რა უნდა ვიფიქრო, არავის უთქვამს, შენს მოვალეობებს კარგად ვერ ასრულებდიო. გათავისუფლების მიზეზი დღემდე არავის აუხსნია ჩემთვის. თან მხოლოდ მე არა, ბევრი სხვა წინა ხელისუფლების მიერ დანიშნულ თანამშრომელს დაატოვებინეს ქუთაისის მერია. ''ქართული ოცნება'' გვბლოკავს'' .
- იმ მიზეზით რომ ნაციონალების მხარდამჭერი იყავი?
- რას ნიშნავს ნაციონალების მხარდამჭერი? მე ვარ მომღერალი და ვმღეროდი იმ კონცერტებზე, რომელიც იმ დროისთვის ტარდებოდა. ''ქართულ ოცნებას'' რომ შემოეთავაზებინა ჩემს კონცერტზე გამოდი და იმღერეო, უარს არ ვიტყოდი.
- მაშინ არ იყო ''ქართული ოცნება'' ...
- ნებისმიერ სხვა პოლიტიკურ ორგანიზაციას შემოეთავაზებინათ, რა პრობლემაა. სულ არ მგონია რომ ნაცმოძრაობის მეხოტბე ან მოტრფიალე ვარ. პოლიტიკა ჩემი საქმე არ არის.
- ახლა რას აპირებ?
- განაცხადი შევიტანე და ველოდები პასუხს ქუთაისის მერიიდან. ვნახოთ, რა მოხდება. იმედია ამ უსამართლობას ბოლო მოეღება. მე არ ვარ პოლიტიკოსი, მე ხელოვანი ვარ და ვფიქრობ, ჩემს საქმეს პირნათლად ვასრულებდი ქუთაისის მერიაში. ჩემს დროს არაერთი კონცერტი დავგეგმეთ და ჩავატარეთ ამ ქალაქში.

ნინო მჭედიშვილი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 38 /
მიმი
კარგიტ რა არ გცხვენიატ რეებს ცერთ ხალხო რამ დაგბოღმათ ასე მარიტამ მისი ნიჭით გაიმარჯვა ეგ უდაოა და მერიასში მუშაობას რაც შეეხება არ გინახავთ მარიტას ასაკის გოგო ბიჭები ვინც ქუთაისის მერიაში კიარა პარლამენტის განყოპილებების უპროსები არიან და იყვნენ რატო გიკვირტ ან რატო გშურთ ვერ ვხვდები თქვენც გამოგეყენებინატ თქვენი ნიჯი და "წითელი დიპლომი" და გემუშავათ თქვენცმ
13:12 / 20-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ზეი
ვონ , დარწმუნებული ვარ ამ ადამიანს არ იცნობ პირადად და ასეტ შეურაცყოფას რატომ აყენებ! ლანძღე თუ გინდა როგორც არაკომპეტეტური მერიისთვის,მაგრამ პიროვნულად რას ერჩი უცნობს?
09:36 / 20-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ეჰეჰეჰ
მომღერალი? რა იმღერა ნეტავ.........
16:43 / 19-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ნი
დამტავრდა გულავიიიიიიიიიიიიიი
13:48 / 19-09-2013
გამოხმაურება / 0 /
nin
კარგით რა... რატომ უნდა დასჭირდეს ვიღაც მომღერალთან ბრძოლა სახელმწიფოს? რატო უნდა დაბლოკოს ქართულმა ოცნებამ მარიტა როხვაძე? რა სისულელეა... და კიდევ, სახელმწიფო სტრუქტურაში მუშაობა მარტო კონცერტები და ტაშფანდური არაა. ასეთი ახალგაზრდა მომღერლის თანამდებობაზე დანიშვნა უპასუხისმგებლობაა.
10:27 / 19-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანა
ადამიანთა უმრავლესობას პოლიტიკა და კულტურა ერთმანეთისგან ვერ გაუმიჯნავს! აბა, შეიძლება ასეთი უშვერი სიტყვებით ლანძღოთ ზოგიერთებმა ასეთი ნიჭიერი ახალგაზრდა გოგო? აღარ მოგბეზრდათ ამ ვაიპოლიტიკოსების გამო ერთმანეთის კბენა?ან რა თქვენი გასარჩევია ვინმეს განათლება,ოჯახი და ზოგადად,ცხოვრება? რადგან ვერ აცალკავებთ პოლიტიკას და ხელოვნებას, აი,ზუსტად ამიტომ არ ეშველება საქართველოს არაფერი,ასი მთავრობა რომ შეიცვალოს! რაც ხალხი,ის მთავრობა,ან პირიქით,სულერთია,ორივე შემთხვევაში ქართველებზე და საქართველოზეა ეს ფრაზა რა!!!
22:42 / 18-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ქუთათური
დდდდ–ს ისე, რა საინტერესოა, 2003 წელს ვისი თანამდებობა დაგენანა? დღესაც, ვინც უღირსია, თანამდებობა უნდა დატოვოს, მაგრამ ასე განურჩევლად შეიძლება?
21:18 / 18-09-2013
გამოხმაურება / 0 /
დდდდ
ახალა რომ იღებთ ხმას 2003 წელში წიხლიღ რომ შედიოდნენ კაბინეტებში და თანამდებობეს იკავებდნენ დაგავიწყდათ? რევანშისტი არ ვარ, მაგრამ ეხლა რომ გტკივათ გული ვუღაცეებზე მაშინ სად იყავით თუ ასეთი პატრიოტები ხართ? თუ ყველას თქვენი მუცლის გვრემა გაქვთ. იმიტომ რომ თქვენ და თქვენს ახლობლებს შეგეხოთ. 9 წელი შიში და უბედურება თქვენ ეტყობა არ შეგხებიათ და ჩაიგდეთ ენები. მადლობა თქვით რომ არ გასამართლებენ
16:33 / 18-09-2013
გამოხმაურება / 0 /
კატო
რითI ასახელა ქუთაისი გუბერნატორის დავალებით გაგზავნილი სმსებით?? თუ რითი? დააკონკრეტეთ ერთი მისი დაგეგმილი ღონისძიება რომელია მეც მაინტერესებს და ტურიზმის დამთავრება რა შუაშია ქალი სამსახურში არ დადიოდა საერთოდ შეივლიდა ხოლმე ოცნება რა შუაშია??პოლიტიკას ნუ აბრალებთ ყველაფერს რა
16:24 / 18-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ლიზა
(უბრალოდ ქართველ ქალს პასუხი) როგორ გავიდა რას ნიშნავს ხმა არ ქონდა და ღირსი არ იყოო?ან სკოლა დამთავრებული ლაწირაკი რატომ არის? ტურიზმის მესამე კურსის სტუდენტია.შენ რა დაბადებიდან დაგყვაა? ეგ წითელი დიპლომი? რახან შენზე ბევრს მიაღწია იმიტომ? საუბარს დაუკვირდით და სხვის გაკრიტიკებას მოეშვით.შენ 20-22 წლის ასაკში უარს იტყოდი ამ თანამდებობაზეე?რახაან ლაწირაკი იყავიი? სხვისი საქმის გარჩევას გირჩევნიათ სიკეთე აკეთეთ და გიყვარდეთ თანა მოქალაქენი.ვინ მოგცათ სხვისი გაკრიტიკების უფლება.ღმერთის გეშინოდეთ
12:10 / 18-09-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS