13 სექტემბერი, 2013
გოგა ხაჩიძე ბლანჟეს გასაპარსად ემზადება
როგორც პარლამენტარი წერს, თუკი ივანიშვილმა თანამდებობა დატოვა, პირობის შესრულება მოუწევს. 
პარლამენტარი გოგა ხაჩიძე ''ფეისბუქის'' სტატუსებით საკუთარ მოსაზრებებს ხშირად გამოთქვამს, ჟურნალისტებსაც, მისი დამსახურებით, მასალა არ გველევა.

დღეს ხაჩიძემ ''ფეისბუქის'' საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა სტატუსი, სადაც კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ბლანჟეს გაპარსვა მოუწევს, როცა ბიძინა ივანიშვილი თანამდებობას დატოვებს.

ამის შესახებ მან სტატუსი რამდენიმე ხნის წინ გამოაქვეყნა და როგორც ჩანს, პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადების შესახებ პოლიტიკიდან წასვლის თაობაზე, ის სტატუსი კიდევ ერთხელ გააქტუალურდა მისთვის.

როგორც პარლამენტარი წერს, თუკი ივანიშვილმა
თანამდებობა დატოვა, პირობის შესრულება მოუწევს.

''თუ არ ვცდები, რამდენიმე თვის წინ სტატუსი დავწერე: ბიძინა ივანიშვილი რომ წავა, ბლანჟეს გავიპარსავ-მეთქი. ახლა სტატუსს ვეღარ ვპოულობ. თუ სტატუსი ფაქტად დაიდო _ მომიწევს'' .

სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS