15 სექტემბერი, 2013
მომღერლები მთავრობას უპირისპირდებიან - „მოგვაქციონ ყურადღება, არჩევნებში ხომ კარგად ვჭირდებით“
ჩემი აზრი ასეთია, ყველამ გავხსნათ სავაჭრო ჯიხური, მე რამდენიმე ექსკლუზივს შემოვიტან ჩემს მაღაზიაში, "პეჩენიებს" რამე ჩვენებს უმოქმედობაზე, უკონცერტობასა და უსამსახურობაზე ყოველთვის წუწუნებდნენ ქართველი მომღერლები. ბევრმა მათგანმა თავს უშველა და საქართველოდან წავიდა. დღეს ბევრი რუსულ შოუბიზნესს ამშვენებს, ბევრი უკრაინულ ბარებსა და რესტორნებში მღერის. ვინც დარჩა, "ფეისბუქზე" უსამსახურობაზე წუწუნებს.

„მომღერლებოოო, მუსიკოსებოოო, სად ხართ? გძინავთ? რა ხდებააა? შევიკრიბოთ და რამე გადავწყვიტოთ! ასე არ შეიძლება! ჩვენს თავს ჩვენ თუ არ ვუშველეთ ამათი იმედი მტერს ჰქონდეს! ვინც ვერ მოგნიშნეთ, უკაცრავად,
აღელვებული ვარ!“

ეს პოსტი კომპოზიტორს, მაია კაჭკაჭიშვილს ეკუთვნის. მასზე არაერთი მომღერალი, მუსიკოსი და შოუბიზნესის წარმომადგენელია მონიშნული. თითოეული მათგანი მაიკოს ეთანხმება და თავის აზრს გამოთქვამს. ნინი ბადურაშვილი სტატუსის ავტორს გვერდზე დგომას ჰპირდება. ვერიკო ტურაშვილს იმედი გადაუწურია, „ახლა რამ აღგაშფოთა როდის არ ვეკიდეთო“ , - წერს.

რატი დურგლიშვილი სტუდიების მომსახურებაზე წუხს, მაიკო კაჭკაჭიშვილი კვლავ გამოსავალას ეძებს, - „მოვაწყოთ პრესკონფერენცია, რომ მოგვაქციონ ყურადღება, არჩევნებში ხომ კარგად ვჭირდებით“ . 

მოგვიანებით, რატი ხუმრობის ხასიათზე დადგა. - „ჩემი აზრი ასეთია, ყველამ გავხსნათ სავაჭრო ჯიხური, მე რამდენიმე ექსკლუზივს შემოვიტან ჩემს მაღაზიაში, "პეჩენიებს" რამე ჩვენებს“ .

რატის ქრისტინე გამოეხმაურა, „ჯიხურს რომ გახსნი, მოლარედ მიგულეო“ და მოგვიანებით უფრო სერიოზული კომენტარი გააკეთა, - „მოგონილში ვცხოვრობთ, ყველაზე სწორი ნათქვამია ჩვენზე. ნამდვილად ჩვენი მოგონილია შოუბიზნესი და არ ვეგუებით ამას. ისე, ამდენ კაცს ერთად როგორ მოგვეჩვენა რომ ვარსებობთ?!“

მომღერლების წუხილმა რამოდენიმე დღის წინ მათივე კოლეგის ეკა კვალიაშვილის სტატუსი გამახსენა, იმავე თემაზე.

„დავიღალეეეეე, აღარ მინდა მესმოდეს მხოლოდ პოლიტიკა, აღარ მინდა ჭამდეს ხალხი ერთმანეთს, ცხოვრება გადის, სიხარული მინდა, კონცერტები, სამუშაო თავის დროზე, დასვენება თავის დროზე, აღარ მინდა და აღარ მაინტერესებს, ვინ რა თანამდებობას დაითრევს და როგორ აიწყობს ცხოვრებას, (ღმერთმა ყველას ხელი მოუმართოს), მაგრამ, რა შუაში ვართ ჩვენ? რატომ არ არის ინტენსიური, გამოფენები, კონცერტები, გართობა, სიხარული, კარგიიიიიიიიით, გეყოოოოოოთ პოლიტიკოსებოოოოო, დავიღალეთ! ტელე ვარსკვლავებად ხართ გადაქცეული და ვერ ხვდებით, არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში არ ხდება ასეთი, რაც აქ! დ ა ვ ი ღ ა ლ ე ე ე ე თ!“

არ ვიცი შეუერთდება თუ არა კვალიაშვილი ზემოთ ჩამოთვლილი მომღერლების პროტესტს, ერთი კი ცხადზე ცხადია, უახლოეს მომავალში მომღერლების პრესკონფერენციას უნდა ველოდოთ.

ქეთი მელაძე
სპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 35 /
ქართველი დედა
ნინი ბადურაშვილო დიდი ხანია მინდოდა მეთქვა და თავს ვიკავებდი, 2011 წლის 26 მაისის დილას რომ იმღერე არ შეგრცხვა? და საერთოდ რაც მოხდა 26 მაისს, გულთან მიგიტანია? როგორ გაიმეტეს უდანაშაულო ხალხი ხმა ამოგიღია? რაც ციხეებში ხდებოდა გადარდებდა? რომ იცოდე სულაც არ მღერით კარგად შენ და ქრისტინა. ქართველების უმრავლესობა მღერის ძალიან კარგად და თქვენზე კარგად.შენი და ქრისტინეს ხმა არავის ჭირდება საარჩევნოდ, ისეც კარგად წავა საქმე. ჯობს შენ შვილს უმღერო იავნანა და გაზარდო, იჯექი სახლში და დედის ფუნქცია შეასრულე, ღმერთმა გაგიზარდოს პატარა გოგო სასახელო ქართველ ქალად.
10:46 / 18-09-2013
გამოხმაურება / 0 /
გიო
იმიტომ რომ უნიჭოები ხართ ყველა, აი მაგიტომ არ გაქცევენ ყურადღებას, ნაღდ მუსიკოსს გასტროლებზე იწვევენ და ეხვეწებიან კონცერტი ჩაატაროს, თქვენ კი გოიმები ხართ დღევანდელო ვაი-მუსიკოსებო და ვის რაში ჭირდებით.
11:37 / 17-09-2013
გამოხმაურება / 0 /
გიო
ახლა გაგახსენდათ უყურადღებობა? ნაცმოძრაობა რომ აღარ დაგარბენინებთ ქალაქიდან ქალაქში კონცერტებზე, მოგენატრათ? სიმღერებს თქვენ აღარ წერთ, არ ვითარდებით და გვეყო, რაც "წვიმა და ცრემლები" ვისმინეთ. გავიზარდეთ ის თაობა, ტქვენს უგემოვნო პაპსაში რომ ფულს ვყრდით!
10:46 / 17-09-2013
გამოხმაურება / 0 /
მაქან
ვააა...ჟირაფ
09:18 / 17-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ეკა
სულ მთავრობას როგორ უნდა უყურონ ხელებში? საქმეს მიხედეთ რა..არამგონია უცხოეთში მთავრობას ეხვეწებოდეს რომელიმე შოუბიზნესის წარმომადგენელი, არიქა პური მაჭამეო. სირცხვილია,ხალხნო.
20:05 / 16-09-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS