15 სექტემბერი, 2013
მომღერლები მთავრობას უპირისპირდებიან - „მოგვაქციონ ყურადღება, არჩევნებში ხომ კარგად ვჭირდებით“
ჩემი აზრი ასეთია, ყველამ გავხსნათ სავაჭრო ჯიხური, მე რამდენიმე ექსკლუზივს შემოვიტან ჩემს მაღაზიაში, "პეჩენიებს" რამე ჩვენებს უმოქმედობაზე, უკონცერტობასა და უსამსახურობაზე ყოველთვის წუწუნებდნენ ქართველი მომღერლები. ბევრმა მათგანმა თავს უშველა და საქართველოდან წავიდა. დღეს ბევრი რუსულ შოუბიზნესს ამშვენებს, ბევრი უკრაინულ ბარებსა და რესტორნებში მღერის. ვინც დარჩა, "ფეისბუქზე" უსამსახურობაზე წუწუნებს.

„მომღერლებოოო, მუსიკოსებოოო, სად ხართ? გძინავთ? რა ხდებააა? შევიკრიბოთ და რამე გადავწყვიტოთ! ასე არ შეიძლება! ჩვენს თავს ჩვენ თუ არ ვუშველეთ ამათი იმედი მტერს ჰქონდეს! ვინც ვერ მოგნიშნეთ, უკაცრავად,
აღელვებული ვარ!“

ეს პოსტი კომპოზიტორს, მაია კაჭკაჭიშვილს ეკუთვნის. მასზე არაერთი მომღერალი, მუსიკოსი და შოუბიზნესის წარმომადგენელია მონიშნული. თითოეული მათგანი მაიკოს ეთანხმება და თავის აზრს გამოთქვამს. ნინი ბადურაშვილი სტატუსის ავტორს გვერდზე დგომას ჰპირდება. ვერიკო ტურაშვილს იმედი გადაუწურია, „ახლა რამ აღგაშფოთა როდის არ ვეკიდეთო“ , - წერს.

რატი დურგლიშვილი სტუდიების მომსახურებაზე წუხს, მაიკო კაჭკაჭიშვილი კვლავ გამოსავალას ეძებს, - „მოვაწყოთ პრესკონფერენცია, რომ მოგვაქციონ ყურადღება, არჩევნებში ხომ კარგად ვჭირდებით“ . 

მოგვიანებით, რატი ხუმრობის ხასიათზე დადგა. - „ჩემი აზრი ასეთია, ყველამ გავხსნათ სავაჭრო ჯიხური, მე რამდენიმე ექსკლუზივს შემოვიტან ჩემს მაღაზიაში, "პეჩენიებს" რამე ჩვენებს“ .

რატის ქრისტინე გამოეხმაურა, „ჯიხურს რომ გახსნი, მოლარედ მიგულეო“ და მოგვიანებით უფრო სერიოზული კომენტარი გააკეთა, - „მოგონილში ვცხოვრობთ, ყველაზე სწორი ნათქვამია ჩვენზე. ნამდვილად ჩვენი მოგონილია შოუბიზნესი და არ ვეგუებით ამას. ისე, ამდენ კაცს ერთად როგორ მოგვეჩვენა რომ ვარსებობთ?!“

მომღერლების წუხილმა რამოდენიმე დღის წინ მათივე კოლეგის ეკა კვალიაშვილის სტატუსი გამახსენა, იმავე თემაზე.

„დავიღალეეეეე, აღარ მინდა მესმოდეს მხოლოდ პოლიტიკა, აღარ მინდა ჭამდეს ხალხი ერთმანეთს, ცხოვრება გადის, სიხარული მინდა, კონცერტები, სამუშაო თავის დროზე, დასვენება თავის დროზე, აღარ მინდა და აღარ მაინტერესებს, ვინ რა თანამდებობას დაითრევს და როგორ აიწყობს ცხოვრებას, (ღმერთმა ყველას ხელი მოუმართოს), მაგრამ, რა შუაში ვართ ჩვენ? რატომ არ არის ინტენსიური, გამოფენები, კონცერტები, გართობა, სიხარული, კარგიიიიიიიიით, გეყოოოოოოთ პოლიტიკოსებოოოოო, დავიღალეთ! ტელე ვარსკვლავებად ხართ გადაქცეული და ვერ ხვდებით, არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში არ ხდება ასეთი, რაც აქ! დ ა ვ ი ღ ა ლ ე ე ე ე თ!“

არ ვიცი შეუერთდება თუ არა კვალიაშვილი ზემოთ ჩამოთვლილი მომღერლების პროტესტს, ერთი კი ცხადზე ცხადია, უახლოეს მომავალში მომღერლების პრესკონფერენციას უნდა ველოდოთ.

ქეთი მელაძე
სპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 35 /
ბადრი
კაცი რომ ნარკოტიკზე შეჯდება მასეა ამ ჩვენი მომღერლების საქმე,გავიხსენოთ ბოლო წლებში რაც კეთდებოდა,მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე იმართებოდა კონცერტები, იქმნებოდა კლიპები (ნაციონალურ მოტივებზე) ეს არასწორი იყო. ახლა კი როცა ასეთ სისულელეებში ფული აღარ იხარჯება გვაჩვენონ რა შეუძლიათ დაგეგმონ კონცერტები, გაგაიღონ კლიპები და ა.შ.თუ მომეწონება მივალ იმ კონცერტზე. რა შუაშია აქ მთავრობა. მგონი ქუჩის ბიჭებს ჰქონდათ კონცერტი ხომ!? მიბაძეთ!
10:08 / 16-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ნია
ვეთანხმები კვალიაშვილს. არ შეიძლება სულ პოლიტიკით აცხოვრო ხალხი.ჯიუტი თავადებივით არიან ეს პოლიტიკოსები,მაგრამ ხალხმა რა დააშავა. არავის არ ადარდებს ქვეყანა,ყველა სკამისთვის იბრძვის.ხალხი კი ფსიქიურად დაავადდა ამდენი პრობლემებისგან და პოლიტიკისგან.
06:18 / 16-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ჯერ ერთი მომღერლებს მთავრობა არ აფინანსებს,მეორეც -ამათი უმრავლესობა ნაცების მეხოტბეები იყვნენ და ამ მთავრობას რას სთხოვენ ვერ გავიგე.წადით და თქვენ საყვარელ მიშიკოს მოსთხოვეთ დაფინანსება,გაიგეეეეტთ
04:19 / 16-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
ეჭვი მეპარება რომ აქ ჩამოთვლილი მომღერლების 90% ამ მთავრობას უჭერდა მხარს არჩევნების დროს და თან მიმაჩნია რომ შოუბიზნესი თუ მართლა არსებობს თავი თვითონ უნდა ირჩინოს და არ უნდა იარსებოს ბიუჯეტის ხარჯზე, რომელიც ისედაც მწირია და სხვა რამეს უნდა მოხმარდეს
02:35 / 16-09-2013
გამოხმაურება / 0 /
მართვე
გემოვნებას რაც შეეხება, რეპს მე არ ვუსმენ, მაგრამ ბერას რაც შეუძლია აკეთებს და არც არავის ახვევს თავს მაგ თავის სიმღერებს და მიშას უნიჭო მომღერლებივით თვალებში არ ეჩხირება ვინმეს. მარა ან რას გიხსნი, არ მკიდია შენნაირი თხა ვიზე რას იფიქრებს
00:14 / 16-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინო
დიახ,მარტო ბერა გვყავს....ეგეთი შოუ ვინ შემოგვთავაზა...დაუთმეთ გზა ნიჭიერებს...და მეტი იმუშავეთ.საკუთარ თავზე,შრომა დაგიფასდებათ...
22:57 / 15-09-2013
გამოხმაურება / 0 /
დათო
თქვე საცოდავებო მიშასგან კარგად იყავით გაგულავებულები და ეხლა ითხოვთ მოგვხედეთო, ასე მოგიხდებათ თქვენ უნდა ეყაროთ სახლებში, თქვენი დრო წავიდა. ვინც ღირსია დღეს დგას სცენაზე.
21:26 / 15-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ვეთანხმები
მართალია, შოუბიზნესი უნდა განვითარდეს და კონცერტები ტარდებოდეს, ხალხი რომ გაერთოს და მომღერლებიც დასაქმდნენ, მაგრამ წინასაარჩევნო ხასიათით და დროშების ფრიალი და მაიკების ჩაცმით არა.
20:51 / 15-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ნატა გიგაური
შოუ ბიზნესი ვის აინტერესებს ხალხი მშიერია. ესეც არ იყოს ყელში ამოვიდა წინა საუკუნის რეპერტუარები
20:50 / 15-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ლულუ
:)ახლა რამ აღაშფოთათ?როდის დუღდა საქართველოში შოუ-ბიზნესი?ააა,გამახსენდა,ბადრიმ გამოაცოცხლა ცოტა,მაგრამ მერე ესენი არ იყვნენ ბადრის და ყველას რომ უღალატეს?მიშას დაყავდა საკუთარ აქციებზე და ამღერებდა..ასეა,ხალხს თავი არ უნდა მოაძულო:)ისე სასაცილოა,ზოგიერთ პრეტენზიის მქონეს თავი რომ მომღერალი ჰგონია:)(იმედაძე მომღერალია?მაგის კონცერტზე ბილეთი რომ მაჩუქო არ წავალ)))
20:48 / 15-09-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS