15 სექტემბერი, 2013
მომღერლები მთავრობას უპირისპირდებიან - „მოგვაქციონ ყურადღება, არჩევნებში ხომ კარგად ვჭირდებით“
ჩემი აზრი ასეთია, ყველამ გავხსნათ სავაჭრო ჯიხური, მე რამდენიმე ექსკლუზივს შემოვიტან ჩემს მაღაზიაში, "პეჩენიებს" რამე ჩვენებს უმოქმედობაზე, უკონცერტობასა და უსამსახურობაზე ყოველთვის წუწუნებდნენ ქართველი მომღერლები. ბევრმა მათგანმა თავს უშველა და საქართველოდან წავიდა. დღეს ბევრი რუსულ შოუბიზნესს ამშვენებს, ბევრი უკრაინულ ბარებსა და რესტორნებში მღერის. ვინც დარჩა, "ფეისბუქზე" უსამსახურობაზე წუწუნებს.

„მომღერლებოოო, მუსიკოსებოოო, სად ხართ? გძინავთ? რა ხდებააა? შევიკრიბოთ და რამე გადავწყვიტოთ! ასე არ შეიძლება! ჩვენს თავს ჩვენ თუ არ ვუშველეთ ამათი იმედი მტერს ჰქონდეს! ვინც ვერ მოგნიშნეთ, უკაცრავად,
აღელვებული ვარ!“

ეს პოსტი კომპოზიტორს, მაია კაჭკაჭიშვილს ეკუთვნის. მასზე არაერთი მომღერალი, მუსიკოსი და შოუბიზნესის წარმომადგენელია მონიშნული. თითოეული მათგანი მაიკოს ეთანხმება და თავის აზრს გამოთქვამს. ნინი ბადურაშვილი სტატუსის ავტორს გვერდზე დგომას ჰპირდება. ვერიკო ტურაშვილს იმედი გადაუწურია, „ახლა რამ აღგაშფოთა როდის არ ვეკიდეთო“ , - წერს.

რატი დურგლიშვილი სტუდიების მომსახურებაზე წუხს, მაიკო კაჭკაჭიშვილი კვლავ გამოსავალას ეძებს, - „მოვაწყოთ პრესკონფერენცია, რომ მოგვაქციონ ყურადღება, არჩევნებში ხომ კარგად ვჭირდებით“ . 

მოგვიანებით, რატი ხუმრობის ხასიათზე დადგა. - „ჩემი აზრი ასეთია, ყველამ გავხსნათ სავაჭრო ჯიხური, მე რამდენიმე ექსკლუზივს შემოვიტან ჩემს მაღაზიაში, "პეჩენიებს" რამე ჩვენებს“ .

რატის ქრისტინე გამოეხმაურა, „ჯიხურს რომ გახსნი, მოლარედ მიგულეო“ და მოგვიანებით უფრო სერიოზული კომენტარი გააკეთა, - „მოგონილში ვცხოვრობთ, ყველაზე სწორი ნათქვამია ჩვენზე. ნამდვილად ჩვენი მოგონილია შოუბიზნესი და არ ვეგუებით ამას. ისე, ამდენ კაცს ერთად როგორ მოგვეჩვენა რომ ვარსებობთ?!“

მომღერლების წუხილმა რამოდენიმე დღის წინ მათივე კოლეგის ეკა კვალიაშვილის სტატუსი გამახსენა, იმავე თემაზე.

„დავიღალეეეეე, აღარ მინდა მესმოდეს მხოლოდ პოლიტიკა, აღარ მინდა ჭამდეს ხალხი ერთმანეთს, ცხოვრება გადის, სიხარული მინდა, კონცერტები, სამუშაო თავის დროზე, დასვენება თავის დროზე, აღარ მინდა და აღარ მაინტერესებს, ვინ რა თანამდებობას დაითრევს და როგორ აიწყობს ცხოვრებას, (ღმერთმა ყველას ხელი მოუმართოს), მაგრამ, რა შუაში ვართ ჩვენ? რატომ არ არის ინტენსიური, გამოფენები, კონცერტები, გართობა, სიხარული, კარგიიიიიიიიით, გეყოოოოოოთ პოლიტიკოსებოოოოო, დავიღალეთ! ტელე ვარსკვლავებად ხართ გადაქცეული და ვერ ხვდებით, არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში არ ხდება ასეთი, რაც აქ! დ ა ვ ი ღ ა ლ ე ე ე ე თ!“

არ ვიცი შეუერთდება თუ არა კვალიაშვილი ზემოთ ჩამოთვლილი მომღერლების პროტესტს, ერთი კი ცხადზე ცხადია, უახლოეს მომავალში მომღერლების პრესკონფერენციას უნდა ველოდოთ.

ქეთი მელაძე
სპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 35 /
ლელი
გაუმარჯოს მიშას......გასკდით გულზე
20:27 / 15-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ლაშა
ბერეა რა შუაში არ მესმის ის ჩალიჩობს იჩალოჩონ ამათმაც სპონსორის მოძებნა მაგარი კონცერტისთვის ძლაიოან მარტივია ცნობისთვის ;)
20:26 / 15-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ნატო
ამათ სავოკურ ტვინებს აღარაფერი გამოასწორებს. რომელ ნორმალურ ქვეყანაში ელის შოუბიზნესი მთავრობისგან დახმარებას?:) თუ რამის თავი გაქვს და თუ მაყურებელ-მსმენელი გყავს, თუნდაც პოტენციური, იშოვე სპონსორი და ჩაატარე კონცერტი, ჩაწერე დისკი. წარმოვიდგინე ახლა ელა ფიტცჯერალდს ამერიკის პრეზიდენტსთვის ან ბითლებს ინგლისის პრემერ-მინისტრისთვის რომ პრეტენზიები გამოეცხადებიათ, რატომ არ გვამღერებთო:))) რა იდიოტები არიან, ღმერთო...
20:01 / 15-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ლაშა
ნაწილობრივ კი კვალიაშვილს ვეთანხმები.. მაგარმ მთავრობა კონცერტებს ისეთ ქვეყანაში როგორიცაა საქართველო ვერ ჩაგიტარებს აი თბილისში (როგორც ვიღაც ვიღაცებეი იტყოდნენ ევროპის პირველ დედაქალაქში ) უკვე ორი დღეა წყალი არ მაქვს ეს ჩემი აზრით ქვეყნის სირცხვილია. ხოდ აასეთ მთავრობას რომლიც საცოდავი ქვეყნის ორმოდანა მოთრევას ცდილობს მაგრამ მეორე ორმოში ჩაჰყავს ვერ მოვთხოვთ კონცერტები ატაროს და ფულები ამას დაახარჯოს. ამ მომღერლებმა თუ ასეთი ნიჭირერები,მაგრები და ჭკვიანები არაინ მოიძიონ პროდუსერები და კერძო სპონსორები შექმნან კარგი რეპერტუერი დ აკონცერტიც ექნებათ და გულშემატკივრბი მაგრამ ქაქტია რომ მათ მხოლოდ წუწუნი უნდათ. ;)
19:32 / 15-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ლაშა
ხოდა აქ პოლიტიკაზე კომენტარები თუ არმოსწონთ ზოგ ზოგიერთებს ეს ჩვენი ძალით მომღერლები ნუ დახტიან აქთ იქით პარტიიდან პარტიაზე და თუ დახტან კიდე იფიქრონ მაშინ ამასრა მოყვება და ნუღა უკვირთ ხალხის რეაქცია. :*
19:25 / 15-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ლაშა
ნანა ჩემი საყავრელო რატი ურგლიშვილს არც ვხები ხოლო ვერიკო ტურაშვილზე თუ მეკითხები რათქმაუნდა გიპასუხებ რომ კიიიი უნიჭოა! და ამას ბვრირამ ადასტურებს სწორედ ვერკო ტურაშვილმა ანრი ჯოხაძესთან ერთად მოგვჭრათავი ევროვიზიაზე (ეს ისე რომ იცოდე) ნინი ჰბადურაშვილი კი უნიჭიოა იმიტომ რომ ფონოგრამით სიმღერა ყველას შეუძლია ცოცოცხალდ კი ძალიან ცოტას საქართველოში კი ძალიან ცოტას კი არა რამოდენიმეს. :)) ჩვენ ესტარადა რომ არ გვყავს ეგ ცნობილია ალაბთ და ესენი რომ მაგარი გოიმები არან ეგეც ;) წესიერი რეპერტუარი ამათ არ აქვთ შოუს გაკეთება ამათ არ იციან და წესიერი კლიპის გადაღება რაარი ეგ სიზმარშიც არ უნახავთ . მარტო ხმა არაა ყველაფერი და შენს ფრაზას "ზოგერთი ვერ ხართ ხო?" სანამ დაწერ დაუკვირდი რას წერ ;)
19:21 / 15-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანა
ვერ ხართ ზოგიერთი ხომ აქ? რატი დურგლიშვილი უნიჭოა? იქნებ მამამისიც? ვერიკო ტურაშვილი რატომაა უნიჭო?თუნდაც ნინი ბადურაშვილი,რომელიც ბავშვობიდან სცენაზე დგას და მღერის? შეეშვით ამ პოლიტიკის ჩაჩრას ყველაფერში! გახსნი და ერთ ნორმალურ კომენტარს ვერ წაიკითხავ ადამიანი,გარდა ლანძღვისა და გინებისა!
19:17 / 15-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ლაშა
ქვეყანაში უფრე მეტი პრობლემაა ვიდე ამათი ჭყავილის მოსემნა ამათ კონცერტებში ფულის ყრას იევ ვინმეს ჩამოჭვანა და იმაში ფულის გადახდა ჯობია :)))
18:36 / 15-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ლაშა
ბოროტება არაფერ შუაშია :D უბრალოდ სახელმწიფო არ უნდ აგეგმავდეს კონცერტებს თუ ამათ ნიჭი აქვთ და ყავთ მსმენელი გააკეონ კონცერტები და მოიძიონ სპონსორები ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში ასე ხდება უბრალოდ ამათმა არ იციან მიჩვეულებრი არან ამ ხრა წლის მანძლზე სხვანაირად ფულის შოვნას ;)
18:31 / 15-09-2013
გამოხმაურება / 0 /
მართვე
ყველაზე მეტად მომწონს ამ სიტყვებით რომ იწყებენ მიშას ეპოქის "ბალელშიკები" კომენტარს: "ხალხნო, რამ გაგაბოროტათ, შურიანები ხართ სუყველა..." რაიმე არგუმენტი ვერ მოყავთ თავისი კერპების დასაცავად, გარდა იმისა, რომ ნინი ან სოფო ან მაყვალა ულამაზესია და ჩვენ ყველას გვშურს ამ "ლამაზი ქმნილებების" და შური გვალაპარაკებს, თორემ ობიექტურობა რა ჩემი ფეხებია ამ დროს.
18:20 / 15-09-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS