ფოტოზე კი ნინა და ვინმე გურამ ტატიშვილი არიან გადაღებული. ბოლო დროს, ნინას გარშემო უამრავი ჭორი აგორდა. მომღერალი აქამდე უარყოფს ყველანაირ კავშირს ბადრი პატარკაციშვილის უმცროს ძმასთან.
ყველასთვის ცნობილია, რომ რამდენიმე თვის წინ ნინას
ნინამ მომხდარი მძიმედ გადაიტანა, თუმცა მდგომარეობიდან გამოვიდა და ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' ახალ სეზონში იცეკვებს.
ალბათ საზოგადოებაში მისი ხშირად გამოჩენა გახდა უამრავი ჭორის მიზეზი, რომელიც ბოლო დროს მომღერლის გარშემო აგორდა.
ნინა ხან ვისთან დააწყვილეს და ხან ვისთან. ამის გამო, ნინა ჟურნალისტებზე ძალიან გაბრაზდა და ეს მის გამქოყვეყნებულ სტატუსშიც კარგად ჩანს:
''ჩემო საყვარელო ჟურნალისტებო, არ გინდათ მკითხოთ სინამდვილეში რა ხდება ჩემს პირად ცხოვრებაში? იქნება და ისეთ საინტერესო ამბავს გიყვებით, არჩევნების თემაც რომ გადაფაროს? არ გინდათ და ნუ გინდათ. წერეთ, იმკითხავეთ და თუ ვინმე ჩემ მეგობართან გადაღებული ფოტო ვერ მოიძიეთ, მთხოვეთ და დაგეხმარებით. დასამალი რომ იყოს, ''ფეისბუქზე'' დავდებდი? როგორ ფიქრობს თქვენი შეზღუდული გონება.
სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის




















