12 სექტემბერი, 2013
ნინა წკრიალაშვილი პირადი ცხოვრებით არჩევნების გადაფარვას აპირებს
ფოტოზე კი ნინა და ვინმე გურამ ტატიშვილი არიან გადაღებული. ბოლო დროს, ნინას გარშემო უამრავი ჭორი აგორდა ''თქვენ შიგ ხომ არ გაქვთ'' - წერს ნინა წკრიალაშვილი ''ფეისბუქის'' საკუთარ გვერდზე და ერთ-ერთ საიტზე დადებულ მასალას აქვეყნებს სათაურით ''ვისთან ერთად ატარებს დროს ნინა წკრიალაშვილი რიგაში'' .

ფოტოზე კი ნინა და ვინმე გურამ ტატიშვილი არიან გადაღებული. ბოლო დროს, ნინას გარშემო უამრავი ჭორი აგორდა. მომღერალი აქამდე უარყოფს ყველანაირ კავშირს ბადრი პატარკაციშვილის უმცროს ძმასთან.

ყველასთვის ცნობილია, რომ რამდენიმე თვის წინ ნინას
ცხოვრებაში ტრაგედია მოხდა და მისი ყოფილი მეუღლე ავტოკატასტროფაში გარდაიცვალა.

ნინამ მომხდარი მძიმედ გადაიტანა, თუმცა მდგომარეობიდან გამოვიდა და ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' ახალ სეზონში იცეკვებს.

ალბათ საზოგადოებაში მისი ხშირად გამოჩენა გახდა უამრავი ჭორის მიზეზი, რომელიც ბოლო დროს მომღერლის გარშემო აგორდა.

ნინა ხან ვისთან დააწყვილეს და ხან ვისთან. ამის გამო, ნინა ჟურნალისტებზე ძალიან გაბრაზდა და ეს მის გამქოყვეყნებულ სტატუსშიც კარგად ჩანს:

''ჩემო საყვარელო ჟურნალისტებო, არ გინდათ მკითხოთ სინამდვილეში რა ხდება ჩემს პირად ცხოვრებაში? იქნება და ისეთ საინტერესო ამბავს გიყვებით, არჩევნების თემაც რომ გადაფაროს? არ გინდათ და ნუ გინდათ. წერეთ, იმკითხავეთ და თუ ვინმე ჩემ მეგობართან გადაღებული ფოტო ვერ მოიძიეთ, მთხოვეთ და დაგეხმარებით. დასამალი რომ იყოს, ''ფეისბუქზე'' დავდებდი? როგორ ფიქრობს თქვენი შეზღუდული გონება.

სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 6 /
ლოლ
როგორ მიხარია რომ არც პოპულარული ვარ და არც გავხდები, თორე ჩემი ისედაც ბედკრული ცხოვრება ძაღლის და ღორის გასარჩევი გახდებოდა. მადლობა ღმერთო
22:59 / 13-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ელენე
მართლაც შეეშვით ამ გოგოს რა,იდიოტები ხართ ჟურნალისტები კი არა, თქვენ უნდა გდიოთ ასე ადამიანმა და გაგიმწაროთ ცხოვრება,როგორც ზოგიერთს უმწარებთ თქვენი ვითომდა "ექსკლუზივებით"
13:21 / 13-09-2013
გამოხმაურება / 0 /
მოსაზრება
არაპროფესიონალი ჟურნალისტების ბრალია, ასე რომ აპიარებენ არასაინტერესო ხალხს და თავის თავზე წარმოდგენას უქმნიან, ანდა თვითონ რესპოდენტები ქირაობენ და ფულს უხდიან თავის გაპიარებაში
11:48 / 13-09-2013
გამოხმაურება / 0 /
შემთხვევით
ვის რაში გაინტერესებთ შტერი ნინა თუ რაღაც საოცრება,შეეშვი ამ უბედურს,თავისი გასაჭირიც საკმარისი აქვს.
10:34 / 13-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანა
მოკლედ ადამიანს ფოტო ვეღარ დაუდია თავის გვერდზე,რომ ე.წ.ჟურნალისტების და მათსავით მოცლილი ,,საზოგადოების "განსახილველი არ გახდეს!!!!
19:51 / 12-09-2013
გამოხმაურება / 0 /
იუ
აუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუ რა გაახურეს საქმე რა ....
17:55 / 12-09-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS