მოგვიანებით თამარ ივერმა ოპერაში გასამართი კონცერტის აფიშა გამოაქვეყნა, საიდანაც ცნობილი ხდება, რომ უახლოეს მომავალში ოპერის თეატრში ესტრადის ვარსკვლავები იმღერებენ. თამარ ივერი აღნიშნავს, რომ მსგავსი კონცერტები ფილარმონიაში უნდა გაიმართოს და არა
მომდევნო პოსტში კი თამარ ივერი ოპერის თეატრში შექმნილ სხვა პრობლემებზეც საუბრობს.
''ოპერის თეატრის ხელმძღვანელისადმი პოსტების ცვენა მოკლე ხანში რეალური ნაბიჯებით შეიცვლება!!! ველოდებით ხელოვანთა ქალაქში ჩამოსვლას რათა ეს თემა ფეისბუკის საზღვრებს გასცდეს და უფრო გლობალური და სერიოზული სახე მიიღოს. მის მიერ სამინისტროებში სასწრაფო მხარდაჭერის მოპოვების მიზნით ჩუმი, შეშინებული და ნერვიული სირბილი საქმეს ვერ იხსნის!
ხელმძღვანელობის უნიათო, კორუფციულ და თეატრის მწვავე სარეპერტუარო პრობლემებთან ერთად ასევე სამარცხვინოა ოპერის თეატრის შენობაში არსებული კანალიზაციის სერიოზული პრობლემა. თეატრის ნებისმიერი საგრიმიოროს ტუალეტი ყარს!
ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით! ყარს ოპერის თეატრის ნებისმიერი ტუალეტი დერეფნებში!!! ყარს მაყურებლის საზოგადო ტუალეტები! შეგრძნებაა რომ ვაგზლის საზოგადოებრივ ტუალეტში შედიხარ. არც ერთი დერეფნის თუ სოლისტთა საგრიმიორო ტუალეტებში არ დევს ქაღალდი და ხელსახოცი. საბრალო თანამშრომლობა, მაპატიეთ და, მოსაქმების შემდგომ ნოტების ფურცლებს და გაზეთების ნაგლეჯებს იყენებს.
ყველა საპირფარეშო კატასტროფულ სიტუაციაშია. ასევე,მაყურებელთა საზ.ტუალეტის სახელურები მომძვრალია (ყოველ შემთხვევაში ბოლოდროინდელ ჩემი დასწრების დროს ასე იყო) ხალხი ამაზე ხმამაღალ აღშფოთებას გამოთქვამდა.
და ასეთ საკანალიზაციო კოლაფსის და "ვაგზლის საპირფარეშოსებრ ატმოსფეროში"...."მეფე ცახისი" მაინც როგორც თევზი წყალში ისე გრძნობს თავს. რაც მთავარია, მისი კაბინეტის ტუალეტში ხომ "მშვიდობაა".
მართლაც სამარცხვინო იყო ის ფაქტი, თუ მთელი თვის განმავლობაში როგორ ვეზიდებოდი ტუალეტის ქაღალდებს და ხელსახოცს თეატრში რეპეტიციების დროს და როგორ დამიდეს ის მხოლოდ პრემიერის დღეს.
დერეფნის გაუბედურებული, უქაღალდო და მყრალი ტუალეტები კი პრემიერის დღესაც იგივე მდგომარეობაში იყო. რამდენჯერმე მივწერე ბატონ ცახისს ამ პრობლემაზე მაგრამ-ჩვეული იგნორი!
ასევე საგანგაშო იყო ის ფაქტი, რომ თეატრს არ ჰქონდა ბუფეტი და დასის წევრები "აბესალომის" მომქანცველი რეპეტიციების დროს, შიმშილით სულს ვღაფავდით. მსგავსი ალბათ "ლენინგრადის ბლოკადის" დროს თუ მოხდებოდა.
1საათიან პაუზაში ვერც ვასწრებდი გარეთ ჭამას. ელემენტარულად კაფემდე მისვლას, შეკვეთას და ჭამას 1 საათი არ ეყოფოდა.არ დამავიწყდება, როგორ შემოვიდა ერთი მოცეკვავე ბიჭი და ფერწასულმა გვითხრა:მიშველეთ,გლუკოზა დამეცა,დილიდან მშიერი ვცეკვავ,იქნებ შაქრიანი ყავა მაინც დამალევინოთ აზრზე მოვიდეო...კიდევ კარგი მე და ხათუნა ჭოხონელიძემ "დროზე აღმოვუჩინეთ დახმარება" თორემ სცენაზე დაეცემოდა საბრალო.
აუცილებელი ბუფეტის საკითხზე მიმართვისასაც ცახისმა სრულიად ინდიფერენტულად, მისთვის დამახასიათებელი "ჯოკონდას ცინიკური ღიმილით" განმიცხადა: ქალბატონო თამარ, ბუფეტის საკითხზე უნდა გამოცხადდეს ტენდერი და შემდგომ ტენდერში ვინც გაიმარჯვებს მას შეეძლება ბუფეტის ფუნქციონირების უფლება... მაგრამ ეს ხანგძლივი პროცესიაო. არადა, დიდი რამე უნდოდა რეპეტიციების პროცესში,დროებით რაიმე სენდვიჩ მანქანების დადგმას? თუმცა, დასის წევრთა პრობლემები მისთვის მხოლოდ მგლის ყმუილი და ტურების წკავწკავია და მეტი არაფერი.
ამ თეატრის დირექტორიბით ის ხომ მხოლოდ მის შემდგომ კარიერაზე და ფინანსურ კეთილდღეობაზე ფიქრობს და "წინ იყურება ბიჭი"
არაუშავს,მალე ამ პატარა (ყველა გაგებით) პიროვნების (ვაი)ხელმძღვანელობაზე უკვე წარსულში ვისაუბრებთ''!