13 სექტემბერი, 2013
მაია ასათიანის პირველი სკანდალური სტუმარი ნანუკა ჟორჟოლიანი აღმოჩნდა
მერე დიდი ხნის განმავლობაში ამ გადაცემაზე წერდნენ, ფსიქოლოგები კვლევებს ატარებდნენ, რამდენად გულწრფელი იყო ტელეწამყვანების ღიმილიანი სახეები. ნანუკამ მოწვეულ სტუმარს ძაღლიც კი აჩუქა სატელევიზიო სეზონი დაიწყო და ტელევიზიების დერეფნები ხალხმრავალი და ხმაურიანი გახდა. ''ნანუკას შოუსა'' და ''პროფილის'' ახალ გადაცემებს მაყურებელი განსაკუთრებული ინტერესით ელოდება.

სანამ ეთერში ანონსები გავა, ექსკლუზიურად ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, რომ მაია ასათიანმა კარგი გათვლა გააკეთა და პირველ გადაცემაში ნანუკა ჟორჟოლიანი მიიწვია სტუმრად. ცხადზე ცხადია, რომ ''პროფილის'' პირველ გადაცემას მაყურებელი ნამდვილად ეყოლება.

შეგახსენებთ, რომ პირველი
ნაბიჯი ამ მხრივ ნანუკამ გადადგა. რამდენიმე წლის წინ, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ნანუკა ტელეკომპანია ''იმედში'' მუშაობდა, მაია სტუმრად მიიწვია.

მერე დიდი ხნის განმავლობაში ამ გადაცემაზე წერდნენ, ფსიქოლოგები კვლევებს ატარებდნენ, რამდენად გულწრფელი იყო ტელეწამყვანების ღიმილიანი სახეები. ნანუკამ მოწვეულ სტუმარს ძაღლიც კი აჩუქა.

ჩვენ ნანუკას დავუკავშირდით და ''პროფილში'' სტუმრობის შესახებ ვკითხეთ. მართალი გითხრათ, გაუკვირდა კიდეც, ეს ამბავი როგორ გაიგეთო, მაგრამ, აბა, რისი ჟურნალისტები ვართ, ამ ორი ტელეწამყვანის სტუდიაში ერთად ყოფნის ამბავი რომ გამოგვპარვოდა.

- ნანუკა, გავიგეთ, მაია ასათიანი სეზონს შენით ხსნის...
- ჰო, პირველ გადაცემაში მიმიწვია.
- რა თემაზე ისაუბრეთ?
- თითქმის ყველაფერზე ვილაპარაკეთ. არის თემები, რომლებზეც პირველად და უკანასკნელად ვისაუბრე საჯაროდ.
- მხოლოდ შენ ხარ პირველი გადაცემის სტუმარი?
- არა მგონია, მაგრამ სხვა სტუმრების შესახებ არაფერი ვიცი. პირველ ბლოკში მე ვარ ჩემი პროფილით (იცინის).
- ალბათ მაია ჩვეულებისამებრ სავარძელზე ჩამოგიჯდა?
- (იცინის) არა, ახალი სტუდია აქვს მაიას, ცალკე სავარძელში იჯდა და პირდაპირ მკითხა პირადზე.
- კიდევ რაზე ისაუბრეთ?
- ჩემს ბავშვობაზე, მშობლებზე, ძმაზე. ეს მართლაც პირველი შემთხვევაა, როცა პირადზე კამერების წინ ვყვები.
- რით ჰგავდა ეს გადაცემა შენსას, როცა მაია გყავდა სტუმრად?
- ჩემს შემთხვევაში იყო შოუ, აქ აქცენტი ინტერვიუზე გაკეთდა.
- მახსოვს, მაშინ მაიას საჩუქარიც გაუკეთე, შენც ხომ არ გისახსოვრა რაიმე ტელეწამყვანმა?
- არა, აქ მთავარი მისთვის, როგორც წამყვანისთვის, ინტერვიუ იყო.
- აღიარებ რომ მაიამ კარგად გათვალა სეზონის დაწყება რეიტინგის თვალსაზრისით?
- (იცინის) კი, აშკარად. ძალიან ეფექტური დასაწყისია და წარმატებებს ვუსურვებ მას.

ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 9 /
თათული
ჟორჟოლიანო, სულ ცოტა არაკორექტულად ხომ არ გეჩვენება შენს "ზებედნიერებაზე" ღრიალი?! გავიგეეეთ, ყველაფერი ვიცით უკვე, სად, რომელ კარადაში რა ფერის საცვლები გიდევს, ყველაფერი გამომზეურებული გაქვს, მორჩი ღრიალს, რა გგონია, რაც უფრო ხმამაღლა იყვირებ, მით უფრო დაიჯერებ რომ ბედნიერი ხარ?! რით ვერ გათავისუფლდი კომპლექსებიდან... ასათიანო, დაბერდი ტელევიზიაში და რით ვერ გაიზარდე, ასე რამ დაგაგოიმა, რა იაფფასიან სპექტაკლებს აწყობ უნიჭო მსახიობების დასით... რა მოიგე, რა რეიტინგი დაიწერე ასეთი ჟორჟოლიანის ძველბიჭობით და რად გინდა ასეთი რეიტინგი?! ნანუკას ბედნიერებას 4 ბავშვის მამის გარეშე ცხოვრება უდევს საძირკვლად. გულისამრევია თქვენი სნობური, მდაბიო, უგემოვნო, უზნეო, უმორალო ცხოვრების შოუებში გადმოტანა.
18:17 / 20-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ანა
ვაიმეე ხალხო რატო გაღიზიანებთ სხვისი წარმატება
15:19 / 20-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ვისაც რა უნდა ის იფიქროს
ფუი რა, დავიღალეთ ამ ორი და ვითომ სვეტიქალებით. სირცხვილია პირდაპირ ამ ორ გოიმზე დგას რუსთავი 2. მაგ ტელევიზიას რეიტინგს ზუსტად რომ, ეგ ორი პიროვნება აგდებს. გაახილე თვალები გვარამია, თუ რა თქმა უნდა რამე ძეგიძლია.
23:07 / 14-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ცაგო
რა ქნან სხვა თემაზე მაგენს არ შეუძლიათ ისაუბრონ და თავი საუკეთესოები გონიათ.ნანუკა უნდა გადაშენდეს ტელევიზიიდან,ეგ ამორალური ქალია და მეტი არაფერი. მაიააააა ეტყობა შენც გაგიჭირდა, რესპოდენტებს რო ვეგარ პოლობ,უკვე დროა რო რაგაც ახალი დაიწყო ან ტავი დაანებო ტელევიზიას.
21:46 / 13-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ლალო
ითრიონ ერთმანეთი თმით და აი, მაშინ დაიმსახურებენ სკანდალურობის იმიჯს, მოაწყობენ ხოლმე გულისამრევ უშუალობის შოუს, ფუ...
21:39 / 13-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინო
იმ ქვეყანას რა ვუთხარი ეს სცოდავი ქალბი რომ იქნებიან ტელევიზიის სახეები
17:01 / 13-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანა
..........და როგორ ვერ იტანენ ერტმანეთს?! კმარა, აღარ არის საინტერესო ერთმანეთის ქლესვა!!!!!!!!!!
16:41 / 13-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ერთიდაიგივეეეეეეეეეე/? ასე ივლიან წინდაუკან.აღარ ამოუვიდათ ამ ქალის მსგავსებს ყელში/? იმაზე თუ ისაუბრა ქ-ნ ნანუკამ ცოლს როგორ აახია ოთხი შვილის მამა.დავიღალეთ რა.
14:48 / 13-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინი
ეს ნასმდვილად სკანდალი იქნება...ნანუკას მიწვევა შოუში ხო სკანდალია...არადა მაიას ინტერვიუ რომ წავიკითხე მართლა მაინტერესებდა რა იყო ასეთი აკანდალური რით იწყებდა პროფილს..ახლა კი ყოველგვარი ინტერესი გამიქრა...ნანუკას ისტორია მაინც რამდენჯერ უნდა მოუსმინონ ან წაიკითხონ...მოლოდინი იყო რაგაც ახლის და მაგარის მაგრამ როგორც ყოველთვის არ გამართლდა...ეს ხომ საქართველოა და მეტი გასაქანი არააქვთ..ისევ ვიღაცის ისტორიას უნდა უსმინო..ვინ ვისთან დადის,რატომ აახია ცოლს ქმარი..კარგით რა ერთიდაიგივე ადგილას ტრიალებთ
14:26 / 13-09-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS