15 სექტემბერი, 2013
მომღერლები მთავრობას უპირისპირდებიან - „მოგვაქციონ ყურადღება, არჩევნებში ხომ კარგად ვჭირდებით“
ჩემი აზრი ასეთია, ყველამ გავხსნათ სავაჭრო ჯიხური, მე რამდენიმე ექსკლუზივს შემოვიტან ჩემს მაღაზიაში, "პეჩენიებს" რამე ჩვენებს უმოქმედობაზე, უკონცერტობასა და უსამსახურობაზე ყოველთვის წუწუნებდნენ ქართველი მომღერლები. ბევრმა მათგანმა თავს უშველა და საქართველოდან წავიდა. დღეს ბევრი რუსულ შოუბიზნესს ამშვენებს, ბევრი უკრაინულ ბარებსა და რესტორნებში მღერის. ვინც დარჩა, "ფეისბუქზე" უსამსახურობაზე წუწუნებს.

„მომღერლებოოო, მუსიკოსებოოო, სად ხართ? გძინავთ? რა ხდებააა? შევიკრიბოთ და რამე გადავწყვიტოთ! ასე არ შეიძლება! ჩვენს თავს ჩვენ თუ არ ვუშველეთ ამათი იმედი მტერს ჰქონდეს! ვინც ვერ მოგნიშნეთ, უკაცრავად,
აღელვებული ვარ!“

ეს პოსტი კომპოზიტორს, მაია კაჭკაჭიშვილს ეკუთვნის. მასზე არაერთი მომღერალი, მუსიკოსი და შოუბიზნესის წარმომადგენელია მონიშნული. თითოეული მათგანი მაიკოს ეთანხმება და თავის აზრს გამოთქვამს. ნინი ბადურაშვილი სტატუსის ავტორს გვერდზე დგომას ჰპირდება. ვერიკო ტურაშვილს იმედი გადაუწურია, „ახლა რამ აღგაშფოთა როდის არ ვეკიდეთო“ , - წერს.

რატი დურგლიშვილი სტუდიების მომსახურებაზე წუხს, მაიკო კაჭკაჭიშვილი კვლავ გამოსავალას ეძებს, - „მოვაწყოთ პრესკონფერენცია, რომ მოგვაქციონ ყურადღება, არჩევნებში ხომ კარგად ვჭირდებით“ . 

მოგვიანებით, რატი ხუმრობის ხასიათზე დადგა. - „ჩემი აზრი ასეთია, ყველამ გავხსნათ სავაჭრო ჯიხური, მე რამდენიმე ექსკლუზივს შემოვიტან ჩემს მაღაზიაში, "პეჩენიებს" რამე ჩვენებს“ .

რატის ქრისტინე გამოეხმაურა, „ჯიხურს რომ გახსნი, მოლარედ მიგულეო“ და მოგვიანებით უფრო სერიოზული კომენტარი გააკეთა, - „მოგონილში ვცხოვრობთ, ყველაზე სწორი ნათქვამია ჩვენზე. ნამდვილად ჩვენი მოგონილია შოუბიზნესი და არ ვეგუებით ამას. ისე, ამდენ კაცს ერთად როგორ მოგვეჩვენა რომ ვარსებობთ?!“

მომღერლების წუხილმა რამოდენიმე დღის წინ მათივე კოლეგის ეკა კვალიაშვილის სტატუსი გამახსენა, იმავე თემაზე.

„დავიღალეეეეე, აღარ მინდა მესმოდეს მხოლოდ პოლიტიკა, აღარ მინდა ჭამდეს ხალხი ერთმანეთს, ცხოვრება გადის, სიხარული მინდა, კონცერტები, სამუშაო თავის დროზე, დასვენება თავის დროზე, აღარ მინდა და აღარ მაინტერესებს, ვინ რა თანამდებობას დაითრევს და როგორ აიწყობს ცხოვრებას, (ღმერთმა ყველას ხელი მოუმართოს), მაგრამ, რა შუაში ვართ ჩვენ? რატომ არ არის ინტენსიური, გამოფენები, კონცერტები, გართობა, სიხარული, კარგიიიიიიიიით, გეყოოოოოოთ პოლიტიკოსებოოოოო, დავიღალეთ! ტელე ვარსკვლავებად ხართ გადაქცეული და ვერ ხვდებით, არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში არ ხდება ასეთი, რაც აქ! დ ა ვ ი ღ ა ლ ე ე ე ე თ!“

არ ვიცი შეუერთდება თუ არა კვალიაშვილი ზემოთ ჩამოთვლილი მომღერლების პროტესტს, ერთი კი ცხადზე ცხადია, უახლოეს მომავალში მომღერლების პრესკონფერენციას უნდა ველოდოთ.

ქეთი მელაძე
სპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 35 /
ივერიელი
მერე იმღერეთ ვინ გიშლით ეს შოუ ბიზნესის ხალხი უფრო მეტს ლაპარაკობენ და თავს აბეზრებენ ინტერვიუებით და პირად ცხოვრების გაშუქაბაზე ( ისე ესნი რო მორალით ცხოვრობენ ვინ ვისი ქმარია და ვინ ვისი ცოლია თითონ ვერ გაუგიათ .საამასყო და სამაგალითო სულ არაა ,პირიქით ) ხალხს. ჯობია იმღერეთ და დააინტერესეთ მაყურებელი . ფანტაზიები რო გაქვთ ჩაკეტილი . ესე იგი არ აინტერესებს ხალხს თქვენი სიმღერები .
17:44 / 15-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ბარტ
რამ გაგაბოროტათ და რამ აგავსოთ ამხელა ბოღმით ხალხნო, ეს რა კომენტარებია??? სად წერია რომ დაფინანსებას ითხოვენ? ყურადღებას ითხოვენ სახელმწიფოსგან, რისი ვალდებულიც არის სახელმწიფო თითოეული მოქალაქის და ამომრჩევლის წინაშე :შ დაპირებები ყველამ კარგი იცის და სკამებზე რომ მოერგებიან მერე ავიწყდებათ. ყველა გაპოლიტიკოსდა ამ უბედურ ქვეყანაში, სადაც პურს მეპურე კი არა კალატოზი აცხობს :შ
17:30 / 15-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ლაშა
აჩიკო სად უნახავთ და მთელი 9წელი მასე გაქონდათ თავები ;) ახლაც მოუნდთ ასე რო იყოს მარა :X
17:17 / 15-09-2013
გამოხმაურება / 0 /
აჩიკო
ამ უდღეურებს სად უნახავთ რომ მთავრობა აფინანსებდეს მომღერლებს, ეს მეფის კარის მასხარები. თფუი რა, გული აგერევა კაცს!
17:12 / 15-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ლია
რა ვერ გაიგეთ? მომღერალი თურმე მარტო ბერა გვყავს.
16:57 / 15-09-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS